რუსეთში მცხოვრები ცნობილი ტელეწამყვანი, 50 წლის თინა კანდელაკი, იმ ცნობად სახეებს შორისაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც არა მხოლოდ დარჩა რუსეთში, არამედ პუტინის პოლიტიკას ემხრობა და არაერთი ჯილდოც მიიღო რუსეთის პრეზიდენტისგან. ტელეწამყვანმა და TNT არხის აღმასრულებელმა დირექტორმა მორიგ ვრცელ ინტერვიუში ქმართან ურთიერთობაზე, შვილების აღზრდასა და ოცნებებზე ისაუბრა.
რა თქმა უნდა, ქმარი არის მთავარი [ურთიერთობაში]. მე თბილისში გავიზარდე, ამიტომ ქმარი, და მხოლოდ ქმარი, გამორიცხულია. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მამაკაცი არსებითად მთავარია. სისულელეა წინააღმდეგობა გაუწიო იმ აზრს, რომ მამაკაცი მთავარია. იცით, მე ემანსიპაციის წინააღმდეგი ვარ მისი უცნაური ფორმებით. ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს, უნდა განვითარდეს, აბსოლუტურად. ეს ჩემი პირადი აზრია. მაგრამ ფემინისტი არ ვარ.
მე ვცხოვრობ მამაკაცთან, რომელიც უამრავ წიგნს კითხულობს. აი, მარტივი მაგალითი: ჩემს ქმარს ყოველთვის ხელთ აქვს წიგნები. ის კითხულობს წარმოუდგენელი მასშტაბით. უფრო მეტიც, მუდმივად სურს, ჩემთან ერთად განიხილოს ყველა წაკითხული წიგნი. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამას ვერ ვუძლებ, რადგან უამრავი ჩემი პროფესიული ლიტერატურა მაქვს წასაკითხი, თუნდაც მხოლოდ სცენარები. იმისათვის, რომ ერთ კლუბში ვიყოთ, გარკვეულწილად მაინც იძულებული ვხდები, მის მიერ წაკითხული წიგნები წავიკითხო. მესამედ რომ მეკითხება: „ეს წიგნი ჯერ არ წაგიკითხავს?“ უხერხულად ვგრძნობ თავს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს კანდელაკი დაქორწინდა ვასილი ბროვკოზე, როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის დირექტორზე, რომელიც მასზე 12 წლით უმცროსია. 2023 წელს ინტერნეტში გავრცელდა ჭორები, რომ წყვილს შვილი შეეძინა. თავად კანდელაკმა მოგვიანებით დაადასტურა ეს ინფორმაცია და თქვა, რომ მრავალშვილიანი დედაა. ონლაინ ცნობების თანახმად, წყვილს მაშინ ვაჟი შეეძინა, სახელად გიორგი. თუმცა მისი ფოტო არსად გამოჩენილა.

„ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი რძალი ბედნიერი იყოს“
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოსიყვარულე დედა ვარ. ის, რაც თქვენ აღნიშნეთ, როგორც ტაქტი და კარგი მანერები [ჩემს შვილებში], დედაჩემის დამსახურებაა. მან გაზარდა ისინი. მან ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩადო მათში. საქმე ის არ არის, თუ რამდენს ვაძლევ, არამედ ის, თუ როგორ იღებენ ისინი ამას. და ასე ასწავლა დედაჩემმა მათ.
მე ზედმეტად მზრუნველი ვარ, მაგრამ ის [ჩემი შვილი] ზრდასრული მამაკაცია, ძირითადად ჩემი ქმრის გაზრდილია, ამიტომ ის ძალიან კარგად იღებს ჩემს მზრუნველობას თავმოყვარეობით, როგორც მამაკაცი, რომელზეც ქალმა, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნოს როგორც დედამ, მაგრამ ქალმა ეს ზედმეტი მზრუნველობა ყოველწლიურად უნდა შეამციროს, რადგან საბოლოოდ როლები იცვლება, როდესაც მას დედაზე ზრუნვა უწევს. მე ვფიქრობ, როდესაც მამაკაცი ქმარი და მამა ხდება, ის იწყებს სხვა როლების შესწავლას და რაც უფრო წარმატებულია ის ამ როლში, მით უფრო იცვლება. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჩემი შვილი ისე უნდა აღმეზარდა, რომ მას ქალი, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს, მისი შვილების დედა, ბედნიერი გაეხადა. ძალიან ვცდილობ, ჩემი მომავალი რძალი გავახარო...
კანდელაკს ორი უფროსი შვილი ჰყავს: 26 წლის მელანია, რომელიც გასულ წელს დაქორწინდა და ბოროდინას გვარი მიიღო, და 25 წლის ლეონტი. კანდელაკის ვაჟი მუსიკალურ კარიერას იწყობს. ტელეწამყვანს უფროსი შვილები ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან პირველი ქორწინების დროს შეეძინა.


