შეცვლილი გარეგნობა, 40-წლიანი ქორწინება და 4 შვილი, რომლებმაც ქველმოქმედებისკენ უბიძგეს: - მშობლები

შეცვლილი გარეგნობა, 40-წლიანი ქორწინება და 4 შვილი, რომლებმაც ქველმოქმედებისკენ უბიძგეს: "თუ მე მიჭირდა შვილებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, როგორ ახერხებენ ამას დედები, რომლებსაც ჩემი შესაძლებლობები არ აქვთ?“

2026-10-10 11:53:43+04:00

ამერიკელი მილიარდერები მაიკლ და სუზან დელები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ცოლ-ქმარი 7 ოქტომბერს თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამოჩნდა და მრავალმილიარდიანი შემოწირულობა გაიღო. თუმცა ღონისძიების შემდეგ სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა არა მათი სიკეთე, არამედ 61 წლის სუზან დელის გარეგნობა გახდა.

სინამდვილეში, ეს წყვილი მხოლოდ უზარმაზარი ქონებითა და სუზანის გარეგნობის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით როდია საინტერესო. მაიკლ დელმა თავისი ბიზნესი სტუდენტობისას, სულ რაღაც 1000 დოლარით დაიწყო და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია შექმნა. სუზანი კი წარმატებული დიზაინერი, სპორტსმენი და ქველმოქმედია. ისინი თითქმის ოთხი ათეული წელია ერთად არიან, ოთხი შვილი ჰყავთ და მილიარდობით დოლარს საქველმოქმედო პროექტებში აბანდებენ.

სუზან დელის გარეგნობა სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი პირველად 2025 წლის დეკემბერში გახდა, როცა თეთრ სახლში უკვე საგრძნობლად შეცვლილი გარეგნობით გამოჩნდა. მსგავსი კომენტარები 2026 წლის ივლისშიც გავრცელდა, 7 ოქტომბერს თეთრ სახლში მისი კიდევ ერთხელ გამოჩენის შემდეგ კი დაცინვის ახალი ტალღა დაიწყო. ზოგი მომხმარებელი მას თოჯინას ადარებდა, ზოგი კი ვარაუდობდა, რომ მისი გამოსახულება ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ქალს იცავდნენ და მისი გარეგნობის გამო დაცინვას აკრიტიკებდნენ. თავად სუზან დელს ამ კომენტარებზე საჯაროდ არ უპასუხია.

რატომ მივიდნენ მაიკლ და სუზან დელები თეთრ სახლში

მილიარდერმა ცოლ-ქმარმა საკუთარი ქონებიდან 6,25 მილიარდი დოლარი გაიღო 25 მილიონი ამერიკელი ბავშვის დასახმარებლად. თითოეული ბავშვის სახელზე სპეციალურ ანგარიშზე 250 დოლარი ჩაირიცხება. ეს თანხა წლების განმავლობაში ინვესტირდება და შესაძლოა გაიზარდოს. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ კი ახალგაზრდებს დაგროვილი ფულის გამოყენება საკუთარი მომავლისთვის შეეძლებათ.

ეს 25 მილიონი ბავშვი ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეარჩიეს. დახმარება განკუთვნილია 2016–2024 წლებში დაბადებული ბავშვებისთვის, რომლებიც აშშ-ის შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე რაიონებში ცხოვრობენ.შერჩევა ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე რაიონებიდან დაიწყეს და გააგრძელეს, სანამ 25 მილიონი ბავშვი არ მოიცვეს. მთავარი კრიტერიუმი იყო არა კონკრეტული ოჯახის შემოსავალი, არამედ იმ რაიონის მოსახლეობის საშუალო შემოსავლის მაჩვენებელი, სადაც ბავშვი ცხოვრობს. პროგრამაში სამხედრო ბაზებზე მცხოვრები ბავშვებიც მოხვდნენ.

რატომ გახდა სუზან დელის გარეგნობა განხილვის საგანი?

suzan-deli-1791620585.jpg
Caption

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მთავარი თემა 6,25 მილიარდი დოლარის შემოწირულობა იყო, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა ყურადღება სრულიად სხვა მიმართულებით გადაიტანა.გაჩნდა ვარაუდები, რომ ქალს არაერთი ესთეტიკური პროცედურა ან პლასტიკური ოპერაცია აქვს ჩატარებული.

სოციალურ ქსელებში მის გარეგნობას ე.წ. Mar-a-Lago face-საც უკავშირებენ. ეს არაფორმალური ტერმინია, რომელსაც მკვეთრად შეცვლილი, სავარაუდოდ კოსმეტიკური ჩარევებით მიღებული გარეგნობის აღსაწერად იყენებენ.

