"სახლში ნინა მზარეულობს, ნიჭი აქვს, მე არ ვასწავლი... კონფლიქტი არ გვქონია არასოდეს" "ძალიან ბედნიერი ვარ ყოველი დღით... ველოდები, ლევანი როდის მოვა საღამოს, ვეკითხები, რა დავახვედრო" - შეფ ლევანი და მისი მეუღლე ოჯახურ ამბებზე საუბრობენ - მშობლები

"სახლში ნინა მზარეულობს, მე არ ვასწავლი... კონფლიქტი არ გვქონია არასოდეს" "ძალიან ბედნიერი ვარ ყოველი დღით... ველოდები, ლევანი როდის მოვა საღამოს, ვეკითხები, რა დავახვედრო" - შეფ ლევანი და მისი მეუღლე ოჯახურ ამბებზე საუბრობენ

2026-09-20 21:56:47+04:00

ცნობილმა შეფმზარეულმა ლევან კობიაშვილმა საყვარელ ქალზე - ნინა ილურიძეზე სექტემბრის დასაწყისში იქორწინა. წყვილმა ჯვარი დაიწერა და საქორწინო წვეულებაც მოაწყო ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში.ლევანი და ნინა რამდენიმე წელია ერთად არიან. 2022 წელს შეეძინათ ქალიშვილი ელენე. ნინასთვის ელენე მეორე შვილია - მას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს. ლევანს კი წინა ქორწინებაში ორი ვაჟი ჰყავს.

წყვილი ტვ-იმედზე გადაცემა "ჩვენს ოჯახს" სტუმრობდა და ისაუბრა პირველი შეხვედრის და ურთიერთობის დეტალებზე.

ნინას თქმით, მათ ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს რესტორან "რესპუბლიკაში", სადაც შეფ ლევანი მოღვაწეობდა და პირველად იქ მიიქცია მამაკაცის ყურადღება. ლევანმა დეიდასთან ერთად მყოფი ნინა დესერტზეც მიიწვია და კრიტიკული შენიშვნაც მიიღო - "დედაჩემი უკეთეს ნამცხვარს აცხობსო", უთქვამს ნინას.

ლევან კობიაშვილი:

- მედოკი იყო გამომშრალი, მაცივარში იდო...

ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვიყავი და აღმოჩნდა, რომ დეიდამისი და ის იცნობდნენ ოჯახებს და აქედან უკვე შედგა ეს დიალოგიც... მერე ერთი წელი თითქმის აღარაფერი იყო, ერთხელ შევხვდით მცირე ხნით მხოლოდ. მე უბრალოდ სოციალურ ქსელში ვახსენებდი თავს, ფოტოს "დაგულებით", ასე ვთქვათ... მერე ზაფხულში, ბათუმში შევხვდით ისევ და დაიწყო უკვე ეს ყველაფერი, რითაც მოვედით აქამდე.
ნინას თქმით, შეფ ლევანი სახლში ნაკლებად მზარეულობს, შინ ნინა აკეთებს კერძებს.
- არაჩვეულებრივად აკეთებს ნინა, ნიჭა აქვს. მეც არ ვასწავლი. ხანდახან ვეუბნები, იუთუბზე უყურე, იქ მაქვს რეცეპტები...
ნინა:
- მეგობრებს ვურეკავ ხოლმე, ხანდახან. ან ინტერნეტში ვნახულობ რეცეპტებს.

კონფლიქტი

ლევანი:
- კონფლიქტი არ გვქონია არასოდეს, არასდროს არ გვიჩხუბია... უბრალოდ რაღაცაზე მეტყვის, რომ აი ეს არ მომწონს და ვსაუბრობთ... არ არის ისეთი, რომ გაგრძელდეს მეორე დღეს ან იმ დღეს მთელი დღე.
ნინა:
- თუ რაღაც არ მომეწონა, აუცილებლად ვეუბნები ხოლმე. საზოგადოებასთან არა, მარტო რომ დავრჩებით საღამოს, ბავშვები რომ დაიძინებენ, მერე გვაქვს ხოლმე საუბარი, ღვინოს მოვწრუპავთ და ვეუბნები რა არ მომეწონა, რომ მე ასე ვფიქრობ, აბა შენ როგორ ფიქრობ... ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეიძლება საუბრით.

შვილები

ნინა:
- ჩვენ ორი გოგონა გვყავს - ბარბარე და ელენიკო. ბარბარე ჩემი პირველი ქორწინებიდან არის, თუმცა ლევანს ეძახის მამიკოს. ძაან პატარა იყო... მაგრამ მამასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ძაან პატივს ვცემთ.
ლევანი:
- ცივილურად ვართ.აბა როგორ შეიძლება სხვანაირად. შვილების დედა იქნება თუ მამა იქნება, მოწყვიტო ან უფლება არ მისცე რაღაცის.
levan55-1789928701.jpglevan394-1789928701.jpglevan44-1789928700.jpglevan5-1789928701.jpg

ეჭვიანობა

ნინა:
- არ ვართ ეჭვიანები... ლევანს უყვარს ხოლმე საღამოობით ხანდახან მიდის კლუბში მეგობრებთან ერთად. ბევრჯერ უთქვამს, რომ წამოდი, მაგრამ მე მირჩევნია ვთქვათ დავისვენო, წიგნი წავიკითხო, ბავშვები რომ დაიძინებენ ასე მირჩევნია. ღამის თენება ჩემი არ არის.
ლევანი:
- მთავარი ერთმანეთის ნდობა და სიყვარულია.
ნინა:
- ჩვენ ხშირად დავდივართ ერთად, სულ დავდივართ. კახეთში დავდივართ ძაან ხშირად. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ერთმანეთისთვის ყოველთვის გამოვნახავთ ხოლმე დროს... ძაან ბედნიერი ვარ ყოველი დღით. ველოდები ხოლმე ლევანს, როდის მოვა საღამოს. დავურეკავ, ვეკითხები ხოლმე, დღეს რა მოგიმზადო. ხანდახან ძალით მეუბნება, აი, ეს გამიკეთე, რომ გამახაროს, შეიძლება არც უნდოდეს ჭამა.
შეფ ლევან კობიაშვილმა საყვარელ ქალზე იქორწინა - ჯვრისწერას წყვილის ქალიშვილიც ესწრებოდა (ვიდეო)