"მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ დაზიანება მიიღო სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე... ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი" - რა მოხდა მე-14 საჯარო სკოლასთან - მშობლები

"მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ დაზიანება მიიღო სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე... ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი" - რა მოხდა მე-14 საჯარო სკოლასთან

2026-09-25 18:29:56+04:00
პარტია "ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ინციდენტის შესახებ წერს, რომლის დროსაც მე-5 კლასის მოსწავლე დაშავდა:
"გუშინ, ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ. ეს არის სკოლა, რომელშიც უკვე მე-5 სასწავლო წელია, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და ამ დრომდე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული.
შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა მოსწავლეების სამარშრუტო ტაქსებით მოიყვანეს სკოლასთან. ბავშვმა დაზიანება მიიღო სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე. სკოლის შენობა, როგორც ვთქვი, მე-5 სასწავლო წელია, რაც აღარ არსებობს და ნაგავსაყრელადაა ქცეული."