კატლეტი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ნაცნობი კერძია, თუმცა ზოგჯერ შეწვის შემდეგ მშრალი და მაგარი გამოდის. ამის თავიდან ასაცილებლად ფარშს შეიძლება ბოსტნეული დავუმატოთ. ის კატლეტს არა მხოლოდ უფრო წვნიანსა და ნაზს გახდის, არამედ კარგი საშუალებაა მათთვისაც, ვისაც სურს კერძში ბოსტნეული შეუმჩნევლად „დამალოს“.
ფარშს სხვადასხვა ახალი თუ მოხარშული ბოსტნეული შეიძლება შეერიოს. ამ რეცეპტში გამოყენებულია კომბოსტო და სტაფილო.
ინგრედიენტები
კომბოსტო და სტაფილო უმად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან ბლენდერით წვრილად დააქუცმაცეთ. უმი, ძალიან წვრილად დაქუცმაცებული ბოსტნეული მომზადების პროცესში გამოყოფს ტენს და სწორედ ამით ეხმარება ფარშს წვნიანობის შენარჩუნებაში. თუ ბოსტნეულმა ბევრი წვენი გამოუშვა, ზედმეტი სითხე გადაწურეთ.
თეთრ პურს ქერქი მოაცილეთ და რძეში დაალბეთ. შემდეგ ფარშს დაუმატეთ დაქუცმაცებული ბოსტნეული და რძეში დამბალი პური.
ხახვი წვრილად დაჭერით და მცირე რაოდენობის კარაქში ოდნავ მოშუშეთ. ეს ხახვიც ფარშს შეურიეთ, დაამატეთ მარილი და სასურველი სანელებლები და მასა კარგად აურიეთ.
ფარშისგან კატლეტები გააკეთეთ და მცენარეულ ზეთში მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით, ვიდრე ლამაზად არ დაიბრაწება.
შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, ტაფაში 1–2 სუფრის კოვზი წყალი ჩაასხით და კატლეტები დაბალ ცეცხლზე ბოლომდე მომზადებამდე ჩაშუშეთ. სწორედ ეს მეთოდი ეხმარება კატლეტს, შიგნით რბილი და წვნიანი დარჩეს.
ხახვი შეგიძლიათ ფარშს უმიც დაუმატოთ, თუმცა წინასწარ კარაქში მოშუშულ ხახვს რამდენიმე უპირატესობა აქვს: მზა კატლეტში მისი ნაჭრები ნაკლებად იგრძნობა და კერძიც უფრო ნაზი გამოდის. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია, თუ ბავშვს კატლეტში ხახვის ნაჭრები არ მოსწონს.
ამავე პრინციპით ფარშში მცირე რაოდენობით სხვა ბოსტნეულის დამატებაც შეიძლება. მთავარი ისაა, რომ ძალიან წყლიანი ბოსტნეულის შემთხვევაში ზედმეტი სითხე წინასწარ მოვაშოროთ, რათა კატლეტმა ფორმა შეინარჩუნოს.