სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გამორჩეული ქორწილის კადრები ვრცელდება. მუსიკალური მენეჯერი, პედაგოგი და „ვოკალის აკადემიის“ დამფუძნებელი ანკა უგლავა დაქორწინდა. მას ჯერ კიდევ ივნისში სთხოვა ხელი მისმა რჩეულმა - გიორგი გულიაშვილმა, აგვისტოში წყვილმა ჯვარი დაიწერა.




ახლა კი საყვარელი ადამიანების წრეში ქორწილი მოაწყვეს. შატო ვარციხეში მათ ახლობელი ადამიანები შეკრიბეს და ნამდვილი ზეიმიც შედგა - ბევრი ცეკვით, სიმღერით და ფეიერვერკებით. სტუმრებს შორის გამოირჩეოდნენ ძველი და ახალი სუხიშვილები (მათ შორის, თეა დარჩია და მარიამ მათიაშვილი, თინათინ წულაძე და სხვები), დათუნა ალადაშვილი და ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები.



რასაკვირველია, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო პატარძლის უჩვეულო თავსაბურავი, რომელიც იმავდროულად ვუალის ფუნქციასაც ასრულებდა. პატარძალს წვეულების მეორე ნაწილში მოკლე და ფუშფუშა კაბა ეცვა, გრძელი შლეიფით.








წყვილმა რამდენიმე ცეკვა შეასრულა ერთად, მათ შორის, ტრადიციულად, ცეკვა "ქართული".