2 წლის ბავშვს გარდაცვლილი ბიძის თირკმელი გადაუნერგეს - უბედური შემთხვევა, რომელმაც პატარა ბიჭს სიცოცხლის ახალი შანსი მისცა - მშობლები

2 წლის ბავშვს გარდაცვლილი ბიძის თირკმელი გადაუნერგეს - უბედური შემთხვევა, რომელმაც პატარა ბიჭს სიცოცხლის ახალი შანსი მისცა

2026-09-09 11:56:07+04:00

ეს უჩვეულო შემთხვევა ამერიკაში მოხდა. 2 წლის ჯონ მილერს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლა უწევდა. ბავშვს ვეზიკოურეთრალური რეფლუქსი და მეხუთე სტადიის თირკმლის დაავადება ჰქონდა და ტრანსპლანტაციის გარეშე, ექიმები გამოსავალს ვერ ხედავდნენ.

სრულიად მოულოდნელად, დონორი გამოჩნდა - 37 წლის მამაკაცი მოტოციკლით ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. დონორის ვინაობა კონფიდენციალური იყო.

სინამდვილეში კი დონორი კენს კიტ მილერი აღმოჩნდა, ჯონის მამის ბიძაშვილი. ის რეგისტრირებული ორგანოების დონორი გახლდათ და სიცოცხლეში ჰქონდა თანხმობა მიცემული, რომ მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისთვის გამოეყენებინათ.

social-1788939583.jpg
ლენს მილერი

მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, საავადმყოფომ ოჯახს ჰკითხა, თანახმა იყვნენ თუ არა ორგანოების დონაციაზე, და ოჯახი დათანხმდა. თუმცა წყაროების ცნობით, ამ საუბრისას მედიკოსებს პატარა ჯონის შესახებ შეახსენა ლენსის დედამ (ჯონის მამის, კრის მილერის და ლენსის მამები ტყუპი ძმები იყვნენ და ოჯახებს ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდა). თუმცა ლენსის გადრაცვალების მომენტში, პატარა ჯონი ოჯახთან ერთად ატლანტაში იმყოფებოდა, ბავშვთა კლინიკაში, ხოლო ლენსის ოჯახი, ჯორჯიის შტატში და რას გადაწყვეტდნენ ექიმები ან გამოადგებოდა თუ არა ლენსის თირკმელი ჯონს, ეს წინასწარ არავინ იცოდა...

საბოლოოდ, ლენსის ორგანოების დონაციით 5 ადამიანს მიეცა სიცოცხლის ახალი შანსი. მათ შორის აღმოჩნდა პატარა ჯონი, რომლისთვისაც ლენსის თირკმელი თითქმის იდეალური გენეტიკური შესატყვისი აღმოჩნდა.

ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა დამისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

d2cc7fce-3f4d-4efb-bdd7-8285d6d6a563-1920x1080-1788939733.jpg

რადგან დონორისა და მიმღების ინფორმაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონფიდენციალურია ხოლმე, მხოლოდ ოპერაციის მერე გაარკვია ჯონის ოჯახმა, რომ მას თურმე მამამისის, კრის მილერის ალალი ბიძაშვილის თირკმელი გადაუნერგეს.

9d0e1cb581837a86172b403ae1724ac0-1788939733.webp

ასე აღმოჩნდა, რომ მოულოდნელად გარდაცვლილმა კაცმა პატარა ნათესავის სიცოცხლე იხსნა.

სელენა გომესმა ქორწილში არ დაპატიჟა მეგობარი, რომელმაც მას საკუთარი თირკმელი დაუთმო... სამაგიეროდ, დაპატიჟა ტეილორ სვიფტი და პერის ჰილტონი - რას ამბობს უარყოფილი გოგონა?
მას სხვისი სახე გადაუნერგეს და დაკარგული ცხოვრება დაიბრუნა - კამერონ ანდერვუდის საოცარი ამბავი
მამაკაცს გული გადაუნერგეს, მან კი ცხოვრება ზუსტად ისე დაასრულა, როგორც მისმა დონორმა - ამბავი, რომელიც დღესაც ბევრს აკვირვებს