თუმცა თავად სუზან დელს კონკრეტული პლასტიკური ოპერაციების ჩატარება საჯაროდ არ დაუდასტურებია.

აღსანიშნავია, რომ სუზანის გარეგნობის შესახებ მსგავსი კომენტარები ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში, თეთრ სახლში მისი წინა ვიზიტის დროსაც გავრცელდა. ოქტომბრის გამოჩენამ კი ეს განხილვა ხელახლა გაააქტიურა

29bjcz6hoetrpfw20iakven-realnfm1c3-de9lkz0m8pmq8ir9ebgjceaqgth5-1ucjndm5o3af6zlcrdo-ppfd1pcbelgeq7nurto55lwz3vejp7aolgn8z1thq61zp1rcsox-yv6gedrigkfgkmrvhavec27p4g-bopkol8000iahpxs5wtsqqsvbzto6-1791620269.jpg

ვინ არის სუზან დელი

Queen of Heart
სუზან დელი მხოლოდ ცნობილი მილიარდერის მეუღლე არ არის. მას დამოუკიდებელი პროფესიული კარიერა ჰქონდა და წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში საქმიანობდა.

სუზანი თავდაპირველად უძრავი ქონების სფეროში მუშაობდა, მოგვიანებით კი მოდის დიზაინით დაინტერესდა.

მან სამი მოდის ბრენდი დააფუძნა, მათ შორის ლუქსკლასის ბრენდი Phi, რომელიც 2009 წელს დაიხურა.

მისი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი 2001 წელს უკავშირდება, როდესაც სუზანმა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ქალიშვილებისთვის, ბარბარასა და ჯენასთვის, საინაუგურაციო ღონისძიებების კაბები შექმნა.

მოდის გარდა, სუზანი სპორტითაც აქტიურად იყო დაკავებული. მონაწილეობდა მარათონებში და ჰავაიზე გამართულ Ironman-ის მსოფლიო ჩემპიონატშიც — ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამძლეობის შეჯიბრებაში.

დღეს მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება ქველმოქმედებაა. ის მაიკლ და სუზან დელების ფონდის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეა.

rze4yijt86oihwxgvor41cb8z2mfzj1ietycgd5kg4gifbmb0iojbbpd-wnity6djatef4icj3qk5afp9cyy35nm6yvxmlwct4x9bvkrm-6pxung4vxelrwxg2nryqptc77ueelddd0vndqeq0nbsi7ocbcbwh-mu6psfq42fke7u-werrofx7q-w8h6wqzs-1791620351.jpg

როგორ გაიცნეს ერთმანეთი მაიკლმა და სუზანმა?

მათი ურთიერთობა 1988 წელს დაიწყო.

იმ პერიოდში სუზანი ტეხასის ქალაქ ოსტინში გადავიდა საცხოვრებლად და უძრავი ქონების სფეროში მუშაობდა. სწორედ იქ მოაწყო მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა შეხვედრა ახალგაზრდა ბიზნესმენ მაიკლ დელთან.

ეს ე.წ. ბრმა პაემანი იყო — შეხვედრა, რომელიც საერთო ნაცნობის ინიციატივით შედგა.

იმ დროისთვის მაიკლი უკვე წარმატებული ახალგაზრდა მეწარმე იყო, თუმცა მისი კომპანია ჯერ კიდევ შორს იდგა იმ მასშტაბებისგან, რომელსაც მოგვიანებით მიაღწია.

წყვილს ერთმანეთი მოეწონა და ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. 1989 წლის ოქტომბერში ისინი დაქორწინდნენ. ქორწილის ცერემონია ებრაული ტრადიციების დაცვით გაიმართა.

მას შემდეგ მაიკლი და სუზანი ერთად არიან. 2026 წლის ოქტომბერში მათ ქორწინებიდან 37 წელი უსრულდებათ.

ოთხი შვილი და ცხოვრება საზოგადოების ყურადღების მიღმა

მაიკლსა და სუზან დელებს ოთხი შვილი ჰყავთ — ალექსა, კირა, ჯულიეტი და ზაქარი.

მიუხედავად ოჯახის უზარმაზარი ქონებისა, წყვილი წლების განმავლობაში ცდილობდა, პირადი ცხოვრება ზედმეტი საჯაროობისგან დაეცვა.

მათი შვილებიდან ზოგიერთმა ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროში საკუთარი კარიერა აირჩია. მაგალითად, ზაქარიმ ტექნოლოგიური კომპანია დააფუძნა, კირა კი ბიზნესის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს.