ძალიან მეშინია კონტროლის დაკარგვის, რადგან ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი ჩემი ოჯახისა და ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე რთულ მოვლენებს უკავშირდებოდა. საბჭოთა კავშირი დაიშალა. წარმოიდგინეთ, რა დამემართა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ეს იყო დიდი ქვეყანა. ეს ქვეყანა ჩემს თვალწინ გაქრა. ახალი საქართველო დაიბადა. და ყველა ეს მოვლენა ჯაჭვურად მოხდა, რომელიც ახლა ისტორიაში სრულიად განსხვავებულად არის ინტერპრეტირებული. მე ეს ყველაფერი გადავიტანე. ანუ, შესანიშნავი მოსწავლე ვიყავი, ოქროს მედლისთვის ვიბრძოდი, სამედიცინოში უნდა ჩამებარებინა და ერთ დღეს ყველაფერი ინგრევა.
სინამდვილეში, დედაჩემს ძალიან ვგავარ. ის წარმოუდგენელი ექიმი იყო. შემდეგ კი უცებ თურქეთში, ბაზრობაზე წავიდა ნათურებისა და მავთულების გასაყიდად, რათა ზურგჩანთა და კაბები ეყიდა ჩემთვის. კარგად მახსოვს, როგორ მოვიდა და ატირდა. მაშინ ვუთხარი, რომ ფული ყოველთვის გვექნებოდა. და ნათურებს აღარასდროს გაყიდდა. და ეს მისი ერთადერთი მოგზაურობა იყო თურქეთში სავაჭროდ.
წელს ვოლგაზე გავატარე შვებულება. ბევრს ვმოგზაურობ რუსეთში. და ვხედავ: ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი ქვეყანა. არ დაიჯერებთ, რა გვაქვს აქ, რა ხდის ჩვენს ქვეყანას ასე წარმოუდგენლად მიმზიდველს - ის მსოფლიოში შეუდარებელი. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. ყოველთვის ვამბობდი ამას და სიამოვნებით გავიმეორებ, რადგან მე ვარ ადამიანი, ვინც შეგნებულად აირჩია რუსეთი თავის სახლად და ერთი წამითაც არ მინანია. და როცა ვაცნობიერებ, რამდენად კარგი შეიძლება იყოს აქ ცხოვრება, ძალიან ვნერვიულობ, რომ მრავალი გარე საფრთხე, რომელსაც გარდაუვლად შევხვდებით მომდევნო ათწლეულებში, გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე. ვოცნებობ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერი იყოს. ჩვენ უკვე ძლიერები ვართ, მაგრამ მინდა, ვიყოთ ძლიერები, როგორც ერთიანი, გაერთიანებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნითა და ამოცანით.
ამჟამად ჩვენ გავდივართ განწმენდის ძალიან ძლიერ პროცესს, რადგან ამდენი ადამიანის ცხოვრების ჩვეული წესი შეიცვალა. ხალხმა დაიწყო იმის გაგება, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, რწმენა და ქვეყნის დაცვის სურვილი. მნიშვნელოვანია არა ის, რისი მიცემაც შეუძლია რუსეთს - რუსეთს ამდენი რამ აქვს, - არამედ ის, თუ რა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს მისცეს ჩვენს ქვეყანას.

შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიცი, როგორ უმკლავდებიან სხვები. კიდევ ერთხელ: ადამიანები ძალიან რთულ განსაცდელებს გადიან. ჩვენ გვიყურებენ სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის მათი ოჯახები, ვინც დღეს სიცოცხლეს სწირავს, რათა ჩვენ აქ ვისხდეთ და ვისაუბროთ. ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში არიან. მხოლოდ რწმენა გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ გონიერება.
ამიტომ, ალბათ, საკმარისად მომწიფებული ვარ იმის დასაფასებლად, თუ საით მივდივარ. მესმის, რომ როდესაც გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამ, ან წინ მივდივარ სინათლისკენ, ან უკან, სიბნელეში. მაგრამ აუცილებლად მინდა სინათლისკენ წავიდე. ამიტომ, ყველა ჩემს ქმედებას ვაფასებ იმ პერსპექტივიდან, თუ საით მიდის ეს ნაბიჯი. და მათი შეფასება შესაძლებელია, რადგან, პრინციპში, თუ ბიბლიას წაიკითხავთ, ის ძალიან ნათლად განმარტავს, რა არის მოძრაობა სინათლისკენ და რა არის მოძრაობა სიბნელისკენ.