რჩევები დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებს - როგორ შევარჩიოთ ჩანთა სწორად? - მშობლები

რჩევები დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებს - როგორ შევარჩიოთ ჩანთა სწორად?

2026-09-08 11:27:49+04:00

ყოველი წლის სასკოლო სამზადისი განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებისთვის, რომლებიც ამ პროცესს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.

პატარებისთვის სასკოლო ნივთების შერჩევისას მხოლოდ ვიზუალური მხარე არ კმარა, რადგან აუცილებელია გავითვალისწინოთ კომფორტის, უსაფრთხოებისა და პრაქტიკულობის კომპონენტებიც.

როგორ შევარჩიოთ სასკოლო ზურგჩანთა დაწყებითი კლასებისა და პრესქულის მოსწავლეებისთვის?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი ჩანთაა, რომელიც იდეალურად უნდა ერგებოდეს ზურგს, სწორად ანაწილებდეს წონას და ბავშვს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდეს. ასეთი ჩანთის შესარჩევად კი სულაც არ არის საჭირო დიდი თანხის გადახდა. შეგიძლიათ არჩევანი შედარებით ხელმისაწვდომ, მაგრამ ხარისხიან ვარიანტებზეც გააკეთოთ.

794724788-1417729660286175-1072956068153843273-n-1788852540.png

ჩანთის შერჩევისას რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი:

  • ყურადღება მიაქციეთ კონსტრუქციას და არა ბრენდის სახელს

ზურჩანთას უნდა ჰქონდეს მყარი, ფორმირებული ზურგი და რბილი, ჰაერგამტარი (ბადისებრი) ბალიშები. ასევე, განიერი და რეგულირებადი მხრები, რათა სიმძიმე თანაბრად გადანაწილდეს ბავშვის ხერხემალი ზედმეტად არ დაიტვირთოს.

ზურგჩანთა პრესქულის და დაწყებითი კლასებისთვის

  • შეამოწმეთ ჩანთის წონა

რეკომენდებულია, ჩანთა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და არ აღემატებოდეს 700-800 გრამს (მაქსიმუმ 1 კილოგრამს). ბიუჯეტურ ბრენდებშიც კი შეგვიძლია შევარჩიოთ ჩანთები, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ზურგჩანთა ბაღისთვის

  • ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის ხარისხსა და გამძლეობას

ისეთი მასალები, როგორიცაა მაგალითად, ნეილონი და პოლიესტერი, ადვილად იწმინდება, არ ატარებს წვიმას და იცავს სასკოლო ნივთებს დასველებისგან; სხვა მასალებთან შედარებით გამძლეა.

ზურგჩანთა დაწყებითი კლასისთვის ან პრესქულისთვის

  • უსაფრთხოება

ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა რეკომენდებულია, ჩანთას ჰქონდეს ამრეკლი ელემენტები, რათა მაგალითად, საღამოს საათებში ქუჩაზე გადასვლისას ბავშვი ადვილად შესამჩნევი იყოს სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

  • ჩანთას უნდა ჰქონდეს ფუნქციური განყოფილებები

განსაკუთრებით პრესქულისა და დაწყებითი კლასების პერიოდში მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს ორგანიზების განცდა, რათა დისციპლინას მიეჩვიოს. ჩანთის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ფუნქციურია მისი განყოფილებები, აქვს თუ არა გვერდითი ჯიბე წყლის ბოთლისთვის, ცალკე განყოფილება პატარა ნივთებისთვის და სხვა.

ორგანიზებისთვის ასევე მნიშვნელოვანია პენალიც, რომელიც განსაკუთრებით დაწყებით კლასებში რეკომენდებულია, ბავშვს მუდმივად თან ჰქონდეს.

ორგანყოფილებიანი პენალი

დაბოლოს, გირჩევთ, ჩანთის შერჩევის პროცესში ბავშვიც ჩართოთ და მისთვის სასურველი ვიზუალის სასკოლო ნივთები შეიძინოთ. ასე სასკოლო სამზადისი მისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.

R