რემონტის დაგეგმვისას ძალიან ბევრი დეტალი იჩენს თავს. ზოგჯერ ერთდროულად ვფიქრობთ, როგორი იყოს იატაკის საფარი, რომელი ბრენდის პროდუქცია შევიძინოთ, რა ფერები იყოს დომინანტური და დეკორაცია როგორ შევარჩიოთ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. კომფორტული საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად მნიშვნელოვანია მასალების შეხამება ინტერიერში.
შესაძლოა ეს, ერთი შეხედვით, რთულ ამოცანად გესახებოდეთ, თუმცა ასე სულაც არ არის. მით უმეტეს, თუ წინასწარ იცით, რას მიაქციოთ ყურადღება - იატაკის საფარიდან დაწყებული, კედლის ფერით დამთავრებული.
მასალების შეხამება ინტერიერში არ ნიშნავს, რომ ყველა ზედაპირი ერთმანეთს უნდა ჰგავდეს. პირიქით, განსხვავებული მასალების სწორად დაბალანსება სივრცეს უფრო საინტერესო და დასრულებულ იერს აძლევს ხოლმე.
სახლი მფლობელის გემოვნებასა და სტილზე ძალიან ბევრს ამბობს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ რემონტისას ყველა დეტალზე წინასწარ დაფიქრდეთ.
ინტერიერი ერთ მთლიანობად აღიქმება. სახლში არსებული თითოეული ელემენტი ერთმანეთს უნდა ავსებდეს და უხდებოდეს. შეიძლება ცალკეული მასალა ძალიან მოგწონდეთ, მაგრამ სივრცეს დაუბალანსებელ იერს აძლევდეს.
ამიტომ მასალების შერჩევისას მნიშვნელოვანია, თავიდანვე გაითვალისწინოთ, მოუხდება თუ არა ისინი ერთმანეთს. გარდა ამისა, ყოველთვის ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე მასალის შეძენა სჯობს. პრემიუმ ბრენდების პროდუქცია სწორედ ასეთია - ფუნქციური და ლამაზი. საქართველოში მსგავსი მასალის შეძენა ყველგან შესაძლებელი არ არის, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს შოურუმი, სადაც ისინი ხელმისაწვდომია.
იატაკის საფარი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც სწორად უნდა აირჩიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ის გამძლე, ხარისხიანი, ლამაზი, მარტივად მოსავლელი, ეკოლოგიურად სუფთა და პრაქტიკული იყოს. სწორედ ეს განსაზღრავს ცხოვრების ხარისხსა და ადამიანის ყოველდღიურობას. არსებობს რამდენიმე მასალა, რომელსაც იატაკის საფარად იყენებენ. მათგან ყველაზე კარგი ვარიანტი ბუნებრივი პარკეტი და კერამიკული ფილებია.
პარკეტი ბუნებრივი და გამძლე მასალაა. ხის ტექსტურა ინტერიერს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს და სხვადასხვა სტილს მარტივად ერგება. ხე სახლში სასიამოვნო აკუსტიკის ქმნის და ჯანსაღ მიკროკლიმატს აყალიბებს. თავისი ჰიგროსკოპიული თვისებების წყალობით, პარკეტი ზედმეტ ტენს იწოვს და საჭიროების შემთხვევაში, უკან აბრუნებს. გარდა ამისა, ხე მავნე ნივთიერებებს შთანთქავს და ანტიალერგიულია.
პარკეტი პრაქტიკულიც არის. მას ბუნებრივი ანტისტატიკური ეფექტი აქვს, ამიტომ მტვერს ნაკლებად იზიდავს. მოვლისთვის, როგორც წესი, საკმარისია მტვერსასრუტი და საჭიროების შემთხვევაში მსუბუქი სველი წმენდა. პარკეტი იატაკქვეშა გათბობის სისტემასთანაც თავსებადია.
მეორე მასალა, რომელსაც იატაკზე ხშირად იყენებენ კერამიკული ფილებია. მაღალი ხარისხის ფილები მდგრადია სითხეების, ნაკაწრების, მჟავებისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ. ამიტომაც მას ნებისმიერ სივრცეში იყენებენ - იქნება ეს ინტერიერი თუ ექსტერიერი.
პრემიუმ ბრენდების კოლექციები ვიზუალურად მრავალფეროვანია და მასალების შეხამება ინტერიერში არ გაგიჭირდებათ.
