"ჩვენ არავის გავუტაცებივართ... ზოგიერთი საქართველოშიც ჩადის მშობლებთან" - რას ამბობენ თეოფილე მალაქიას მიერ წლების წინ საქართველოდან გაყვანილი სტუდენტები - მშობლები

"ჩვენ არავის გავუტაცებივართ... ზოგიერთი საქართველოშიც ჩადის მშობლებთან" - რას ამბობენ თეოფილე მალაქიას მიერ წლების წინ საქართველოდან გაყვანილი სტუდენტები

2026-09-11 09:34:10+04:00

საქართველოში თითქმის ყველასთვის ცნობილია ისტორია, თუ როგორ წაიყვანა 1994 წელს ლექტორმა რეზო ბაქრაძემ 23 სტუდენტი საქართველოდან. წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან ახალგაზრდები გაიტაცა, მონობაში ამყოფებდა და მათ თავისუფლებას უზღუდავდა.

ახლა კი საკუთარ ვერსიას თავად ის ადამიანები ჰყვებიან, რომლებიც ამ ამბის უშუალო მონაწილეები იყვნენ.

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ორი ქალბატონის ინტერვიუს აქვეყნებს, რომლებმაც მაშინ სწორედ რეზო ბაქრაძესთან ერთად დატოვეს ქვეყანა. ისინი საჯაროდ საუბრობენ იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ ცხოვრობდნენ საქართველოდან წასვლის შემდეგ.

"დღეს თქვენ მოისმენთ ისტორიას, რომელზეც უკვე ათეულობით წლებია საუბრობენ.დღეს თქვენ მოისმენთ იმ ადამიანების პოზიციას და ინტერვიუს, რომლის მოსმენაც წლების განმავლობაში ძალიან გინდოდათ.

საუბარი მაქვს იმ სტუდენტებზე, რომლებიც თითქოსდა 1994 წელს ლექტორმა გაიტაცა, წლების განმავლობაში ჰყავდა მონობაში და რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი გაგვიგია.

მოისმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია თავის მართლას საუბრობენ, მაგრამ რატომღაც მათ არ ვინ უსმენს და რატომღაც მაინც ყველა მხოლოდ ერთი მხრიდან საუბრობს.

თუმცა მედალს აქვს მეორე მხარე და ეს მეორე მხარე დღეს ჩემი ვიდეოდან გაჟღერდება. 1994 წელს რეზო ბაქრაძემ 23 სტუდენტთან ერთად საქართველო დატოვვა.სწორედ ამ ადამიანების ინტერვიუს მოისმენთ დღეს." - ამბობს თამუნა მუსერიძე.

იხილეთ ვიდეო

თავიანთ გვერდზე ისინი პოსტებსაც აქვეყნებენ:

"ჩვენ აქ ვართ.
ჩვენი ისტორია მითებისა და ლეგენდების სახით ტრიალებს ქართულენოვან სივრცეში. ზოგჯერ კი ჩვენს ისტორიას ისე ჰყვებიან, თითქოს ჩვენ აღარ ვარსებობთ.
ჩვენ არ ვართ „დაკარგულები“.
ჩვენ აქ ვართ.
ჩვენ — ადამიანები, რომელთა ნაწილის ცხოვრება ერთ დროს ერთ აუდიტორიაში, ხოლო ზოგისთვის — მეგობრობის გზით, მაგრამ ერთ საერთო საგანმანათლებლო სივრცეში გადაიკვეთა.
ეს არის ლექტორ რეზო ბაქრაძის და მისი ყოფილი სტუდენტებისა და მეგობრების ისტორია.
მაგრამ ეს მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის.
ეს არის იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც მიიღეს ცოდნა, განაგრძეს საკუთარი გზა და სხვადასხვა ფორმით კვლავ დარჩნენ განათლების, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მონაწილეებად.
ამ გვერდზე გაგიზიარებთ იმას, რაც დრომ ვერ წაშალა — ადამიანების მოგონებებს, ფოტოებს, დოკუმენტებს, ისტორიებსა და მოწმობებს.
ასევე გაგიზიარებთ ჩვენს უახლეს საქმიანობასა და განათლების დონის ამაღლებაზე მუშაობის პრაქტიკას.
ჩვენ არ ვქმნით მითს.
ჩვენ არ ვართ „დაკარგულები“.
ჩვენ გიზიარებთ ნამდვილ ფაქტებს.
ჩვენ ვტოვებთ კვალს მომავალი თაობებისთვის.
წლები გავიდა.
მაგრამ ჩვენ აქ ვართ.
და ეს ისტორია გრძელდება."
789033919-122094655839467985-1249759778725119517-n-1789106396.jpg
იოგის წრე სექტად აქცია და არასრულწლოვნებს აუპატიურებდა - იოგის ცნობილი ოსტატი დიდ სკანდალში გაეხვა. გოგონები ალაპარაკდნენ