10 სექტემბერს გადაიხადე „ბიბლუსში“ ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის ბარათით და დაიბრუნე 30% - მშობლები

10 სექტემბერს გადაიხადე „ბიბლუსში“ ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის ბარათით და დაიბრუნე 30%

2026-09-09 11:29:07+04:00

თუ სასკოლო ნივთების საყიდლების სია უკვე მზად გაქვთ, მაშინ 10 სექტემბერი მათ შესძენად საუკეთესო დროა. მხოლოდ 10 სექტემბერს „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში ნაწილ-ნაწილით გადახდისას დახარჯული თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი ქეშბექის სახით უკან დაგიბრუნდებათ.

აღსანიშნავია, რომ ქეშბექი ერთჯერადია და თანხა 3 სამუშაო დღის ვადაში ბრუნდება.

ნაწილ-ნაწილ გადახდა უკვე კარგად დამკვიდრებული და ბევრისთვის საყვარელი გადახდის მეთოდია. ნაწილ-ნაწილის წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი პროდუქტი, თანხის გადახდა კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილოთ. სტანდარტულად, შენაძენის ღირებულება ოთხ თანაბარ ნაწილად, 4 თვეზე იყოფა.

მაგალითად, თუ ბიბლუსში 200 ლარის ღირებულების ნივთებს შეიძენთ ნაწილ-ნაწილით, თანხა ოთხ თანაბარ გადახდად გადანაწილდება და თვეში 50 ლარის გადახდა მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა ახალი სეზონისთვის ერთდროულად უამრავი ახალი ნივთის შეძენაა საჭირო.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, აუცილებელია, რომ გქონდეთ წინასწარ დამტკიცებულ ნაწილ-ნაწილის ლიმიტი. გადახდა კი სტანდარტულად საქართველოს ბანკის ტერმინალზე.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თანხის გადანაწილება დამატებითი გადასახადებისა და საკომისიოს გარეშე ხდება. პირობების დაცვისა და დროული გადახდის შემთხვევაში დამატებითი თანხის გადახდა არ გიწევთ.

მოინიშნეთ კალენდარზე 10 სექტემბერი და ეწვიეთ „ბიბლუსს“ მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მანამდე კი შეგიძლიათ სასურველი პროდუქტები ონლაინ შეარჩიოთ და მაღაზიას წინასწარ გამზადებული ჩამონათვალით ესტუმროთ.

R