წელს ქორწილებით მდიდარი ზაფხული იყო და შემოდგომაც ამ რეჟიმში დაიწყო. კიდევ ერთი შოუბიზნესური წყვილი შედგა - მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე, რომელსაც მაყურებელი სერიალებიდან "ჩცდ", "სიყვარულს მიღმა" და "უხილავი თამაშიდან" იცნობს, დაქორწინდა.

მისი რჩეული ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი გიორგი ქადაგიძეა, რომლის ერთ-ერთი ცნობილი პროექტი სწორედ სერიალი "უხილავი თამაშია", რომელშიც ნინა მთავარ როლს ასრულებდა.


წყვილმა მეგობრებისა და ახლობლების წრეში იქორწინა და საკმაოდ მხიარულად გაატარა ეს დღე.


