მსახიობი ლელა მებურიშვილი "მადისაღმძვრელი პოდკასტის" სტუმარი იყო. ისაუბრა ლონდონში ცხოვრებაზე, ოჯახზე, შეხედულებებზე, ფასეულობებზე, მეგობრებზე და ა.შ.
- ცხოვრების მადას აღმიძრავენ კარგი ადამიანები, სიცოცხლით სავსე, კეთილი ადამიანები. სიკეთე ზოგადად. და ალბათ მაშინ ხვდები, რომ ამ ცხოვრებას აქვს აზრი, ზუსტად ამ ადამიანების წყალობით... ვფიქრობ, რომ ადამიანები არის მთავარი ცხოვრებაში. წარმოიდგინე შენი თავი: გაქვს ყველაფერი, რაზეც კი გიოცნებია, წარმატებას მიაღწიე იმაზე მეტს, ვიდრე ოცნებობდი, გაქვს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კომფორტული და კარგი ცხოვრებისთვის არის საჭირო, და შენს გვერდზე, შენს გარშემო არ არიან ის ადამიანები, ვინც გიყვარს, ან საერთოდ - ზოგადად ადამიანები. ანუ სრულიად ეკარგება ყველაფერს ფასი.არც წარმატება გინდა, არაფერი. ანუ მარტო ხარ... მგონია, რომ ადამიანებშია ზოგადად ბედნიერება, ურთიერთობებშია ბედნიერება და ამ ურთიერთობებში პოვნა იმ რაღაცა ცხოვრების ხალისის, გემოსი... აი, ამაში უნდა შეძლო.
და იმ ადამიანებისკენ ილტვი, თავისთავად, ვინც ამას უფრო მეტად განიჭებს. ვინც, პირიქით, რაღაცნაირად გაბრკოლებს, უკან გხევს და ცხოვრების ხალისს გაკარგვინებს, ცოტა ერიდები.მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ საწყისშივე ყველა ადამიანი უნდა გიყვარდეს... არ ვიცი, მე ასე გავიზარდე და ასე ვარ, რომ ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში, უცხო ადამიანიც, ყველანაირი შეხედულების ადამიანის... მიყვარს.მაგრამ მერე ნაწილდება, რომ აი, ვიღაცა მეტად მიზიდავს და მჭირდება და მსიამოვნებს და მეც მინდა, რომ გავცე მეტი მისთვის, და პირიქით, ვიღაცას ვერიდები, რომ რაღაცა აგრესია არ გამიჩნდეს ან უსიამოვნო არ იყოს მასთან ურთიერთობა...და მგონია, რომ ეს არის ცხოვრების რაღაცა გემო...
...მე ძალიან კარგი მეგობრები მყავს, აი, მართლა გამორჩეული და განსაკუთრებული. აი, ძალაა ჩემთვის ის ადამიანები.და როცა წავედი საქართველოდან, ლონდონში რომ ჩავედი, ერთ ადამიანსაც არ ვიცნობდი, საერთოდ არავის. და ძალიან დისკომფორტი მქონდა. მივხვდი, რომ, ანუ, ასეთი მარტივი არ არის, რომ აი, რა კარგ ქალაქში ჩამოვედი და რა კარგია... პირველ რიგში, მჭირდებოდა ადამიანები, ჩემი ოჯახის გარდა, რა თქმა უნდა, ვისთანაც ვიგრძნობდი კარგად თავს.და მართლა გამიმართლა, რომ ძალიან მალე ვიპოვე ასეთი უკარგესი ადამიანები, რომლებიც ახლა ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან და მათთან ერთადაც რომ ვარ ხოლმე, სულ ვამბობ, მადლობელი ვარ თქვენი, რომ აი, ამ მეგობრობამ გადამარჩინა და გადამატანინა ეს რაღაცა დიდი ცვლილება ცხოვრებაში.
