შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2027-2028 სასწავლო წლისათვის მიღებას გამოაცხადებენ.
"აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ამ დოკუმენტებში მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაკეთებული პირველადი არჩევანი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს." - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საბოლოო ინფორმაცია განთავსდება 2027 წლის ელექტრონულ ბუკლეტში "ცნობარი აბიტურიენტებისათვის".
ბმულზე კი შეგიძლიათ, ვრცლად იხილოთ, რომელ უნივერსიტეტში, რომელ პროგრამებზე რა საგნები ბარდება.