ინსტრუმენტზე შეყვარებული პატარა ანდრია - ლელა კილაძე მამა-შვილი ცაგარელების ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

ინსტრუმენტზე შეყვარებული პატარა ანდრია - ლელა კილაძე მამა-შვილი ცაგარელების ვიდეოს აქვეყნებს

2026-09-09 19:37:49+04:00

ლელა კილაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარა ანდრიას ვიდეოებს თუ ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, რომ მას სულ პატარაობიდან უყვარს ინსტრუმენტი და მიდრეკილება აქვს მუსიკის მიმართ. ანდრია მუსიკოსი მამის სამყაროში იზრდება და მუსიკას მის ცხოვრებაში უკვე დიდი ადგილი უჭირავს.

giorgi-581858-1788969124.jpg

სანამ სიარულსა და ლაპარაკს ისწავლიდა, მამას უსმენდა მონდომებით, ბოლო პერიოდში კი ხემიანი პატარა ინსტრუმენტი მასაც უყიდეს და როგორც სოციალური ქსელებიდან ჩანს, ანდრიას ის ყველაზე მეტად უყვარს. ხშირად მამასთან ერთადაც დგება მეცადინეობა-რეპეტიციის დროს და თავადაც "ვარჯიშობს".

zagareliandstrings-1-1788972187.jpg

zagareliandstrings-1788972188.jpg

ანდრია გიორგი ცაგარელის პირველი შვილია, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დაიბადა. ლელა კილაძისთვის ის მეხუთე შვილია.

ცოტა ხნის წინ გადაცემა "გამოსავალში" წყვილმა ისაუბრა, თუ როგორ დაუახლოვდა ერთმანეთს და როგორ გაჩნდა გრძნობები მათ შორის.

ლელას თქმით, მის შვილს ჰქონდა დამოკიდებულების პრობლემა და სწორედ ასე აღმოაჩინა ეს დაწესებულება. იქ კი აუხსნეს, რომ მხოლოდ შვილი არ იყო დამოკიდებული და მასაც უნდა გაევლო გამოჯანმრთელების ეს გზა. ლელა ყვება, რომ უკვე ხუთი წელია "ფხიზლად" ცხოვრობს, კლუბების, გართობის, ღამის თენების და ფსიქოდელიკების გარეშე და ძალიან ბედნიერია.

6dbb6968-e48b-4c61-9eb4-856c67b3fa3e-42356-1788969123.webp

- ეს რომ არა, ვერ ვიქნებოდი ასეთი კარგი დედა, კარგი ცოლი...

გამოჯანმრთელების გზაზე, სადაც იყო ასევე დეპრესიები, ფსიქიატრიული კლინიკა და ა.შ., მან იპოვა ახალი ჰობიც - ხატვა, რომელიც ასევე საოცარ თერაპიად იქცა.

რაც შეეხება გიორგის, ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სწორედ ამის გამო აღმოჩნდა "გამოსავალში".

- გაცნობა მართლა ასე მოხდა, შორიდან მხოლოდ მისალმებით ვიცნობდი, მაგრამ მახსოვს ის დღე, როდესაც პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი, ძალიან მთვრალი ვეუბნები ლელას - "გამოსავალში" უნდა დავიწყო სიარული-მეთქი...მანამდე ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო... 50 პროცენტი ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა, რომ არ ვსვამ, რადგან ლელას უკვე ჰქონდა ეს გამოცდილება და არ ჰქონია ულტიმატუმები, აგრესია... ლელა, გამოსავალი - მიქსი მოხდა ამ ყველაფრის და ამან იმუშავა...

გიორგის თქმით, თერაპიებთან ერთად, ლელასთან ურთიერთობამ და ლელას მიდგომამ მისადმი, იმუშავა ყველაზე უკეთ და უკვე ორი წელია, ის ამ გზაზე ფხიზლად არის.

andrea-1750764256-1788969124.jpg658821871-18576543322005494-4175645809442401614-n-1788969123.jpgcagareli-59756-1788969124.jpg

როგორ მიულოცა ლელა კილაძემ მეუღლეს დაბადების დღე - გიორგი ცაგარელის ორიგინალური იუბილე დარბაზისგან მილოცვით და ცოლის სიურპრიზით (ვიდეო)
მახსოვს ის დღე, როდესაც პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი... მანამდე ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო... 50 პროცენტი ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა, რომ არ ვსვამ - ლელა კილაძის და გიორგი ცაგარელის გულახდილი ინტერვიუ
ჩემი №1 მსმენელი... - გიორგი ცაგარელი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს