რამდენად კარგად გახსოვთ სკოლის პროგრამა? - 10 შეკითხვა ცოდნის შესამოწმებლად - მშობლები

რამდენად კარგად გახსოვთ სკოლის პროგრამა? - 10 შეკითხვა ცოდნის შესამოწმებლად

2026-10-09 11:52:59+04:00

სკოლის პერიოდში მიღებული ცოდნის ნაწილი წლების შემდეგაც გვახსოვს, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ბევრი ფაქტი, ფორმულა თუ ცნება შესაძლოა, დაგვავიწყდეს. ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ მეხსიერება არ არის საკმარისი და ლოგიკური მსჯელობაც გვჭირდება.

ქვემოთ მოცემული ტესტი სასკოლო პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და ერთმანეთისგან განსხვავებულ საკითხებზე ცოდნას ამოწმებს. კითხვები არც ისე მარტივია. ნახეთ, რამდენ კითხვას გასცემთ სწორ პასუხს და რამდენად კარგად გახსოვთ სკოლაში ნასწავლი მასალა არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად:

1. შვილი მამაზე 4-ჯერ უმცროსია. 20 წლის შემდეგ ის მამაზე 2-ჯერ უმცროსი იქნება. რამდენი წლის არიან ისინი ახლა?

  • შვილი - 10 წლის, მამა - 40 წლის
  • შვილი - 8 წლის, მამა - 35 წლის
  • შვილი - 14 წლის, მამა - 41 წლის

2. რომელი აირი ითვლება ყველაზე მსუბუქად?

  • აზოტი
  • ჰელიუმი
  • წყალბადი

3. რა ნაწილაკებისგან შედგება ატომის ბირთვი?

  • პროტონებისა და ნეიტრონებისგან
  • პროტონებისა და ელექტრონებისგან
  • ელექტრონებისა და ნეიტრონებისგან

4. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ იყო იმპრესიონისტი მხატვარი?

  • სალვადორ დალი
  • სლოდ მონე
  • ოგიუსტ რენუარი

5. საქართველოს რომელ მეფეს მიმართეს დახმარებისთვის ჯვაროსნებმა?

  • დავით V-ს
  • ბაგრატ III-ს
  • გიორგი IV-ს.

6. რომელმა სახელმწიფომ გამოიყენა პირველად ტანკი I მსოფლიო ომში?

  • ინგლისმა
  • გერმანიამ
  • იტალიამ

7. რა შეიძლება გახდეს ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზი?

  • სტიქიური მოვლენები
  • პოლიტიკური რეპრესიები
  • ეკონომიკური სიდუხჭირე

8. რომელი დიდი მწერლის სახელს უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის, როგორც პოეტის აღმოჩენა?

  • აკაკი წერეთლის
  • გრიგოლ ორბელიანის
  • ილია ჭავჭავაძის

9. რა ეწოდებოდა VIII საუკუნეში არაბების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს?

  • გურჯისტანის ვილაიეთი
  • გუგარქის საპიტიახშო
  • თბილისის საამირო

10. რომელი სახელმწიფო არ იყო ერთა ლიგის წევრი?

  • იტალია
  • საფრანგეთი
  • დიდი ბრიტანეთი
  • აშშ

სწორი პასუხები:

  1. შვილი - 10 წლის, მამა - 40 წლის
  2. წყალბადი
  3. პროტონებისა და ნეიტრონებისგან
  4. სალვადორ დალი სიურრეალიზმის წარმომადგენელი იყო
  5. გიორგი IV-ს
  6. ინგლისმა
  7. სტიქიური მოვლენები
  8. ილია ჭავჭავაძის
  9. თბილისის საამირო
  10. აშშ