როდის გამოქვეყნდება ახალი ცნობარი მეორადი ჩარიცხვებისთვის და როდემდე ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა - დეტალები - მშობლები

როდის გამოქვეყნდება ახალი ცნობარი მეორადი ჩარიცხვებისთვის და როდემდე ექნებათ აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობა - დეტალები

2026-09-09 10:48:33+04:00
2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.
მეორადი ჩარიცხვა უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ წელს, აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის სიახლის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, მხოლოდ ერთხელ განხორციელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას აქვეყნებს - ხშირია შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი მხოლოდ ერთს, ან რამდენიმე პროგრამას ირჩევს, რაც ავტომატურად ამცირებს ჩარიცხვის შანსებს...