თავად მაიკლი და სუზანი საჯარო ღონისძიებებზე ერთად ჩნდებიან, თუმცა მათი ყოველდღიური ოჯახური ცხოვრება მედიისთვის შედარებით დახურული რჩება.

s9t1vml-o7rf5aiveqpvxwyfkzlbtggqfba6w-adpb-t3a13xniuagt5bmhyjtholsba54pmqovi-nt7zi-ggpqsmv6-5zeybytbvdqwncc605huaaxlz-t7hjekpkz3-dggvxpnyt6njhy5ge2lrjeonnj7r3zo40v-jp3-m3omypgant6y8bwao4v1cbuq-1791620378.jpg

„თუ მე მიჭირდა შვილებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, როგორ ახერხებენ ამას დედები, რომლებსაც ჩემი შესაძლებლობები არ აქვთ?“

როგორც 2012 წელს Forbes წერდა, სუზანი დიდ ყურადღებას აქცევდა შვილების ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და განათლებას. თუმცა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ მშობლის მონდომება საკმარისი არ იყო. ბავშვები დროს ატარებდნენ სკოლაში, საზოგადოებრივ სივრცეებში, ურთიერთობდნენ თანატოლებთან და მუდმივად ხვდებოდნენ გარემოში, სადაც ჯანსაღი არჩევანის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ იყო.

სუზანი ცდილობდა, შვილებისთვის ჯანსაღი კვების შესაძლებლობები შეექმნა როგორც სახლში, ისე სკოლასა და საზოგადოებრივ გარემოში. სწორედ ამ გამოცდილებამ დააფიქრა სხვა დედების მდგომარეობაზე.

nr-wm62-6dkij0lncy87la6xegsr28g9md7yqc5093jpi2bvc9wsd9-d2nwzivk3kk9pdwl6j-jifok97ly5-dppydmrvs1x9s89fxhmawkjyhhac8dprc5vusjggrnj5itstvr8kwwctevjteve3abp8v4hcpvc0r9k7djxr9qfg1wespajayb0fj0zwype-1791620449.jpg
კირა, ზაქარი და ჯულიეტ დელები

ორგანიზაცია Alliance for a Healthier Generation-ის მაშინდელი ხელმძღვანელი ჯინი ერლიხი იხსენებდა, რომ სუზანი საკუთარ თავს ასეთ კითხვას უსვამდა:

„თუ მე მჭირდება შვილების დახმარება, რომ ამ ყველაფერში გაერკვნენ, როგორ ახერხებენ ამას დედები, რომლებსაც ჩემი ეკონომიკური შესაძლებლობები არ აქვთ?“

სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა იდეა, რომ დახმარება მხოლოდ ცალკეული ბავშვებისთვის კი არა, იმ გარემოს გასაუმჯობესებლადაც გაეწიათ, რომელშიც ისინი იზრდებიან. დელების ფონდმა დაიწყო სკოლებში ჯანსაღი კვების ხელშეწყობა, ბავშვთა სიმსუქნის პრევენციის პროგრამების დაფინანსება, ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოება.

სუზან დელი დედობის მნიშვნელობაზე სხვა დროსაც საუბრობდა.

nr-wm62-6dkij0lncy87la6xegsr28g9md7yqc5093jpi2bvc9wsd9-d2nwzivk3kk9pdwl6j-jifok97ly5-dppydmrvs1x9s89fxhmawkjyhhac8dprc5vusjggrnj5itstvr8kwwctevjteve3abp8v4hcpvc0r9k7djxr9qfg1wespajayb0fj0zwype-1791620498.jpg
ლექსა მშობლებთან და მეუღლესთან ერთად

„როდესაც მშობელი ხდები, მოულოდნელად აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი ჯანმრთელობა და ხარისხიანი განათლება ბავშვის კეთილდღეობისა და წარმატებისთვის... საკუთარი შვილების სიყვარულმა გვიბიძგა, ონდის მთავარი მიზანი ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერა გამხდარიყო. როგორც მშობლებს, ყველას ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო გვინდა. ასე ფიქრობენ მშობლები მთელ მსოფლიოში... ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ბავშვებზე ზრუნვა, რომლებსაც ისეთი შესაძლებლობები არ ჰქონდათ, როგორიც ჩვენს შვილებს ან ჩვენ გვქონდა ბავშვობაში“.

სუზანი მიიჩნევდა, რომ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის შემდეგ დაგროვილი სიმდიდრის სხვებისთვის გაზიარება ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო.

„ამას ვალდებულებად არ აღვიქვამ. ჩვენი ოჯახის უზრუნველსაყოფად საჭიროზე მეტი ფული ნამდვილად არ გვჭირდება. მაშ, რატომ არ უნდა გავცეთ?“ — ამბობდა ის.

დედა, რომელიც ყველაზე მახინჯი ქალის ტიტულს შვილების გამო იტანდა და დაავადება, რომელმაც აქამდე მიიყვანა