ბუნებრიობა, სიმარტივე, კომფორტი, სიმტკიცე, სილამაზე, ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიურობა - ეს არის თანამედროვე ადამიანის მოთხოვნები, რასაც ხარისხიანი კერამიკული ფილები პასუხობს.
საბოლოოდ, კონკრეტული ოთახის იატაკის საფარისთვის რომელ მასალას აირჩევთ - პარკეტს თუ კერამიკულ ფილას მთლიანად თქვენს გემოვნებასა და ინტერესებზეა დამოკიდებული.
თანამედროვე სამყაროში კერამიკული ფილები მხოლოდ იატაკის საფარად არ გამოიყენება. მათ სხვადასხვა სივრცეში ვხვდებით. მათი გამოყენება შესაძლებელია კედლებზე, სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებზე, სააბაზანოში, სამზარეულოს კუნძულებზე, კიბეებზე, ბუხრის ზონასა და ავეჯის ცალკეულ დეტალებზეც.
განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობებს დიდი ფორმატის კერამოგრანიტი იძლევა. მისი გამოყენება შესაძლებელია აქცენტურ კედლებზე ან ისეთ ადგილებში, სადაც მონოლითურობის ეფექტის შექმნა გსურთ.
ფილის შერჩევისას მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება. მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება ის კონკრეტულ სივრცეს და რამდენად მარტივი იქნება მისი მოვლა. პრემიუმ ბრენდების კოლექციები ერთდროულად გამძლე და პრაქტიკულია.
კედლების ფერი სივრცის საერთო ხასიათს აყალიბებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მასალა სწორად შეარჩიოთ. არსებობს ფაქტორები, რომლებიც საღებავის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ.
მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობა. პრემიუმ ბრენდების წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავები ტოქსიკურ გამხსნელებს, არომატულ ნაერთებსა და მძიმე მეტალებს არ შეიცავს. A+ კლასის სერტიფიკატი კი ადასტურებს, რომ პროდუქტი შიდა სივრცეში მავნე ნივთიერებებს თითქმის არ გამოყოფს.
განსაკუთრებით პრაქტიკულია წმენდადი და ნაკაწრების მიმართ მდგრადი კედლის საღებავები. მათ ზედაპირზე გაჩენილი ლაქების მოშორება უფრო მარტივია და კედლების ხშირად შეღებვაც არაა საჭირო.
ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ორთქლის მიმართ მედეგობასა და დაფარვის უნარს. ხარისხიანი ფორმულა კედელს ბუნებრივად „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს, რაც თავიდან აგარიდებთ ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა ნესტი და ობი.
მასალების შეხამება ინტერიერში არ გაგიჭირდებათ თუ პრემიუმ ბრენდების პროდუქციას აირჩევთ. მაგალითად, თუ კედლისთვის უფრო განსხვავებული ეფექტის შექმნა გსურთ, შესაძლებელია დეკორატიული საღებავების გამოყენება. არსებობს როგორც ძვირფასი ლითონების ეფექტის მქონე, ისე ბუნებრივი აბრეშუმის იმიტაციის პროდუქტები და სხვა მრავალი დეკორატიული ფაქტურა.
მასალების შეხამების ერთი კონკრეტული წესი არ არსებობს. საბოლოოდ ყველაფერი გემოვნებაზე, სივრცის ზომასა და დანიშნულებაზე, ასევე იმ სტილზეა დამოკიდებული, რომლის შექმნაც სახლში გსურთ.
მნიშვნელოვანია, რომ ფერები, ტექსტურები და ზედაპირები ერთმანეთს ბუნებრივად უხდებოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთ ფერში ან ერთი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. პირიქით, განსხვავებული მასალები ინტერიერს უფრო საინტერესო იერს აძლევს, თუ მათ შორის გარკვეული კავშირი მაინც არსებობს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული მხარეც გაითვალისწინოთ. ის თუ რამდენად მარტივად მოსავლელი იქნება კონკრეტული მასალა.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მასალების შეხამება ინტერიერში ბალანსის პოვნას ნიშნავს - ფერსა და ფორმას, სილამაზესა და პრაქტიკულობას შორის. თავს განტვირთვის საშუალებას ხომ სწორედ ისეთ საცხოვრებელ სივრცეში ვაძლევთ, სადაც სიმშვიდე იგრძნობა. ოთახებში, სადაც ავეჯი, ფილები, საღებავები, პარკეტი, რადიატორები, დეკორაცია და სხვა ელემენტები ერთ მთლიან სურათს ქმნის.
R