ლეგენდარული გრეის კელის შვილიშვილი თხოვდება - პრინცესა ხელის თხოვნას 10 წელი ელოდებოდა - მშობლები

ლეგენდარული გრეის კელის შვილიშვილი თხოვდება - პრინცესა ხელის თხოვნას 10 წელი ელოდებოდა

2026-09-13 13:03:33+04:00

ლეგენდარული მსახიობისა და მონაკოს პრინცესის, გრეის კელის 27 წლის შვილიშვილი ალექსანდრა ჰანოვერელი ქორწინდება. მისი რჩეული გერმანელი ბიზნესმენი ბენ სილვესტერ შრაუტმანია. გავრცელებული ინფორმაციით, მეწარმის ქონება დაახლოებით 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ნიშნობისას მან ალექსანდრას 4,8-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომელიც მომავალმა პატარძალმა სოციალურ ქსელშიც გამოაჩინა.

printsessa-aleksandra-gannoverskaia-27-obiavila-o-pomolvke-mladshaia-doch-odnoi-iz-sa-2-1789292135.jpg

ნიშნობის ბეჭედი

შრაუტმანმა ნიშნობის ბეჭედი კონსულტანტების დახმარების გარეშე თავად შეარჩია. სამკაული 18-კარატიანი ყვითელი და თეთრი ოქროსგან არის დამზადებული.

printsessa-aleksandra-gannoverskaia-27-obiavila-o-pomolvke-mladshaia-doch-odnoi-iz-sa-1-1789291932.jpg

ბეჭდის ცენტრში მოთავსებულია ყვითელი შეფერილობის ბრილიანტი, გვერდებზე კი სამკუთხა ჭრით დამუშავებული კლასიკური ბრილიანტებია განთავსებული.

ბეჭედს კიდევ ერთი განსაკუთრებული დეტალიც აქვს: მის ქვეშ დამალულია გეომეტრიული ორნამენტი, რომელიც რომში მდებარე პიაცა დელ კამპიდოლიოს მოტივებით არის შთაგონებული. ეს სიმბოლური არჩევანია, რადგან ალექსანდრასა და ბენს რომი განსაკუთრებით უყვართ.

სამკაულის სავარაუდო ღირებულება 132 ათასი დოლარია.

ბენს არჩევანის გასაკეთებლად დრო ნამდვილად ჰქონდა — წყვილი თითქმის 10 წელია ერთადაა. პირველად მათ ურთიერთობის შესახებ საჯაროდ 2017 წელს გახდა ცნობილი. ნიშნობის ფოტოებს ალექსანდრამ მხოლოდ ერთი სიტყვა დაურთო:

„ბედი.“

printsessa-aleksandra-gannoverskaia-27-obiavila-o-pomolvke-mladshaia-doch-odnoi-iz-sa-1789291983.jpg

ალექსანდრა ჰანოვერელი მონაკოს სამეფო ოჯახის წევრია და გრეის კელის ერთ-ერთი შვილიშვილი გახლავთ. მისი ცხოვრების შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტია ცნობილი.

ალექსანდრა არის პრინცესა კაროლინის — გრეის კელისა და პრინც რენიე III-ის უფროსი ქალიშვილის — და ერნსტ ავგუსტის შვილი.

გრეის კელის სამივე შვილის — კაროლინის, ალბერ II-ისა და სტეფანის — ხაზით სულ 11 შვილიშვილი ჰყავს. თავად გრეის კელი მათ დაბადებას ვერ მოესწრო: მონაკოს პრინცესა 1982 წელს ავტოკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.

ბავშვობაში ფიგურულ სრიალს მისდევდა

ალექსანდრას ბავშვობიდან უყვარდა სპორტი. ის ფიგურულ სრიალს მისდევდა და 2011 წელს მონაკოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

საინტერესოა, რომ ყინულზე პირველად მხოლოდ 10 წლის ასაკში დადგა.

436622-original-1789292057.jpg

შემდგომში ალექსანდრა მონაკოს სახელით 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობდა ავსტრიაში, ასევე 2015–2016 წლების სეზონში ISU-ს ფიგურული სრიალის იუნიორთა გრან-პრის ორ შეჯიბრებაში. პრინცესა სპორტით დღემდე ინტერესდება და მონაკოს ოლიმპიურ ნაკრებს აქტიურად უჭერს მხარს.

მოდის ჩვენებების ხშირი სტუმარია

ალექსანდრა ჰანოვერელი ხშირად ხვდება პრესის ყურადღების ცენტრში. ის მოდით განსაკუთრებით არის დაინტერესებული და მოდის ჩვენებებს რეგულარულად სტუმრობს.

images-35-1789292078.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ ბებიას, გრეის კელის, დიდად გარეგნულად ვერ ამსგავსებენ, მის ბუნებრივ სილამაზეს ხშირად უსვამენ ხაზს.

საჯარო ღონისძიებებისთვის ალექსანდრა უმეტესად მოკრძალებულ სტილს ირჩევს. უყვარს ტვიდის კოსტიუმები და შავი ფერი, მინიმალურად იყენებს აქსესუარებს და მაკიაჟსაც თითქმის არ იკეთებს.

93c19ec5-8945-42bf-b950-7a41a45f63c7-1789292116.png

2024 წელს ალექსანდრამ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი — კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა.უნივერსიტეტში ის პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა. სად მუშაობს ალექსანდრა ამჟამად, საჯაროდ ცნობილი არ არის.

ხელის თხოვნა თითქმის 10 წელი ელოდა

ალექსანდრა თავის მომავალ მეუღლეს, გერმანელი მეწარმის შვილსა და ყოფილ პროფესიონალ კალათბურთელ ბენ-სილვესტერ შრაუტმანს, თითქმის ათი წელია ხვდება.

printsessa-aleksandra-gannoverskaia-27-obiavila-o-pomolvke-mladshaia-doch-odnoi-iz-sa-3-1789292154.jpg

წყვილი დიდი ხანია ერთადაა, თუმცა ბენმა ალექსანდრას ხელი მხოლოდ ახლა სთხოვა. ნიშნობის შემდეგ პრინცესის თაყვანისმცემლები უკვე მოუთმენლად ელიან მათი ქორწილის დეტალებს.

771dfe60-a448-4d63-9984-321273bd3ecf-1789292173.png

ასე რომ, გრეის კელის ოჯახში კიდევ ერთი სამეფო ქორწილია მოსალოდნელი — ამჯერად ყურადღების ცენტრში მისი შვილიშვილი, ალექსანდრა ჰანოვერელი და მისი ერთგული პარტნიორი ბენ სილვესტერ შრაუტმანი არიან.

რატომ ამორიცხეს ტახტის მემკვიდრეთა სიიდან 27 წლის პრინცესა კამილა? - ულამაზესი გრეის კელის შვილიშვილი მისი ცნობილი საკულტო იმიჯით
როგორები არიან და რას საქმიანობენ ოდრი ჰეპბერნის, ალენ დელონის, გრეის კელის და სხვა ცნობილი ვარსკვლავების შვილიშვილები
ძლიერი გენები - როგორ გამოიყურებიან მონაკოს ულამაზესი პრინცესის, გრეის კელის შთამომავლები