83 წლის რობერტ დე ნირომ 3 წლის ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - "მიყვარს შენი მამობა, ჯია" - მშობლები

83 წლის რობერტ დე ნირომ 3 წლის ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - "მიყვარს შენი მამობა, ჯია"

2026-09-14 14:12:49+04:00

83 წლის მსახიობმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა 3 წლის ქალიშვილთან ერთად, წარწერით:

"ჩემი ქალიშვილი და მე! მიყვარს შენი მამობა, ჯია".

images-1-1789381031.jfif

როგორც ცნობილია, რობერტ დე ნირო 2023 წელს კიდევ ერთხელ გახდა მამა - მას ინსტრუქტორმა ტიფანი ჩენმა გაუჩინა ქალიშვილი, რომელსაც ჯია დაარქვეს.

  • რობერტი და ტიფანი ერთმანეთს 2015 წელს ფილმ "სტაჟიორის" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, როდესაც ქალი ტაი ჩის ინსტრუქტორად მუშაობდა. მათ რომანი 2021 წელს დაადასტურეს და ორი წლის შემდეგჯიაშეეძინათ.

ჯია რობერტის მეშვიდე შვილია. მის დაბადებამდე, მას წინა ურთიერთობებიდან ექვსი შვილი ჰყავდა. პირველ მეუღლესთან, დიანა აბოტთან, 57 წლის დრენა და 48 წლის რაფაელი. შემდეგ ყოფილ შეყვარებულთან, ტუკი სმიტთან, ტყუპი - ჯულიანი დაეირინი (29 წლის). მეორე მეუღლესთან, გრეის ჰაიტაუერთან, მას ასევე ჰყავს 26 წლის ელიოტი და 13 წლის ჰელენ გრეისი.

ტიფანი საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორია. ნამდვილი პროფესიონალია, შთამბეჭდავი რეზიუმეთი, რომელმაც კარიერის განმავლობაში ათობით ოქროს მედალი და მსოფლიო ტიტული მოიპოვა. კუნგ-ფუს ოსტატის ოჯახში დაიბადა, დიდოსტატის - უილიამ ჩ.ჩ. ჩენის ქალიშვილია.

xvicha-1768756641.pngrobert-de-niro-tiffany-chen-cannes-051325-1149b311d34141d6b4ef1e84723977d9-1768756640.jpg
c7f9019b-86b2-4332-a52e-5545ddd95b69-632e67f0-1768758082.webp
სხვათა შორის, მშობიარობის შემდგომ ჩენს საკმაოდ სერიოზული გართულებები ჰქონდა და ე.წ. სბელის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. სახის კუნთები პარალიზებული ჰქონდა და მოგვიანებით ყვებოდა, რომ სახის ნაწილებს ვერ გრძნობდა და ყველაფერი თითქოს დაუბუჟდა. შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი დასჭირდა.
426159306-700364832269133-9175249079687918498-n-1707581912-1710173152.jpg
robert-1789381355.jfif

ტიფანი დღეს უფრო ხშირად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე დე ნიროს გვერდით. ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა უკვე მის მეუღლედ მოიხსენიებს ყველა. მსახიობი კი ხშირად აღნიშნავს, რომ პატარა ქალიშვილის დაბადებამ ხელახლა შთაბერა სული და ძალიან ბედნიერია.

ამ ასაკშიც კი, რობერტ დე ნირო მოთხოვნადია, მუდმივად აქვს ახალი პროექტები და შეთავაზებები, ასევე ძალიან წარმატებულია მისი სამშენებლო და სარესტორნო ბიზნესი. პოლიტიკურადაც აქტიურია. თუმცა მისი ამ დაძაბული გრაფიკით მისი ახალგაზრდა რჩეული ხანხადან უკმაყოფილოა. ტიფანი ამბობს, რომ რობერტი მისთვის საკმარისად ვერ იცლის და ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ.

ვინ არის 82 წლის რობერტ დე ნიროს 35 წლით უმცროსი რჩეული და მისი მე-7 შვილის დედა? - როგორ შეხვდა ვარსკვლავი ნამდვილ ჩემპიონს
მიყვარდა როგორც ვაჟი, ახლა მიყვარს როგორც ქალიშვილი... - რობერტ დე ნირომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრანსგენდერ შვილს
მე ვერ ვნახავ, ის როგორ გაიზრდება... - 80 წლის რობერტ დე ნირო 9 თვის ქალიშვილზე საუბრისას ატირდა