27 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ყოველწლიური, მასშტაბური სპორტული და საქველმოქმედო ღონისძიება - „თბილისიმარათონი 2026“ გაიმართა.
მეთხუთმეტე მარათონმა დედაქალაქის ქუჩებში ოთხი ათასამდე მონაწილე გააერთიანა.
წელს ღონისძიებას განსაკუთრებული ენერგიითა და მუხტით „ბიბლუსის“ გუნდიც შეუერთდა.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ გახდა.
მზარდი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ბიბლუსის“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო გარბენში და საკუთარი წვლილი შეიტანეს იმ მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომელსაც მარათონი ყოველწლიურად ემსახურება.
„ბიბლუსის“ თანამშრომლებმა საკუთარი მაგალითით ხაზი გაუსვეს მთავარ გზავნილს: - „წიგნის კითხვა გონების ვარჯიშია, ხოლო სირბილი - სხეულის, და ორივე ერთად - თანაბრად აუცილებელია ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის“.

მონაწილეებმა სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღეს. მარათონმა სამი ძირითადი დისტანცია მოიცვა: მთავარი გამოწვევა ნახევარმარათონი – 21.097 კილომეტრი; 10-კილომეტრიანი გარბენი. ასევე, ღონისძიების ბავშვებისთვის განკუთვნილი გარბენებიც: 5-დან 10 წლამდე ასაკის მონაწილეებისთვის - 500 მეტრი, ხოლო 11-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის – 1 კილომეტრი.
ფინიშის გადაკვეთისას ყველა მონაწილე დაჯილდოვდა. "თბილისიმარათონი 2026"-ის ფარგლებში, 10 კმ. დისტანციაზე 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული (I ადგილოსანი) ქალი და მამაკაცი „ბიბლუსმა“ სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.
წიგნიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესი - ორი მთავარი პრიორიტეტი
„ბიბლუსის“ საქმიანობის მთავარი მიზანი წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდა, წიგნიერების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კომპანიის თანამშრომლებს სჯერათ, რომ წიგნებთან მეგობრობა უდიდეს როლს ასრულებს პიროვნულ განვითარებასა და ინტელექტუალურ ზრდაში.
თუმცა, სრულფასოვანი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის მხოლოდ გონებრივი ვარჯიში საკმარისი არ არის.
„თბილისიმარათონზე“ ასპარეზობით „ბიბლუსმა“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია.
კითხვით ვავარჯიშებთ გონებას, ხოლო სპორტით - სხეულს. ორივე კომპონენტი აუცილებელია ჯანსაღი, ენერგიული და ბედნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
„თბილისიმარათონი“ არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს, არამედ ტრადიციულად საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს. მონაწილეების მიერ გაღებული სარეგისტრაციო თანხა სრულად ხმარდება კონკრეტულ სოციალურ პროექტებსა და ბენეფიციარებს.
რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცა „ჰანიველ ცემენტის“ მიერ შერჩეულ ბენეფიციარს და ქველმოქმედებას მოხმარდა.
„ბიბლუსის“ გუნდისთვის ამ პროექტში ჩართულობა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს ქველმოქმედებას, გააერთიანოს ძალები საერთო კეთილი საქმისთვის და საკუთარი მაგალითით შთააგონოს სხვებიც.
R