ბრიჯიტ მაკრონის 42 წლის ქალიშვილი 20 წლით უმცროს მამაკაცს ხვდება - ისტორია მეორდება? - მშობლები

ბრიჯიტ მაკრონის 42 წლის ქალიშვილი 22 წლის ბიჭს ხვდება - ისტორია მეორდება?

2026-09-03 18:30:20+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 73 წლის მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის 42 წლის ქალიშვილმა, ტიფენ ოზიერმა, 20 წლით უმცროს მამაკაცთან დაიწყო ურთიერთობა.ოზიერმა ცოტა ხნის წინ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტოები 22 წლის ბიზნეს სკოლის სტუდენტ ანტუან ლეკომტთან ერთად ამსტერდამში მოგზაურობიდან. Daily Mail-ის რეპორტიორებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ წყვილი ერთმანეთს მაშინ შეხვდა, როდესაც ოზიერი ლე ტუკეში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში ისვენებდა. იქ ლეკომტი ზაფხულის არდადეგების დროს სერფინგის ინსტრუქტორად მუშაობდა. ოზიერი მისი მომსახურებით სარგებლობდა და სავარაუდოდ, შემდეგ მათ შორის სხვა ურთიერთობა განვითარდა.

original-5-1788446292.webporiginal-4-1788446292.webporiginal-3-1788446292.webp

ოზიერის ახლო მეგობარმა Gala-ს განუცხადა: „მათ შორის ვნებაა - ეს მაშინვე აშკარა იყო. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო: ლე ტუკეს სიყვარული, ასევე მოგზაურობა და მეწარმეობა“.

original-2-1788446292.webp

კიდევ ერთმა ინსაიდერმა ჟურნალს განუცხადა, რომ ოზიერმა თავისი ორი შვილი, 12 წლის ქალიშვილი ელისი და 10 წლის ვაჟი ორელი, შეყვარებულს გააცნო. ოზიერმა დედასაც უამბო რომანის შესახებ: „მისი ერთადერთი საზრუნავი ქალიშვილის ბედნიერებაა, ამიტომ ძალიან ბედნიერია შვილის ბედნიერების ხილვით. ის აღფრთოვანებული იქნება ანტუანის გაცნობით“.

1000x745-0xac120003-3700135341562647808-1788446517.jpg

ოზიერი მაკრონისა და მისი პირველი ქმრის, გარდაცვლილი ანდრე-ლუი ოზიერის უმცროსი ქალიშვილია. ტიფენი ამჟამად პარიზში იურისტად მუშაობს. ოზიერს ადრე ურთიერთობა ჰქონდა გასტროენტეროლოგ ანტუან შოტოსთან, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. შემდეგ რამდენიმე რომანზე საუბრობდნენ. მიმდინარე წლის მაისში, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის უმცროსი ქალიშვილი ტელეწამყვან სირილ ჰანუნას დაშორდა.

original-1-1788446292.webp

უკვე საუბრობენ იმაზე, რომ აზიერი დედის გზას მიჰყვა და ისტორია მეორდება.

  • აზიერის დედამ, ბრიჯიტ მაკრონმა, საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტთან, რომელიც მასზე 24 წლით უმცროსია, 1994 წელს დაიწყო ურთიერთობა, როდესაც ის ჯერ კიდევ იეზუიტთა ლიცეუმ „ლა პროვიდენსის“ სტუდენტი იყო, ხოლო ბრიჯიტი - მისი მასწავლებელი. ურთიერთობის დაწყების შემდეგ, მაკრონის მშობლებმა ის სკოლიდან გაიყვანეს. თუმცა, მაკრონმა მასწავლებელთან ურთიერთობა არა მხოლოდ განაახლა, ცოლადაც მოიყვანა და დღეს ბრიჯიტი საფრანგეთის პირველი ლედია.

images-2-1788446517.jfifimages-1788446517.jfifimages-1-1788446517.jfif

რა თქვა ბრიჯიტ მაკრონის ქალიშვილმა სკანდალურ სასამართლო პროცესზე, სადაც პირველი ლედის სქესს განიხილავენ: დედა ძალიან განიცდის შვილიშვილების მდგომარეობას, რომლებსაც სკოლაში დასცინიან... მის ჯანმრთელობაზეც იმოქმედა...
ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი... - ემანუელ მაკრონი გავრცელებულ ვიდეოზე
როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი მასწავლებელი და რატომ გადადეს ქორწინება 10 წლით
ბრიჯიტ მაკრონი: დილაობით ერთად ვსაუზმობთ, ის თავისი ახალგაზრდობით, მე კი ჩემი ნაოჭებით...