"კახა საშინელ რაღაცებს მეუბნებოდა... 22 წლის ასაკში თავის შვილს ეს არავინ უნდა უთხრას... ჩემს მეუღლემდე ძალიან ტოქსიკური შეყვარებული მყავდა და მერე უფრო დავაფასე ჩემი მეუღლე..." - ანასტასია ბენდუქიძე ცნობილ მამასა და მეუღლეზე - მშობლები

"კახა საშინელ რაღაცებს მეუბნებოდა... 22 წლის ასაკში თავის შვილს ეს არავინ უნდა უთხრას... ჩემს მეუღლემდე ძალიან ტოქსიკური შეყვარებული მყავდა და მერე უფრო დავაფასე ჩემი მეუღლე..." - ანასტასია ბენდუქიძე ცნობილ მამასა და მეორე ნახევარზე

2026-10-09 22:09:11+04:00

Speakeasy-ის არხზე ანასტასია ბენდუქიძე სტუმრობდა, რომელიც მესამე შვილს ელოდება. სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა მამასთან - კახა ბენდუქიძესთან ურთიერთობაზე, რომელმაც რამდენიმე თხოვნა დაუტოვა გარდაცვალებამდე, მათ შორის, ქართულის შესწავლა, და მეუღლეზე, რომელსაც მისი საუკეთესოდ ესმის და რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ასევე იმაზე, რომ ყველაზე მეტად გული სწყდება, კახამ რომ ვერ მოასწრო მისი შვილების ნახვა და გაცნობა, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ ბაბუას.

ანასტასიას თქმით, წლების შემდეგ მას ქვეყნის მომავალზე ჰკითხავდა რჩევას, თუმცა არა ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაზე. რადგან მისი აზრით, რამდენადაც უჭკვიანესი ადამიანი იყო კახა ბენდუქიძე, იმდენად დაულაგებელი ჰქონდა პირადი ცხოვრება (როგორც ცნობილია, ანასტასია ისე გაიზარდა, არ იცოდა, რომ კახა ბენდუქიძე იყო მამამისი - ის უბრალოდ დედის მეგობარი ეგონა და მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო სიმართლე - 18 წლის ასაკში გაიგო, რომ კახა ბენდუქიძე მისი ბიოლოგიური მამა იყო. როგორც თავად იხსენებდა, ეს ლონდონში მოხდა. ანასტასიას ტელეფონის დამტენის ადაპტერი დასჭირდა და კახა ბენდუქიძის ოთახში შევიდა. მან ადაპტერი მიაწოდა და უთხრა: „აიღე, შვილოო“. ანასტასიამ უპასუხა, რომ ის მისთვის ყოველთვის მამასავით იყო, რაზეც კახამ უთხრა, რომ მისი ბიოლოგიური მამა იყო. ანასტასია შოკირებული დარჩა, რადგან ამის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. კახა ბენდუქიძეს კი ეგონა, რომ ქალიშვილმა სიმართლე უკვე იცოდა. მანამდე ანასტასია კახას ოჯახის მეგობრად იცნობდა და მასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკიდან ჰქონდა. ბიოლოგიური მამის ვინაობის გაგების შემდეგ კი მათი ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა - რედ.).

- ხუმრობა მიყვარს ძალიან... მაგრამ არასდროს არ ვიყავი ეგეთ კახასთან, იმიტომ, რომ ძალიან მეშინოდა, რომ საშინელ რაღაცას მეტყოდა... ისედაც ასე აკეთებდა... მაგალითად, ვიყავი საკმაოდ პუტკუნა გოგო და კახაც სულ მეუბნებოდა, რომ პუტკუნა ხარ, უფრო ცუდ რაღაცებს მეუბნებოდა... რაღაც მომენტში დავიწყე ძალიან ბევრი ვარჯიში, რაღაცა დიეტაზე ვიყავი და დავიკელი დაახლოებით ათი კილო, ძალიან კარგად გამოიყურებოდი და პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, არ შეიმჩნია, არაფერი არ მითხრა და ეგ ძალიან მეწყინა... ვუთხარი, ახლა ყველა იფიქრებს, რომ მე ვარ შენი შეყვარებული... და უცებ მეუბნება, ადრეც ეგრე ეგონათ, რომ შენ ხარ ჩემი შეყვარებული, უბრალოდ ეგონათ, რომ ცუდი გემოვნება მაქვსო... ანუ, 22 წლის ასაკში, თავის შვილს არავინ არ უნდა უთხრას ეს...

benduqidze.jpg

მეუღლეზე საუბრისას ანასტასიამ აღნიშნა, რომ მათ ერთმანეთის პაროლები აქვთ ყველა გაჯეტში, თუმცა არასოდეს ძვრებიან ერთმანეთის ტელეფონებში და სრული ურთიერთნდობა აქვთ. ასევე გაიხსენა ტოქსიკური ურთიერთობა, რომელიც მანამდე ჰქონდა:

- ...მე მყავდა საშინელი შეყვარებული, ჩემს მეუღლემდე... ტოქსიკური, გაზლაითინგი, აი, ყველაფერი იყო... ნუ არ მცემდა, მადლობა (იცინის). მაგრამ იცი როგორი მადლიერი ვარ, რომ ეგეთი ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაგის მერე დავაფასე ჩემი მეუღლე - To be loved is to be seen. შენ რომ ვინმე გიყვარს, უნდა უყურო იმ ადამიანს, იცნობდე, იცოდე, მას რა უნდა. და არა - შენ რა გინდა. დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის სიყვარულში... მე მაქვს თან ჩემი მეუღლის საჩუქარი, რომელიც მან ჩუქა, სულ რამდენიმე თვის დაწყებული რომ გვქონდა ურთიერთობა. ეს არის ბარათი, რომელსაც ყველაფერი აქვს - მაკრატელი, სახრახნისი, ნემსი, პინცეტი, კალამი... რომ აღწერო, მე როგორი ადამიანი ვარ, აი, ეგეთი ადამიანი ვარ. მან უბრალოდ მიყურა, შეამჩნია და მაჩუქა... ძალიან ბევრი ვიტირე სხვათა შორის ამაზე...

anastasia-1786043740.jpganastasia33-1786043740.jpg

ასევე მოყვა ანასტასიამ ბავშვობაზე და თუ როგორ უყვარდა ლაპარაკი და ამის გამო ოჯახის წევრები ეხუმრებოდნენ კიდეც. და ოცნებობდა, რომ ტელეწამყვანი ყოფილიყო.

anastasiaa-1791572712.png

- ამიტომ შენს ოცნებებთან ფრთხილად უნდა იყო. მაშინ ვერანაირად ვიფიქრებდი, რომ ქართულად წავიყვანდი გადაცემას. რუსულად, ინგლისურად, ესპანურადაც კი, შეიძლებოდა, მაგრამ ქართულად?

2 წლისაც არ არის და ჩემზე უკეთ საუბრობს ქართულად... - ანასტასია ბენდუქიძე შვილების ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
მესამეს ველოდებით... - ანასტასია ბენდუქიძე მალე მრავალშვილიანი დედა გახდება
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ძიძა იყოს მხიარული. შეიძლება დააგვიანდეს, საჭმელი არ მოამზადოს, მაგრამ იყოს მხიარული... - ანასტასია ბენდუქიძე დედობაზე, აღზრდის მეთოდებზე, ძიძემზე
„დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან... ზედმეტად ადრეულ ასაკში მიმაჩვია დამოუკიდებლობას...“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ანასტასია ბენდუქიძესთან