...კარგია, რომ მნიშვნელოვანი რაღაცები დავაფასოთ. მაგალითად, ვიღაცისთვის ძვირფასი მანქანა ან რაღაც სამკაული, ან თუნდაც ტანსაცმელი ხდება ხოლმე რაღაცა, რომ აი, მაღაზიაში არ გამომრჩეს, აი, ტანსაცმელი არ გამომრჩეს, ან რაღაც სამკაული. იმდენად ნერვებს მიშლის, რომ საერთოდ არსებობს ეს ფენომენი, რომ რაღაც მატერიალურია მნიშვნელოვანი... შეიძლება ძაან მაღალფარდოვნად გამომდის ახლა, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ნერვებს მიშლის, რომ არსებობს რაღაცა, რაზეც მიჯაჭულები ვართ....
მართლა არ ვიცი მანქანების ბრენდები, დამცინიან. ჩემს ძმას მოვყავდი ახლა და მეუბნებოდა, რომ რაღაც ძაან მაგარმა, ბოლო მოდელმა მანქანამ გაიარა და ჩემთვის იმდენად აბსურდია, არ ვიცი. ვერც ბოლო მოდელს ვხვდები და ვერც ახალს და არ ვიცი მანქანების ბრენდები. ასევე ვერ ვერკვევი, ვთქვათ, სამკაულებში — რომელია ძვირფასი, რომელი - ნაკლებად. არ ვარ ასე.მაგრამ ვართ მაინც ამ სამყაროში და, რა თქმა უნდა, როცა ყიდვა დამჭირდება, გამოვიძიებ, რომელია უკეთესი...
ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ უფრო ვკონცენტრირდეთ-თქო, ადამიანებზე და იმ ძვირფასი ადამიანების პოვნაზე, რომელიც ყველაფერზე ძვირფასია ამ სამყაროში.
ხანდახან სოციუმის ნაწილი ვერ იქნები, თუ, ვთქვათ, ის რაღაც ჩანთა ნორმალური არ გაქვს ან კაბა არ გაცვია ისეთი, როგორც მათ უნდათ.და აი, ზოგჯერ აქ, უცხოეთში, კიდევ უფრო კარგად ხვდები მაგას, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ცოტა გადაფასებული აქვთ. ეგ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოში. იმედი მაქვს, რომ წამოვა ჩვენთანაც, იმიტომ რომ ძალიან მომწონს.
რა თქმა უნდა, ყველანი მოწესრიგებულები არიან, ბევრად ლამაზი ხალხია აქ ასე, ქუჩაში. ძალიან მომწონს ქართველი ქალებიც, ბიჭებიც — ყველა შეღებილი ფრჩხილებით, მოწესრიგებული, სუფთად ჩაცმული. აი, ძაან მაგარია.მაგრამ მეორე მხარეს ვიძახდი იმ დღეს, რომ იქნებ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან მომწონს ბუნებრიობა და არ მინდა, თმა შევიღებო, ლაქი მესვას. აი, ჩემი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო და არა სხვის დასანახავად.და აი, მაგ მომენტში საქართველოში მაგას ბოლომდე ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ვიღაცა გეტყვის, ან იფიქრებს, რომ „კაი რა, თმა არ შეუღებია..." რა მოხდა, რომ არ შეიღებოს თმა, თუ სუფთაა და დაბანილი? რა მოხდა, თუ მოსწონს ასე?
და საქართველოში არ არის ეგ. არ ვაკრიტიკებ. ერთის მხრივ, მომწონს, მაგრამ მეორეს მხრივ თავისუფლებასაც გაკარგვინებს ადამიანს.
აი, ძვირადღირებული ნივთი ან სადმე წასვლა მაშინაც მოგინდებოდა, რომ იცოდე, რომ სხვა ამას არ ნახავდა და შენთვის მარტო რომ იყო?აბა, მაგ დროს დავფიქრდეთ — აი, შენთვის რომ იყო და სხვა რომ დავივიწყოთ, მაშინაც მოგინდებოდა ის ოქროსთავიანი, ძვირად ღირებული ჩანთა? შეიძლება არ მოგვინდეს.
