7 რეცეპტი ქლიავით, რომელიც ამ ხილს კიდევ უფრო შეგაყვარებთ - მშობლები

7 რეცეპტი ქლიავით, რომელიც ამ ხილს კიდევ უფრო შეგაყვარებთ

2026-09-23 14:36:07+04:00

ახლა ქლიავის სეზონია და ეს სასარგებლო ხილი საკმაოდ იაფიც ღირს. რა შეიძება მოვამზადოთ ქლიავისგან? ეს შეიძლება იყოს ღვეზელი, დესერტი, საწებელი და ისეთი კერძებიც კი, რომლებშიც ქლიავის მოხვედრა ვერც წარმოგიდგენიათ.

1. ქლიავის ღვეზელი

ინგრედიენტები:

ცამოამწკრივე
  • 500 გ ქლიავი
  • 2 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 150 მლ რძე
  • 220 გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
მომზადება:კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და რძე. შემდეგ თანდათან შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი.

ცომი გადაიტანეთ ფორმაში. ქლიავი შუაზე გაჭერით, კურკები ამოაცალეთ და ცომზე დაალაგეთ. გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 35–40 წუთის განმავლობაში.

2. ქლიავის კრამბლი

ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი დესერტია და განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა ბევრი მწიფე ქლიავი გაქვთ.

ინგრედიენტები:

  • 700 გ ქლიავი
  • 2–3 სუფრის კოვზი შაქარი
  • ½ ჩაის კოვზი დარიჩინი

ზედა ფენისთვის:

  • 100 გ ფქვილი
  • 70 გ შვრიის ფანტელი
  • 80 გ ცივი კარაქი
  • 70 გ შაქარი

მომზადება:ქლიავი გაჭერით, ამოაცალეთ კურკა და მოათავსეთ საცხობ ფორმაში. მოაყარეთ ცოტა შაქარი და დარიჩინი.

ცალკე ხელით აურიეთ ფქვილი, შვრია, შაქარი და ცივი კარაქი, ვიდრე მსხვილი ნამცეცები არ მიიღება. მოაყარეთ ქლიავს და გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 30–35 წუთი.

3. ქლიავის საწებელი

მწიფე ქლიავისგან ძალიან გემრიელი მომჟავო-მოტკბო საწებელი გამოდის.

ინგრედიენტები:

1 კგ ქლიავი

3–4 კბილი ნიორი

ქინძი, ომბალო, ცოტაოდენი წიწაკა, მარილი გემოვნებით

მომზადება:ქლიავს დაასხით ცოტა წყალი და მოხარშეთ დარბილებამდე. გაატარეთ საცერში, რათა კურკა და კანი მოშორდეს. მიღებული მასა ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მწვანილი, მარილი და წიწაკა. ადუღეთ რამდენიმე წუთი.

თუ ქლიავი ძალიან მჟავეა, შეგიძლიათ სულ ცოტა შაქარიც დაუმატოთ.

4. ქლიავის ტკბილ-მჟავე საწებელი

ეს სანელებლებიანი საწებელია, რომელიც განსაკუთრებით უხდება ხორცსა და ყველს.

ინგრედიენტები:

  • 700 გ ქლიავი
  • 1 საშუალო ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 80–100 გ შაქარი
  • 80 მლ ვაშლის ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი გახეხილი ახალი ჯანჯაფილი
  • ½ ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • ½ ჩაის კოვზი დაფქული ქინძის თესლი
  • ½ ჩაის კოვზი ძირა
  • ¼ ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
  • ¼–½ ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
  • ½ ჩაის კოვზი მარილი

მომზადება:ქლიავს ამოაცალეთ კურკები და დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით და ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ ქვაბში. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30–40 წუთი, ვიდრე მასა არ შესქელდება.

5. ქლიავი იოგურტითა და თხილით

download-2-1790160187.png

სწრაფი დესერტია, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 4–5 ქლიავი
  • 200 გ სქელი უშაქრო იოგურტი
  • 1 მუჭა ნიგოზი
  • დარიჩინი
  • სურვილის შემთხვევაში — ცოტაოდენი თაფლი
მომზადება:ქლიავი დაჭერით და რამდენიმე წუთით მოთუშეთ ტაფაზე. შეგიძლიათ ცოტაოდენი დარიჩინი დაუმატოთ. გააგრილეთ და მოათავსეთ იოგურტზე. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.

6. ქლიავით გამომცხვარი ქათამი

ქლიავი მხოლოდ დესერტში არ გამოდგება. მისი მოტკბო-მომჟავო გემო ქათამსაც ძალიან უხდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 500 გ ქლიავი
  • 1 ხახვი
  • 2–3 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • მარილი
  • პილპილი
  • სურვილისამებრ — ცოტაოდენი თაფლი

მომზადება:ქათამი მოათავსეთ საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და შუაზე გაჭრილი ქლიავი. მოასხით ზეთი და გამოაცხვეთ 190°C-ზე დაახლოებით 40–50 წუთი.

გამოცხობისას ქლიავი დარბილდება და გამოყოფილი წვენი ხორცისთვის ბუნებრივ სოუსად იქცევა.

7. ქლიავის კლაფუტი

კლაფუტი ფრანგული დესერტია, რომელიც რაღაცით ღვეზელსა და სქელ ბლინს შორისაა და ქლიავით ძალიან მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ქლიავი
  • 3 კვერცხი
  • 300 მლ რძე
  • 100 გ ფქვილი
  • 80 გ შაქარი
  • 30 გ გამდნარი კარაქი
  • ვანილი

მომზადება:კვერცხი, რძე, შაქარი, ფქვილი, კარაქი და ვანილი აურიეთ ერთგვაროვანი თხელი ცომის მიღებამდე.

ფორმაში დაალაგეთ კურკაგამოცლილი ქლიავი და ზემოდან დაასხით ცომი. გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 35–40 წუთი.

ეს მურაბა ჟოლოზე ეფექტურია გაციების დროს, წვენი კი ალუბლისას არ ჩამოუვარდება - იაფი და ძალიან სასარგებლი ხილი ზამთრისთვის