გუშინ საღამო ხანს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მომხდარი ავარიის შედეგი უმძიმესია. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან ნასვამი მძღოლი იჯდა და ის ქუჩაში ფეხით მიმავალ არასრულწლოვნებს დაეჯახა. სამი არასრულწლოვანი ავარიის შედეგად დაშავდა. ყველაზე მძიმე იყო 14 წლის გოგონას, მარიამ წიკლაურის მდგომარეობა. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მას სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ბავშვი კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში ამბობენ, საჭეს ნასვამი მძღოლი მართავდა და ის უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული მძღოლი სოფელ ახალდაბის მაცხოვრებელია. გარდაცვლილი გოგონა კი სოფელში სტუმრად იყო გორიდან ჩასული.
“მარიამ წიკლაურია გარდაცვლილი გოგონა, მე-10 კლასის მოსწავლე. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, სექტემბერში მე-10 კლასში უნდა მოსულიყო. ახლახან გავიგე ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცდი. საუკეთესო ბავშვი იყო მარიამი. როგორც გავიგე, სტუმრად ყოფილა ახალდაბაში და იქიდან ბავშვები ფეხით მოდიოდნენ გორში, საღამო ხანი ყოფილა, ფეხით მიმავალ ბავშვებს დასჯახებია მანქანა. განაგრძეთ კითხვა