21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ - მშობლები

21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ

2026-09-19 10:12:22+04:00

„ბიბლუსში“ სექტემბრის შეთავაზებები გრძელდება - მხოლოდ 21-23 სექტემბერს „თან საკითხავის“ სრული სერიის წიგნებს ნახევარ ფასად შეიძენთ!

50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება როგორც ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ონლაინ ან ქოლცენტრის შეკვეთებზე.

„თან საკითხავი“ აერთიანებს საინტერესო ისტორიებს ყველა თემაზე ცნობისმოყვარე მკითხველისთვის. სერიის გამოცემებს შორისაა: ოპერა; 100 ამბავი - ქართველი დრამატურგები; რაგბი. 80 ამბავი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; ნობელიანტი ფიზიკოსები - 150 ამბავი და სხვა.

სერია დააინტერესებს ყველა თაობისა და გემოვნების მკითხველს, რადგან აერთიანებს თემებს ისტორიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, სპორტსა და მეცნიერებაზე. გარდა ამისა, „თან საკითხავში“ გაერთიანებულია ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლებისა და ისტორიული ფიგურების შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, უფრო გაიღრმაოს ცოდნა ეროვნულ საკითხებზე.

შეიტყვეთ მეტი სხვადასხვა საინტერესო ადამიანების, ეპოქისა თუ მოვლენების შესახებ სერიით „თან საკითხავი“. აღმოაჩინეთ სერია ბმულზე.

R