"ეს საგანგაშო ფაქტია, არც ერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად... წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა" - ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე - მშობლები

"ეს საგანგაშო ფაქტია, არც ერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად... წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა" - ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე

2026-10-06 12:57:12+04:00

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან არ მოხდება ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, კონკრეტული შემთხვევა ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“.

„ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა.რუსეთის მხრიდან ოფიციალური განმარტება არ ყოფილა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ეს შემთხვევა ლაბორატორიის ერთ-ერთ თანამშრომელს შეემთხვა იმის გამო, რომ მუშაობდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სადაც შავი ჭირის ბაქტერია იყო შენახული და მასზე გარკვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა. სინჯარის გატეხვამ გამოიწვია მისი ინფიცირება, მან ეს ფაქტი დამალა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ყველაფრის უკან შავი ჭირი იდგა. მასთან კონტაქტში მყოფი 200 პირი უკვე გამოვლინდა და ყველა მათგანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც, თუნდაც ერთ ნაწილში, ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შემთხვევა კონტროლის ქვეშ იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“. რაც შეეხება ქვეყნის მიერ მიღებულ ღონისძიებებს, ეს მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, საიდანაც საქართველოსთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის. თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, აქ შემოაღწიონ, თუმცა ამის ალბათობა მცირეა. განაგრძეთ კითხვა

რა მოხდა საბჭოთა ბანაკში 1960 წელს და როგორ გააქრეს 30-მდე დაღუპული ბავშვი? - საზარელი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ გამჟღავნდა
73 წლის წინ საბჭოთა კავშირში მომხდარ ცუნამს 8000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ინფორმაცია გაასაიდუმლოეს - დამანგრეველი კატასტროფის დეტალები
ექიმი კარდიოლოგი პაციენტებზე ექსპერიმენტს ისე ატარებდა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა - საბჭოთა კავშირში მომხდარი ამბავი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა