როდემდე გასტანს ცივი და ნალექიანი ამინდები და კვლავ დათბება თუ არა უახლოეს დღეებში - მშობლები

როდემდე გასტანს ცივი და ნალექიანი ამინდები და კვლავ დათბება თუ არა უახლოეს დღეებში - ამინდის პროგნოზი

2026-10-02 09:53:37+04:00

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა, თუმცა მიმდინარე პროგნოზებით, ეს ეს ამინდები დიდხანს არ გასტანს — 4–6 ოქტომბრიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში ტემპერატურა თანდათან მოიმატებს, 7–9 ოქტომბერს კი შედარებით თბილი შემოდგომის ამინდი დაბრუნდება.

მოცემული 10-დღიანი პროგნოზი შედგენილია ადგილობრივი და რამდენიმე საერთაშორისო მეტეოროლოგიური წყაროს განახლებული მონაცემების შეჯერებით.

გასათვალისწინებელია, რომ 7–10-დღიან პროგნოზში ნალექის ზუსტი ადგილი და დრო შესაძლოა შეიცვალოს. განსაკუთრებით რთულია რამდენიმე დღით ადრე ლოკალური წვიმისა და ღრუბლიანობის ზუსტი პროგნოზირება, ამიტომ მონაცემები პერიოდულად ზუსტდება.

თბილისში

2–4 ოქტომბერს თბილისში შედარებით გრილი და პერიოდულად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი ჰაერი დაახლოებით +10, +14 გრადუსამდე გათბება.

4–6 ოქტომბრიდან ტემპერატურის მატება დაიწყება. მომავალი კვირის პირველ ნახევარში თბილისში დღისით უკვე დაახლოებით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში — ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი

შავი ზღვის სანაპიროზე უახლოეს დღეებში ნალექიანი და ნესტიანი ამინდი იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ღრუბლიანობა და წვიმა.

დღის ტემპერატურა ძირითადად +18, +21 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი დაახლოებით +13, +16 გრადუსი.

მომდევნო კვირაში სანაპიროზეც შედარებით დათბება, თუმცა დასავლეთ ტემპერატურის მატება ნაკლებად მკვეთრი იქნება. პერიოდულად წვიმის ალბათობაც შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში — ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ახლანდელი აცივების შემდეგ საკმაოდ შესამჩნევი დათბობაა მოსალოდნელი.

2–3 ოქტომბერს დღის ტემპერატურა ზოგან მხოლოდ +16, +19 გრადუსის ფარგლებში იქნება. 4–6 ოქტომბრიდან კი ტემპერატურა სწრაფად მოიმატებს და დაახლოებით +21, +24 გრადუსს მიაღწევს.

7–9 ოქტომბრისთვის დასავლეთის ცალკეულ დაბლობ რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +24, +25 გრადუსამდეც შეიძლება გაიზარდოს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში — ამბროლაური, ონი, ცაგერი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო

მთიან რაიონებში ღამის ტემპერატურა უკვე მნიშვნელოვნად დაბალია. უახლოეს დღეებში დღისით ძირითადად +12, +18 გრადუსია მოსალოდნელი, შედარებით დაბალ ზონებში კი ტემპერატურა შესაძლოა +20 გრადუსსაც მიუახლოვდეს.

4–6 ოქტომბრიდან აქაც რამდენიმე გრადუსით დათბება, თუმცა ამინდი უფრო ცვალებადი დარჩება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში — მესტია, ბახმარო

მაღალმთიან ზონებში ოქტომბრის დასაწყისის აცივება განსაკუთრებით იგრძნობა. დღის ტემპერატურა ზოგან მხოლოდ +8, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი რამდენიმე გრადუსამდე ჩამოვა.

მომავალი კვირის დასაწყისში მაღალმთიანეთშიც დათბობის ტენდენცია ჩანს და დღის ტემპერატურამ დაახლოებით +12, +15 გრადუსამდე შეიძლება მოიმატოს.

თუმცა აქ დათბობა შედარებით ხანმოკლე იქნება და ოქტომბრისთვის დამახასიათებელი ცივი ღამეები შენარჩუნდება.

ქართლში — რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი

ქართლში 2–4 ოქტომბერს გრილი ამინდი შენარჩუნდება. დღის ტემპერატურა ძირითადად +17, +21 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი ზოგიერთ რაიონში +10 გრადუსთან ახლოს ჩამოვა.

4–6 ოქტომბრიდან დათბობა დაიწყება. 7–9 ოქტომბრის პერიოდში დაბლობ რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +21, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში — საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო

კახეთში უახლოესი რამდენიმე დღე შედარებით გრილი იქნება. დღის ტემპერატურა ძირითადად +17, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ღამით კი ზოგან +9, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

5 ოქტომბრიდან ტემპერატურა თანდათან მოიმატებს. 6–9 ოქტომბერს ბარში დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +20, +23 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში — ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური

მთიან რაიონებში განსაკუთრებით გრილი ღამეებია მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა უახლოეს დღეებში ძირითადად +13, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი ცალკეულ რაიონებში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

4–5 ოქტომბრიდან დღის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და მომავალი კვირის დასაწყისში დაახლოებით +17, +20 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში — ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო

ყველაზე დაბალი ტემპერატურა მაღალმთიან ზონებშია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში დღის მაქსიმუმი მხოლოდ +6, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ღამით ტემპერატურა 0 გრადუსს მიუახლოვდება, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლოა ნულს ქვემოთაც დაეცეს.

5–7 ოქტომბრიდან დღის საათებში მცირედით დათბება, თუმცა მაღალმთიანეთში ისეთი დათბობა, როგორიც ქვეყნის დაბლობ რაიონებშია მოსალოდნელი, არ იქნება.