"გვიან ასაკში გაჩენა იმითაც არის ცუდი, რომ ფიქრობ, რა ასაკამდე მიჰყვები, რა ასაკამდე შეძლებ, შენი შვილის ცხოვრება ნახო, გვერდში დაუდგე... ჩემს შვილს აქვს კონტაქტი მამასთან" - ნინო მუმლაძე გვიან ქორწინებაზე და მარტოხელა დედობაზე - მშობლები

"გვიან ასაკში გაჩენა იმითაც არის ცუდი, რომ ფიქრობ, რა ასაკამდე მიჰყვები, რა ასაკამდე შეძლებ, შენი შვილის ცხოვრება ნახო, გვერდში დაუდგე... ჩემს შვილს აქვს კონტაქტი მამასთან" - ნინო მუმლაძე გვიან ქორწინებაზე და მარტოხელა დედობაზე

2026-09-17 09:32:05+04:00

ანა ტყებუჩავას პოდკასტის "მეხუთე ელემენტის" სტუმარი იყო მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელმაც ისაუბრა გვიან ქორწინებაზე, მარტოხელა დედობაზე, ცელქ რონიზე, რომლის გაზრდაშიც დედა და დეიდა ეხმარებიან, სერიალში მის როლზე და ა.შ.

გვიან დაქორწინება

- 38 წლის გავთხოვდი და — როდის თხოვდები, ჰა, აღარ აპირებ? — უკვე გავლილი მქონდა ეს შეკითხვები. ისეთ ასაკში გავთხოვდი, რომ უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული.

ვფიქრობ, რომ, ერთის მხრივ, კარგია, როცა ცოტა გვიან ასაკში ქმნი ოჯახს და ხდები დედა, უფრო გაცნობიერებული გაქვს...ცუდი იცი, რა მხრივ არის? ორი ფაქტორია, რის გამოც ცოტა გული მწყდება, რომ გვიან ასაკში შემეძინა ბავშვი.

პირველი ის, რომ გინდა, არ გინდა, ენერგია უფრო ნაკლები გაქვს დიდ ასაკში, ვიდრე, ვთქვათ, ათი წლის წინ. გაცილებით მეტი ენერგია მქონდა და ალბათ უფრო მარტივად გავუმკლავდებოდი რაღაცებს ათი წლის წინ, მხოლოდ ენერგიის ხარჯზე.

და მეორე მომენტი არის ის, რომ შენ ფიქრობ, რა ასაკამდე მიჰყვები, რა ასაკამდე შეძლებ, შენი შვილის ცხოვრება ნახო, რა ასაკამდე შეძლებ, რომ გვერდში დაუდგე და დაეხმარო რაღაცებში, ხელი გაუწოდო.

nino-1768930292.png

713087140-10215183715943167-937834430928564418-n-1789626950.jpg

749714117-2120567262136380-7121152173248091533-n-1789626951.jfif753707653-1033581052409012-7913144802913370583-n-1789626951.jfif

ეს ორად ორი ფაქტორია, რის გამოც ცოტა გული მეთანაღრება, რომ, აი, ვთქვათ, ცოტა დიდ ასაკში გავაჩინე.

სხვა მხრივ, იცი, რა არის? სხვა მხრივ, გოგონები, რომლებმაც გააჩინეს ადრეულ ასაკში, იმდენად ბევრ რამეს მოწყდნენ იმ თავის ცხოვრებაში. კი, შეიძლება პარალელურად განათლებაც მიიღო, მაგრამ ეს ხო ორმაგი სტრესია, ორმაგი დაღლა. ერთია, რომ მუშაობ და ბავშვი გვყავს, და განათლების მიღება და ბავშვის გაზრდა... ნუ, ალბათ, რა ვიცი, ძალიან ურთულესია ეგეც.მერე, ახალგაზრდა ხარ, რაღაც ცოტა გართობაც გინდა, თვითდამკვიდრება გინდა, გაპრანჭვა გინდა... და ამ დროს ჩვილი ბავშვი გელოდება სახლში და სულ სახლში გარბიხარ. მყავს მეგობრები, რომლებმაც რომ გაზარდეს შვილები, მერე დაიწყეს სარკეში ჩახედვა და გართობა და საზოგადოებაში დაბრუნება, იმიტომ რომ გამოტოვეს ის წლები.

