სელინ დიონი, დემეთ ოზდემირი და ახლა უკვე - ტარკანი - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს, გოგონას გამომწერების რაოდენობამ კი უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა - მშობლები

სელინ დიონი, დემეთ ოზდემირი და ახლა უკვე - ტარკანი - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს, გოგონას გამომწერების რაოდენობამ კი უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა

2026-10-03 14:21:34+04:00

ევა და ანამარია ბუთიაშვილების ოჯახური ვიდეოები, რომლებსაც დედა, ფიქრია ბუთიაშვილი იღებს, თავდაპირველად უბრალო ყოველდღიურობის ასახვა იყო, დღეს კი თითოეული ვიდეოს ნახვების რაოდენობა სოციალურ ქსელებში ასობით ათასს და რამდენიმე მილიონსაც კი აღწევს, გამომწერების რაოდენობამ კი მილიონს გადააჭარბა.

თურქეთში ევას მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმა ევასა და ბაბუის ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა მინაწერით: "ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“.

მოგვიანებით გოგონა სელინ დიონის ვიდეოკოლაჟშიც მოხვდა: პატარა ევას სპონტანურმა მიმიკებმა მსოფლიო ვარსკვლავის, სელინ დიონის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც ქართველი გოგონას მონაკვეთი საკუთარ ვიდეოში გამოაქვეყნა.

ამჯერად თურქული პრესის ყურადღების ცენტრში ტარკანის ლეგენდარულ ჰიტზე, “Şımarık”-ზე შესრულებული ცეკვის ვიდეო მოექცა.

როგორ ეხმაურება თურქული მედია ქართველი ევას ვიდეოს?თურქული გამოცემები აღფრთოვანებას ვერ მალავენ პატარა ევას არტისტულობით. განაგრძეთ კითხვა

ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა - დილით ყველა ძირითად საქმე რომ მოილევენ, ევა მეტყვის, - არ ჩავწეროთ? უნდა, რომ მიესალმოს ხალხს