"გისამძიმრებთ ყველას, ვინც მას იცნობდა..." - პედაგოგი სოფო თედიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა - მშობლები

"გისამძიმრებთ ყველას, ვინც მას იცნობდა..." - პედაგოგი სოფო თედიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

2026-09-20 10:48:12+04:00

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პედაგოგი, ორი შვილის დედა სოფო თედიაშვილი მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა. სოფო ცნობილი იყო არა მხოლოდ სკოლის, არამედ სკოლის გარეთ საზოგადოებისთვისაც თავისი პროექტებით და წამოწყებებით.

მის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე წერს:

"ბრწყინვალე და სრულიად ახალგაზრდა პედაგოგი სოფო თედიაშვილი გარდაცვლილა მოულოდნელად.სამჯერ ვესტუმრე მის სკოლას და სამივეჯერ დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდი. ბოლოს, სულ ახლახან იყო, ზღაპრები რომ წავუკითხე სოფოს მოსწავლეებს.შეძრული ვარ..."

მას ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში:

"გისამძიმრებთ ყველას, ვინც მას იცნობდა და ვისაც ჩვენი სოფო ძალიან უყვარდა და დააკლდება.... საოცარი გოგო იყო სოფო და ჩვენს მოგონებებში სულ ასეთად დარჩება და იცოცხლებს..."

"სოფო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს შენი ნახვის ნაცვლად შენს ფოტოებს შევხედავდი და მოგონებებით მომიწევდა შენთან საუბარი. რამდენი დაუმთავრებელი სიტყვა დამრჩა… რამდენი „მერე გეტყვი“, რამდენი „ხვალ შევხვდებით“ — და ახლა ეს „ხვალ“ აღარ არსებობს…"

"დაგვამუნჯე, სოფო. გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო… საუკეთესო ადამიანო, ირგვლივ მხოლოდ სიყვარულის და სიკეთის გამცემო, უთბილესო, ყველას გვერდში მდგომო და გამზიარებელო…დაუჯერებელია და დიდი უსამართლობაა შენი არყოფნა".