ის, რაც გამოგარჩევს, შენი სუპერძალაა და ამ სტატიაში სახალისო მონსტრების სერიის, Strange Us-ის მაგალითზე გიამბობთ, თუ რატომ არის ასე.
7 მეგობრის შეხვედრა
ქალაქ პონტაკუში, მივიწყებულ ადგილას, რომელთან მიახლოებასაც ყველა თავს არიდებს, დანგრეული საწარმო მდებარეობს, რომლის უკანაც ასევე მივიწყებული მიწის ნაკვეთია, უფრო სწორად კი, ნახევრად დაჭაობებული ჯართის ნაგავსაყრელი, რომლის ირგვლივაც სამართლიანად დგას მანიშნებლები წარწერით - „შესვლა აკრძალულია“. მართლაც, რომელი სულიერი მოინდომებს თავისი ნებით შესვლას ასეთ მიყრუებულ ადგილზე ან რა უნდა ეგულებოდეს იქ? რომელი და მონსტრი, რომლის ცნობისმოყვარეობაც შიშს სძლევს ხოლმე.
მონსტრები ამ ადგილს „შტაბს“ ეძახიან. აქ შეხვდებით ყველაფერს, რაც ერთ დროს გამოსადეგი იყო, მაგრამ ახლა აღარავის ახსოვს და სჭირდება. ამიტომაც აქაურობას „მონსტრები“ დაეპატრონნენ და თავიანთი თავშეყრის ადგილად აქციეს.. შვიდივე მონსტრს სწორედ ეს საერთო ჰქონდა, სწორედ ასე მოხვდნენ ყველასგან დავიწყებულ ადგილას და ერთმანეთიც იპოვეს!
7 უჩვეულო მეგობარი და მათი სუპერძალები
გაგაცნობთ შვიდივე „მონსტრს“, რომელიც რეალურად, სულაც არ არის მონსტრი:
დეკა ასეთია, შეიძლება მთელი დღე ჯართის გროვასთან უენერგიოდ იჯდეს, მაგრამ, როგორც კი რაიმე უჩვეულოს აღმოაჩენს, იმ წამსვე ისე გამოცოცხლება, იფიქრებ, დენის წყაროს მიუერთესო.
საგასთვის ყოყმანი ნამდვილი საფრთხეა, მოძრაობა, სულ რაღაცის კეთება კი, თუნდაც უმიზნოდ, ყოველთვის უფრო უსაფრთხო. სინამდვილეში ასეთი მოუსვენრობის უკან პატარა ისტორია დგას - რვა წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ გაშეშება ერთადერთი მიუტევებელი მარცხია და ამის შემდეგ აღარ გაჩერებულა. პატარა მონსტრს ძალიან ეშინია იმის, რაც მის მოქმედებამდე დარჩენილ შუალედში შეიძლება მოხდეს და თუ რაიმე იდეა მოუვიდა, მაშინვე განახორციელებს. ამდენი ენერგია და ასეთი აქტიურობა სწორედ რომ სუპერძალაა, არა?!
გუნდი სწრაფად გაერთიანდება ხოლმე, რომ „დაამარცხოს“ ემუ, რომელიც მალევე ბრუნდება გუბურაში და ბუტბუტებს - „შემდეგ ჯერზე ნახავთ“. რეალურად, მისი არავის ეშინია, ემუსთვის კი ეს თამაში სულაც არ არის, ის თავის ტერიტორიას, თავის სახლს იცავს. სწორედ ამიტომ ბრუნდება თავის ადგილზე, თუნდაც დამარცხებული.
გარდამტეხი მომენტი
ერთ დღეს ქალაქის მერიამ გამოაცხადა, რომ მივიწყებული ადგილი ბულდოზერით უნდა მოსწორებულიყო. ზუსტად ამ დროს გუბურიდან პირველი ემუ ამოვარდა - ამჯერად გასაფრთხილებლად, რადგან მიწის ამზომველების საუბარი მოესმინა.
შვიდმა მეგობარმა ძალები გააერთიანა: საგამ დაუფიქრებელი გეგმა წამოიწყო, ფორსმა ჭიშკარი გაამაგრა, გასმა ნებართვაში დამალული ხარვეზი შენიშნა, დეკამ შესასვლელი თავიდან ააშენა, ტიმს ძალიან ეშინოდა, მაგრამ ქალაქის ადმინისტრაციაში სალაპარაკოდ მაინც თვითონ მივიდა, ბობომ ამბავი საჯარო სანახაობად აქცია, ემუმ კი ზუსტად მიუთითა, სად გადის ნაკვეთის საზღვარი.
მონსტრებმა „შტაბი“ გადაარჩინეს იმის წყალობით, რომ საკუთარი „ნაკლოვანებები“ რეალურ სუპერძალებად აქციეს!
შენი თავი ხომ არ ამოიცანი რომელიმე „მონსტრში?“
ეს გამოგონილი ამბავი უსაყვარლეს და „საშიშ მონსტრებზე“ ჰგავს რეალურ ადამიანურ სამყაროს, სადაც თითოეული ჩვენგანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე თავს განსხვავებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ სტანდარტებში არ ჯდება. სოციუმი კი ხშირად ცდილობს, ადამიანის თავისებურებები „ნაკლად“ მონათლოს.
მაგალითად, ჩვენი „მონსტრების“ მაგალითზე:
რეალურად კი, ის, რასაც ჩვენს ნაკლად ან „სუსტ წერტილად“ მივიჩნევთ, სინამდვილეში ჩვენი სუპერძალაა, რომელიც ადამიანად გვაქცევს. როცა მგრძნობიარე ხარ, უფრო ემპათიური ხდები სხვების მიმართ; როცა ფრთხილი ხარ - უფრო გონივრულად იღებ გადაწყვეტილებებს; როცა მებრძოლი სული გაქვს, სხვების დაცვას არ უშინდები!
აქედან გამომდინარე, სულაც არ არის საჭირო საკუთარი თავი მკაცრ ჩარჩოებში მოვაქციოთ, რათა კონკრეტულ სტანდარტებს მოვერგოთ. ჩვენ გარშემო ყველას თავისი „ნაკლი“ აქვს, ხოლო ერთ მუშტად შეკვრა, უძლეველ ძალად გვაქცევს. სულაც არ არის იდეალურობა აუცილებელი.
Strange Us - პატარა მონსტრები თქვენს საყვარელ წიგნის მაღაზიაში გელოდებიან
მონსტრი მეგობრების“ თემატიკა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ბავშვს შეუყვარდა. ახლა ისინი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია ბლოკნოტების, პენლების, სტეპლერების, კალმების და სხვა საკანცელარიო ნივთების სახით, რომლებიც მათ მფლობელებს აუცილებლად შეუქმნის სახალისო განწყობას.
რომელ „მონსტრთანაც“ არ უნდა ვაიგივებდეთ თავს, მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ „ის, რაც გამოგარჩევს, შენი სუპერძალაა“!
R