ქართული კინოს მშვენება, ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილი თავისი მოსახელე შვილიშვილის - კირა ყანჩაველის ფოტოს აქვეყნებს წარწერით:
"ჩემი შვილიშვილი კირა ყანჩაველი. ჟურნალი “სითის” სექტემბრის ნომრიდან".
მართლაც, კირამ ჟურნალ "სითისთვის" იპოზიორა და ინტერვიუც მისცა. კირამ წელს დაამთავრა სკოლა და საფრანგეთში, EDHEC Business School-ის სტუდენტი გახდა, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით. "ბავშვობაში არ მიფიქრია, სად გავაგრძელებდი სწავლას. ეს გადაწყვეტილება უკვე სკოლის მაღალ კლასებში მივიღე. რამდენიმე ქვეყანაში შევარჩიე სხვადასხვა უნივერსიტეტი (ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში). თუმცა, საბოლოოდ, მაინც საფრანგეთი გადავწყვიტე..." - ამბობს კირა.


კირა უმცროსი ლეგენდარული კირას უმცროსი ქალიშვილის - ნინა კალანდაძის უმცროსი გოგონაა.


საზოგადოება ბევრად უკეთ იცნობს ნინას უფროს ქალიშვილს - ლიკა ევგენიძეს, რომელიც მას ცნობილ მუსიკოს, დათო ევგენიძესთან ქორწინებაში შეეძინა.
ლიკა მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერია, ასევე, სამი შვილის დედაა.


ასევე მოდელობის მცირეხნიანი გამოცდილება აქვს მის უფროს ქალიშვილს - სოფიას, რომელიც რამდენჯერმე პოდიუმზეც გამოვიდა.






კირა ანდრონიკაშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ქეთევანი და ნინა.


მსახიობი არც ერთი შვილი არ გამხდარა, თუმცა ამბობენ, რომ ნინა ძალიან ჰგავს დედას.


