“ბიბლუსი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ - მშობლები

“ბიბლუსი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ

2026-09-11 15:00:16+04:00

13 და 14 სექტემბერს „ბიბლუსში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილ სასკოლო პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ. ზურგჩანთის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად გადმოგეცემათ რვეულების შეკვრა, რომელიც 20 ცალ 48 ფურცლიან რვეულის მოიცავს.

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „ბიბლუსმა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით სპეციალური კოლექცია 2 წლის წინ შექმნა. ასორტიმენტი ყოველწლიურად ახლდება და სკოლის მოსწავლეებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, საფეხბურთო კოლექციაზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა სწავლის დაწყებამდე ის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა.

ჩანთები ხელმისაწვდომია რამდენიმე განსხვავებულ ფერში, რომელთა შორის სასურველ არჩევანს მარტივად აკეთებენ როგორც ბიჭები, ისე - გოგონები. პროდუქცია გამორჩეულ დიზაინთან ერთად მაღალი ხარისხითაც იქცევს ყურადღებას. მათი ფასი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია აერთიანებს:

  • ჩანთას
  • პენალს
  • რვეულს
  • ბოთლს
  • გაკვეთილების ცხრილის ფურცელს

მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე ონლაინ ვებგვერდზე www.biblusi.ge.

აღნიშნული საჩუქრების პარალელურად, „ბიბლუსი“ სხვა სიურპრიზებსაც გიმზადებთ. თუ გაინტერესებთ, რა სიახლეები და საჩუქრები გელოდებათ, თვალი ადევნეთ „ბიბლუსის“ სოციალურ ქსელებს.

R