მაგ მხრივ, პირიქით, პლიუსია, იმიტომ რომ მე, შეძლებისდაგვარად, ასე თუ ისე მოვახერხე ყველაფერი ამ ასაკამდე ცხოვრებაში. რაღაცნაირად გული არ მწყდება. არც გართობა მაკლდა და არც, ვთქვათ, ის წლები, რომელიც გამოვიარე ახალგაზრდობაში.ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი წლები გამოვიარე და კარგი მოგონებებიც დავაგროვე. კარგია, რომ უკვე შეგნებულ ასაკში გადავდგი ეს ნაბიჯი.

მარტოხელა დედობა

რთული იყო ორივე ეტაპი - ქორწინებაც და განქორწინებაც, ახალ მდგომარეობაში გადასვლა...

მამასთან აქვს ჩემს შვილს კონტაქტი, არ არის წასული მისი ცხოვრებიდან. ურთიერთობა აქვს და, ნუ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ როდესაც დაუდგება ის ასაკი, როდესაც ბიჭს რაღაცა კითხვები გაუჩნდება, რომელიც შეიძლება დედას ვერ დაუსვას, ალბათ ექნება მამის იმედი,და იმედი მაქვს, რომ ეს ასაკი უმტკივნეულოდ ჩაივლის მისთვის.

...თორმეტი წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. უკვე გარდამტეხი ასაკი მქონდა, ემოციურად რთულად მომიწია ამ ყველაფრის გადატანა, ალბათ, უფრო, ვიდრე სხვა ასაკში იქნებოდა. ყველაფერი გავაცნობიერე. მქონდა ძლიერი ემოციური ფონი და რაღაც გარდატეხები ალბათ მოხდა ჩემში ამის საფუძველზე.

დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ დაგვკლებოდა არაფერი. განათლებაც მივიღეთ და ყველაფერი. უბრალოდ, რაღაც სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა იმისა, რომ რადგან მე გოგო ვარ და ვხედავდი დედაჩემს, როგორ წვალობდა... თან ეს იყო ოთხმოცდათექვსმეტი წელი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა. ურთულესი პერიოდი იყო ქვეყანაშიც და ქალმა, რომელიც ფორტეპიანოს მასწავლებელია, არ ვიცი, რაღაცნაირად მოახერხა, თავი გაიტანა...და როდესაც ამას ვხედავდი, რაღაც სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა თავში, რომ უნდა იყო ძლიერი, უნდა იყო დამოუკიდებელი, არავის იმედზე არ უნდა იყო, იმიტომ, რომ არავინ არ იცის, ცხოვრება რას გიმზადებს.

შეიძლება არაჩვეულებრივი ადამიანი გყავდეს გვერდით, რომელიც მართლა მზრუნველიც არის და ყველაფრით გვერდში გიდგას, მაგრამ არავინ არ იცის, ხვალ რა გველოდება. ამიტომ ყოველთვის უნდა გეიმედებოდეს შენი თავი.და ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ზეგავლენა ჩემზე, რამაც რეალურად წარმართა ჩემი ცხოვრება ისე, რომ, აი, როგორც შენ აღნიშნე, საზოგადოებაც ასე გიცნობსო. რაღაცნაირად მაინც სულ მედო თავში, რომ მე ჩემი თავის იმედზე უნდა ვიყო მთელი ცხოვრება და მოვდივარ აქამდე.

„მშობიარობის შემდეგ ძალიან მიჭირს წონის დაკლება, გადავწყვიტე, უფრო რადიკალურ გზებს მივმართო...“ - ნინო მუმლაძე გულისტკივილსა და იმედგაცრუებაზე, რომელიც კლინიკასთან ურთიერთობისას განიცადა
ვმუშაობ რამდენიმე თეატრში, ვაქირავებ მანქანას, ვიხდი სესხებს, კომუნალურებს, ვარ მარტოხელა დედა... - ნინო მუმლაძის გულწრფელი მიმართვა გამომწერებს
საჯაროდ არ მილაპარაკია... მაგრამ მარტოხელა დედობა მართლა ორმაგი პასუხისმგებლობაა... რომ არა დედაჩემი, არ ვიცი, რა მეშველებოდა... - ნინო მუმლაძე მარტოხელა დედობაზე