2-3 ოქტომბერს ქუთაისი წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებულ ლიტერატურულ დღეებს უმასპინძლებს. „წიგნის დღეების“ ფარგლებში სტუმრებს ორი დღის განმავლობაში წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ავტორებთან შეხვედრები, საბავშვო აქტივობები, ლიტერატურული ღონისძიებები, საჩუქრები და სხვა საინტერესო აქტივობები ელოდებათ.
ღონისძიება გაიმართება ქუთაისში, კინო „საქართველოში“, III სართულზე, თამარ მეფის გამზირი №14, 11:00-დან 20:00 საათამდე.
2 ოქტომბერი - ლიტერატურული შეხვედრები და საბავშვო აქტივობები
პირველ დღეს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ადგილზე წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 11:00-დან 16:00 საათამდე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მწერალ გიორგი კეკელიძეს.
16:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება „წიგნების თაობის“ კითხვის საათი სოფო საკანდელიძესთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ანა გავალდის „35 კილო იმედს“ გაეცნობიან. ამავე პერიოდში დაგეგმილია საბავშვო აქტივობებიც.
დღის დასასრულს, 18:00-დან 19:00 საათამდე, გიორგი კეკელიძე და თაკო წულაია ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე.
3 ოქტომბერი - შეხვედრები ავტორებთან და აქტივობები ბავშვებისთვის
3 ოქტომბერს „წიგნის დღეები“ 11:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება. დღის განმავლობაში კვლავ შესაძლებელი იქნება წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება და საყვარელი წიგნების შეძენა.
11:00-დან 14:00 საათამდე სტუმრებს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. 14:00-დან 15:00 საათამდე კი დაგეგმილია, ჰომეროსის „ოდისეას“ საჯარო ლექცია, წარმდგენი იქნება გიორგი კეკელიძე.
15:00-დან 17:00 საათამდე ბავშვებისთვის საბავშვო აქტივობები გაიმართება, 17:00-დან კი პროგრამა ლიტერატურული ღონისძიებით გაგრძელდება.
„წიგნის დღეები“ კარგი შესაძლებლობაა როგორც წიგნის მოყვარული უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის, რომ ორი დღე წიგნებთან, ავტორებთან და ლიტერატურასთან ერთად გაატარონ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ქუთაისი, კინო „საქართველო“, III სართული, თამარ მეფის გამზირი №14
თარიღი: 2-3 ოქტომბერი
დრო: 11:00-20:00
ღონისძიების პარტნიორი: სასტუმრო „არგო“
R