მკტივნეული მარცხის შემდეგ, ილია თოფურია ბრუნდება და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც წერილით მიმართავს უფროს შვილს - ჰუგოს.
"ხასიათი არ ყალიბდება მაშინ, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ის მაშინ ვლინდება, როდესაც რაღაც ცუდად ხდება.
ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია.
ჩვენ დავბრუნდით!!!
...ჩემო ჰუგიტო, უკვე რამდენიმე დღეა შენზე ვფიქრობ... იმაზე, თუ რა იგრძენი, როცა მიყურე, როგორ ვეცემი. ვიცი, რომ იტანჯე. და როგორც მამა, ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ ეს მომენტი შენთვის ამეცილებინა. მაგრამ ასევე მიხარია, რომ ეს ერთად გამოვცადეთ, რადგან იმ დღემ ორივე უფრო ძლიერი გაგვხადა. მინდა, მუდამ გახსოვდეს ერთი რამ: ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. და ამაში ცუდი არაფერია. რადგან მთავარი წაგება კი არ არის — მთავარია, როგორ აგებ; რას გადაწყვეტ, თუ ვინ იყო მაშინ, როცა ყველაფერი ბნელდება და არჩევანის გაკეთება გიწევს — მიწაზე დარჩები თუ ისევ წამოდგები. ვფიქრობ, ღმერთმა ინება, რომ ეს მომენტი გამევლო... იმისათვის, რომ მესწავლა გაკვეთილი, რომელსაც ვერც ერთი გამარჯვება ვერ მასწავლიდა. ხასიათი არ ჩანს მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა. ის მაშინ ვლინდება, როცა ცხოვრება ყველაზე რთული დღის წინაშე გაყენებს... და იცი, რა აღმოვაჩინე? ამ ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. რადგან ჩემპიონი ის კი არ არის, ვინც არასდროს ეცემა — ჩემპიონია ის, ვინც ყოველთვის პოულობს წამოდგომის მიზეზს. სწორედ ეს არის ერთადერთი, რაც შენთვის მინდა: არა ის, რომ ყოველთვის იმარჯვებდე, არამედ ის, რომ არასდროს გეშინოდეს წაგების. რომ არც ერთ მარცხს არ ჰქონდეს ძალა, გითხრას, ვინ ხარ შენ. რადგან ამას მხოლოდ შენ წყვეტ. და, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეს ეს: ხასიათი არის ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს“.