ახლა ბევრი იტყვის, რომ „რა თქმა უნდა, მომინდებოდა, იმიტომ რომ ამას ჩემთვის ვაკეთებ“. და, ვთქვათ, მე მომწონს, რომ სახლშიც, როცა ვერავინ ვერ მხედავს, ლამაზად გამოვიყურებოდე.მე მართლა მომწონს. როცა სახლში ვარ, არ მაცვია ხალათი. არ მაქვს საერთოდ ხალათი. და დილითაც რომ ვდგები... აი, მახსოვს, ლონდონში რომ გადავედი, სკოლაში მიმყავდა ბავშვები დილით და მაკიაჟს საერთოდ არ ვხმარობ. მართლა მიყვარს ძაან ბუნებრივად ყოფნა. ლაქიც არ მისვია ხოლმე და ბუნებრივად ასე ვარ.და მოკლე თმა მქონდა, საერთოდ არ ვივარცხნიდი...
მახსოვს, რომ ერთ-ერთი კლასელის მშობელმა რამდენიმე თვეში მითხრა - რაღაც საღამო იყო, ღვინოს სვამდა, დათვრა და მითხრა, რომ „ძაან ნერვებს მიშლიდიო“. და არა მარტო მეო, „ახლა ნელ-ნელა შეგეჩვიეთო“.
და რატომ-მეთქი? და ანუ, „დილით რომ მოვრბივართ სკოლაში, ბავშვები 9:00 საათზე და ყველა გაწეწილები, ჯინსებით, და შენ მოხვალ რაღაცაო ლამაზად ჩაცმული, თმადავარცხნილი და მოწესრიგებულიო“.

და შოკში ჩავვარდი, იმიტომ რომ მეც ზუსტად ასე დილით მოვიცვამდი და გავრბოდი. მაგრამ აი, ეს გამოყოლილი საქართველო და ქართული, რომ აუცილებლად უნდა იყო ფორმაში... კარგია, სახლშიც მოწესრიგებული ვარ, მაგრამ ამას შენთვის უნდა აკეთებდე და არა სხვის დასანახავად.
...ზოგადად არ მიყვარს მზარეულობა. სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია, მშურს იმ ადამიანების, ვისაც გამოსდის და უყვარს. მაგალითად, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს და სამსახურიდან რომ მიდის ხოლმე, ველოდები, რომ რაღაც გემრიელს გაამზადებს.ანუ მეც ვამზადებ, რა თქმა უნდა, საჭიროების გამო, მაგრამ სიამოვნების გამო არა. მინდა, ვცდილობ, სტუმრები რომ მოვლენ, რაღაც გემრიელად გავაკეთო და ვისიამოვნო, მაგრამ არა, არ მსიამოვნებს.

ჩემი მეუღლეძალიან გემრიელ სალათებს აკეთებს, სხვადასხვანაირ. ვთხოვ ხოლმე, რომ აი, მე გაგირეცხავ, დაგიჭრი ყველაფერს, შენ უბრალოდ შეაზავე. იმდენად გემრიელად გამოსდის ყველანაირი სალათი... ტაშს ვუკრავ იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს.
ზოგადად ძალიან მიდგას ყველაფერში გვერდში. შეიძლება ის უფრო მხარდამჭერია, ვიდრე მე. ცდილობს, რომ დამეხმაროს, მაგრამ შენ ხომ იცი, მეტი გინდა ყოველთვის. მინდა, რომ საერთოდ საყვედური არ თქვას არაფერზე.მე წავიდე, ვიმუშაო და მიხედოს ბავშვებს, როცა მე მჭირდება. ასეც არის რეალურად. და თან ვთხოვ, რომ ერთი სიტყვაც არ ამოიღოს, საყვედური არ მითხრას.


მართლა იშვიათია... მაგალითად, ყოფილა, რომ ერთი კვირა წავსულვარ გადაღებაზე და ორი პატარა ბავშვი დაუტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს და დამხმარე არ მყავს.მაგრამ ნახე, ანუ კაცისთვის "ყოჩაღ" არის, რომ ქალს დაეხმაროს. და იგივეს მე როცა ვაკეთებ და, ვთქვათ, ჩემი მეუღლე მიდის და მე უნდა დავიტოვო ბავშვები, მე რატომ არავინ მაქებს?! რატომ არის, რომ ქუჩაში გავისეირნებთ და პარკში დავინახავთ მამას, რომელსაც პატარა ბავშვი უჭირავს, და „ვაიმე, რა კარგი მამაა“, და დედას როცა უჭირავს, არ ვიტყვით, რომ „ვაიმე, რა კარგი დედაა“. ასე არ არის. დედაც მშობელია და მამაც მშობელია. თუმცა მოდი, ვაღიაროთ, რომ დედას მართლა განსხვავებულად რაღაც დიდი ფუნქცია აქვს. რაც არ უნდა გვინდოდეს გენდერული თანასწორობა და „ერთნი ვართ“ და ასე შემდეგ, ვერ ვართ. იმდენად განსხვავებულები ვართ კაცები და ქალები, რომ შეუძლებელია უბრალოდ კაცს მოსთხოვო იგივე, რასაც ქალს მოსთხოვ, და პირიქით, ქალს მოსთხოვო იგივე... ანუ, სხვა არსებები ვართ. სრულიად განსხვავებული სურვილებით, სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებებით და შესაძლებლობებით.სხვანაირი შესაძლებლობა აქვს კაცს, არ აკნინებს ეს არცერთს. და კარგია, რომ ვთქვათ, ყველამ ჩვენ-ჩვენს ადგილას ვიაროთ და რაღაც შეთანხმებით, როგორც ვთქვათ, ვეხმარებით ერთმანეთს და იყოს. არა უშავს, ანუ, ეხმარებოდეს მამა დედას. რადგან ასე დამკვიდრდა, მერქვას მე, რომ დამეხმარა...
ჩვენთან ცუდია, რომ დიდ ასაკამდე, 40 წლის კაცმაც შეიძლება დედას სთხოვოს ისევ, რომ დაუუთოოს, აჭამოს და ა.შ. სადაც ვიყავი, იქ 17 წლიდან მარტო ცხოვრობენ და ბევრად დამოუკიდებლები არიან... არის რაღაცები ქართულ ტრადიციებში, რაც ნელ-ნელა, კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, და ბევრი კარგი გვაქვს და იმ რაღაც კარგს შეიძლება რაღაცნაირად მოვარგოთ კიდევ უკეთესი რაღაცები. ახალ თაობაში ბევრად სხვანაირად ჩანს რაღაცები და ძალიან მომწონს. მგონია, რომ შესაძლებელია კიდევ უფრო რაღაც კარგისკენ განვითარდეს.
სულ მგონია, რომ გვაქვს ბევრი კარგი რამ. ბერვი თვისება ძალიან მომწონს ქართველებში. მგონია, რომ განსხვავებულად სხარტი გონება აქვს ქართველს, აი, ისე, რაღაც ზოგადად რომ ვილაპარაკოთ. მგონია, რომ ისეთი თბილები და მეგობრულები იშვიათად თუ შეგხვდება, როგორც ქართველები არიან — გვერდში მდგომები და რაღაცნაირად, რომ გადაყვება ადამიანი. იშვიათად ხდება... ბევრი რაღაცა გვაქვს კარგიდა სულ გული მწყდება, რომ ამაზე ბევრად წინ უნდა ვიყოთ, ვიდრე ახლა არის ჩვენი ქვეყანა... ნელ-ნელა მივდივართ, მერე რაღაცა უკან გვაბრკოლებს, მივდივართ, მივდივართ და რაღაცნაირად მჯერა, რომ აი, ცუდი თვისებებია, რაც გვაბრკოლებს... მაგრამ პოტენციალი გვაქვს.