ზაფხულის ბოლო თვე ტრადიციულად აქტიური აღმოჩნდა პატარა მკითხველებისთვის. 2026 წლის აგვისტოში ქართველმა ბავშვებმა არაერთი საინტერესო, სათავგადასავლო თუ შემეცნებითი წიგნი გადაშალეს.
საქართველოს ყველაზე დიდმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა, „ბიბლუსმა“, შეაჯამა 2026 წლის აგვისტოს თვე და ის 10 საბავშვო წიგნი გამოავლინა, რომელსაც ქართველი მკითხველი ყველაზე ხშირად ირჩევდა.
გადავხედოთ აგვისტოს თვის TOP 10 ყველაზე მოთხოვნად საბავშვო წიგნს საქართველოში:

ანტუან დე სანტ-ეგზიუპერის უბერებელი კლასიკა ახალი, შთამბეჭდავიქართული ილუსტრაციებით. ქართველი მხატვრის, ანუკა ბარათაშვილის მიერ გაფორმებულმა გამოცემამ პატარა თუ დიდ მკითხველს საყვარელი პერსონაჟი ხელახლა შეაყვარა.
ქართული საბავშვო ლიტერატურისსაგანძური,რომელიც თაობებს აერთიანებს. ცინცაძის მიერ შესრულებული ულამაზესი ნახატებით გაფორმებული მოთხრობები საუკეთესო არჩევანია სასკოლო მზადებისთვის.

ემპათიითა და სიკეთით სავსე ამბავი, რომელიც ბავშვებს მეგობრობას, განსხვავებული ადამიანების მიღებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას ასწავლის.
ანა გავალდას ცნობილი მოთხრობა ბოხოხა ბიჭუნაზე, რომელსაც სკოლა არ უყვარს, თუმცა დიდოსტატი პაპის მხარდაჭერით საკუთარ ტალანტს აღმოაჩენს. წიგნი იმედითა და სითბოთი ავსებს მკითხველს. ეს არის საკითხავი ყველასთვის - მოზარდებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს ეძებენ, და დიდებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ ავიწყდებათ, რას ნიშნავს იყო ბავშვი.

დევ პილკის მსოფლიო ბესტსელერი კომიქსების სერიიდან, რომელიც ნახევრად ძაღლი და ნახევრად პოლიციელი გმირის მხიარულ თავგადასავლებს მოგვითხრობს. ბავშვებს ის განსაკუთრებით უყვართ იუმორისტული სტილის გამო.
გიორგი კეკელიძისმოთხრობაბათუმელ ცნობილ ძაღლზე, კუპატაზე. ეს თბილი და მხიარული ამბავი აგვისტოში როგორც რბილი, ასევე მყარი ყდით გამოსულ გამოცემებში ერთნაირი პოპულარობით სარგებლობდა.
ყველაზე პატარა მკითხველებისთვის განკუთვნილი ინტერაქციული ხმოვანი წიგნი, სადაც პატარები საყვარელ პერსონაჟ ჟოზესთან ერთად მღერიან და მხიარულობენ.

დეტექტიური და თავგადასავლებით სავსე სიუჟეტი, რომელიც მოზარდებს პირველივე გვერდიდან ითრევს და აიძულებს, სულმოუთქმელად ადევნონ თვალი მთავარი გმირის თავგადასავალს.
მარკ ტვენის„ტომ სოიერის თავგადასავალი“მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის უბერებელი კლასიკაა, რომელიც ცელქი, გონებამახვილი და ცნობისმოყვარე ბიჭუნას თავბრუდამხვევ ამბებს მოგვითხრობს. მდინარე მისისიპის ნაპირას გაშენებულ პატარა ქალაქში ტომი და მისი განუყრელი მეგობარი ჰაკლბერი ფინი მუდმივად სახიფათო თუ მხიარულ სიტუაციებში ეხვევიან - განძის ძიებიდან და საიდუმლოებების ამოხსნიდან დაწყებული, ნამდვილ ბანდიტებთან დაპირისპირებით დამთავრებული. ეს არის წიგნი ბავშვურ თავისუფლებაზე, მეგობრობასა და დაუვიწყარ თავგადასავალზე, რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველს უბრუნებს ბავშვობის უდარდელ განწყობას.
ზურიკო პატრონსა და თბილ საწოლზე მეოცნებე მაწანწალა ძაღლია. ერთ დღეს პატარა ბიჭი, გუგა მას სახელგანთქმული ყასბისგან იხსნის და „ზარბაზანში“, ქალაქის პატარა ცირკში მიიყვანს, სადაც დასი წლის პირველი წარმოდგენისთვის ემზადება. იქ ზურიკო ცირკის ბობოქარ და მყვირალა დირექტორს, იადონ მინადორას, მაიმუნ აპალონს, კატა ოტელოსა და ღამურა სპირიდონას გაიცნობს. გახდება ეს უცნაური და ხმაურიანი ადგილი მაწანწალას ნანატრი სახლი?
გადაშალეთ ახალი თავგადასავალი, ეწვიეთ „ბიბლუსის“ უახლოეს ფილიალს ან შეუკვეთეთ წიგნები ონლაინbiblusi.ge-ზე.
R