"გამთენიისას იპოვეს გარდაცვლილი... მთელს უბანს ესმოდა, არავინ გამოიძახა პოლიცია" - თბილისში მოკლული არასრულწლოვნის ვინაობა ცნობილია - მშობლები

"გამთენიისას იპოვეს გარდაცვლილი... მთელს უბანს ესმოდა, არავინ გამოიძახა პოლიცია" - თბილისში მოკლული არასრულწლოვნის ვინაობა ცნობილია

2026-09-10 17:00:47+04:00

თბილისში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.მ იყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული დათო ნარიმანიძეა: ირკვევა, რომ მოკლულიც და დაკავებულებიც 17 წლისები არიან. მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირებაში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა.

"პატარა ბიჭები ყოფილან, უჩხუბიათ. პატრულმა გაიარა, დაუსიგნალა, უთხრეს ბავშვებმა, მშვიდობააო და მათაც გაიარეს.

განაგრძეთ კითხვა