ქალმა, რომელიც დაბერების პროცესს მეცნიერულად იკვლევდა, 61 წლის ასაკში შვილი გააჩინა - მშობლები

ქალმა, რომელიც დაბერების პროცესს მეცნიერულად იკვლევდა, 61 წლის ასაკში შვილი გააჩინა

2026-09-05 10:13:37+04:00

დედობისთვის ასაკობრივი ზღვარი თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მაღლა იწევს. ამის კიდევ ერთი მაგალითი 61 წლის მარინას ისტორიაა — ქალმა საკუთარი კვერცხუჯრედები ჯერ კიდევ 2010 წელს გაყინა, 15 წლის შემდეგ კი რეპროდუქციული ტექნოლოგიების დახმარებით დაორსულდა. ორსულობა განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვდა, მშობიარობისას კი ექიმების წინაშე კიდევ ერთი რთული ამოცანა დადგა: დედის საშვილოსნოში დიდი ზომის წარმონაქმნის გამო მშბიარობისას ქალისთვის საშვილოსნოს შენარჩუნება აუცილებელი იყო.

რატომ იყო ოპერაცია განსაკუთრებით რთული

მარინას საშვილოსნოში სიმსივნე სხეულის გარდამავალ, ისთმურ ზონაში მდებარეობდა. ასეთი მდებარეობის გამო მისი მოცილებისას ძლიერი სისხლდენის რისკი არსებობდა. ექიმებს მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ ქალისთვის საშვილოსნო აუცილებლად შეენარჩუნებინათ.

ოპერაციაში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ერთობლივი მონაწილეობა გახდა საჭირო, რათა ერთდროულად შეემცირებინათ სისხლდენისა და შარდსაწვეთის დაზიანების საფრთხე.

728x486-1-ffcc679252fd24a8c193223b8fb024ca1413x943-0xjiff66x6-8860503052031576793-1788589291.png.webp

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მარინას ჯანმრთელი ვაჟი შეეძინა. ეს ქალისთვის მესამე შვილია.ამბავს კიდევ ერთი სიმბოლური დეტალიც ახლავს: მშობიარობიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ მარინამ 61-ე დაბადების დღე უკვე ახალშობილ შვილთან ერთად აღნიშნა.

კვერცხუჯრედები 15 წლით ადრე ჰქონდა გაყინული

მარინა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატია და პროფესიულად დაბერების პროცესებს იკვლევს. სწორედ ამ სფეროში მუშაობის ფონზე მან ჯერ კიდევ 2010 წელს გადაწყვიტა საკუთარი კვერცხუჯრედების გაყინვა.

15 წლის შემდეგ ქალმა მოსკოვში ქალთა ჯანმრთელობის ცენტრს მიმართა. მან საჭირო გამოკვლევების სრული კომპლექსი ჩაიტარა, რის შემდეგაც ექიმები ემბრიონის გადატანის პროცედურის ჩატარებაზე დათანხმდნენ. ამგვარად, წლების წინ გაყინული საკუთარი კვერცხუჯრედების გამოყენებით მარინამ 60 წლის ასაკში მესამე შვილის დედა გახდა.

38 წლის ასაკში 11 შვილის დედა - ყველა ადვილი გასაზრდელი იყო. მეუღლეც მეხმარება და სტიმულს მაძლევს...
მან 66 წლის ასაკში გააჩინა შვილი, ახლა 86 წლისაა, მისი ქალიშვილი - 20 წლის - ცნობილი დედა-შვილის ახლანდელი ამბები
22 წელი ველოდებოდი შვილს, არავის სჯეროდა, რომ დედა გავხდებოდი... მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ქალი, რომელიც 53 წლის ასაკში დედა გახდა