გოგრის სუპი ტატიანას რეცეპტით: "ნახეთ, რა ფერია... დღევანდელ ამინდსაც მოუხდება" - მშობლები

გოგრის სუპი ტატიანას რეცეპტით: "ნახეთ, რა ფერია... დღევანდელ ამინდსაც მოუხდება"

2026-10-03 08:44:27+04:00

გოგრის სუპი შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გემრიელი კერძია. კულინარი ინფლუენსერი ტატიანა კვეკვესკირი გვიზიარებს გოგრის სუპის მომზადების თავის ვერსიას, რომელიც განსაკუთრებით უხდება გრილ და მოღრუბლულ დღეებს.

„დღეს უნდა მოვამზადო გოგრის სუპი, აი, ზუსტად ისეთი, მე და ჩემს გორელ ბიჭებს რომ გვიყვარს“, — ამბობს ტატიანა კვეკვესკირი და მომზადებას ბოსტნეულის მოხარშვით იწყებს.

როგორ მოვამზადოთ გოგრის სუპი

ქვაბში მოათავსეთ კარტოფილი, გოგრა, სტაფილო, ხახვი და ნიორი. ბოსტნეულს ზემოდან დაადეთ ქათმის გულმკერდი, დაასხით წყალი, დაახურეთ თავსახური და სრულ მომზადებამდე ხარშეთ.

როდესაც ყველა ინგრედიენტი კარგად მოიხარშება, ქათმის გულმკერდი ქვაბიდან ამოიღეთ.

„ახლა ყველაფერს დავაბლენდერებ ხელის ბლენდერით. დავუმატებ ნაღებს, შევკმაზავ მარილითა და შავი პილპილით“, — ამბობს კულინარი.

მოხარშული ბოსტნეული ხელის ბლენდერით ერთგვაროვან, კრემისებრ მასად აქციეთ და ნაღები დაუმატეთ. შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.

ცალკე ამოღებული ქათმის გულმკერდი ხელით დააქუცმაცეთ ან „დაჩეჩეთ“, შემდეგ კი ისევ სუპში დააბრუნეთ და კარგად მოურიეთ.

„ქათმის გულმკერდი ასე დავწიწკნე, დავჩეჩე და გადავიტან ახლა ამასაც ქვაბში. მოვურიოთ და უგემრიელესი გოგრის სუპიც მზად არის. ნახეთ, რა ფერია — სასწაული. თან დღევანდელ ამინდსაც რომ მოუხდება, ისეთია“.

მზა სუპს ტატიანა კვეკვესკირი ზემოდან ცოტაოდენ ნაღებს ამატებს. თავად კი კიდევ ერთ ინგრედიენტს იყენებს — დაჭრილ ქინძს.

„ახლა ეს არ უხდება, მაგრამ მე ძალიან რომ მიყვარს, ის არის დაჭრილი ქინძი. მზად არის ჩვენი გემრიელობა“, — ამბობს ტატიანა კვეკვესკირი.

რა დაგჭირდებათ

გოგრა, კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ნიორი, ქათმის გულმკერდი, ნაღები, მარილი და შავი პილპილი. სურვილის შემთხვევაში — ქინძი.

ჩემს გურულ ბიჭებს მრავალფეროვანი კერძები უყვართ. ბევრს ვმოგზაურობ და სხვადასხვა ქვეყნიდან სიახლეები ჩამომაქვს- გაიცანით ტატიანა კვეკვესკირი, რომელიც სოციალური ქსელებიდან არაერთ საინტერესო რეცეპტს გვიზიარებს