საქართველოს საპენსიო ფონდი 30 სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს - მშობლები

საქართველოს საპენსიო ფონდი 30 სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს

2026-10-08 16:57:26+04:00

საქართველოს საპენსიო ფონდი 30 სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 778 ათასი ადამიანია.

„ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 37,010 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 193,554,407.22 ლარი.

სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

NS