"ეს ორი თითი მიკერებულია... 13 წლის ვიყავი, ეს ინციდენტი რომ მოხდა... ბაბუა 6 საათი მიკროსკოპის ქვეშ იჯდა, ბებო ორი კვირა ღამეებს მითენებდა და ჩემი ხელი ეჭირა...“ - როგორ მიაკერა ცნობილმა ბაბუამ ბაია კუზანოვას თითები - მშობლები

"ეს ორი თითი მიკერებულია... 13 წლის ვიყავი, ეს ინციდენტი რომ მოხდა... ბაბუა 6 საათი მიკროსკოპის ქვეშ იჯდა, ბებო ორი კვირა ღამეებს მითენებდა და ჩემი ხელი ეჭირა...“ - როგორ მიაკერა ცნობილმა ბაბუამ ბაია კუზანოვას თითები

2026-10-10 14:46:26+04:00

პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი და მისი შვილიშვილი ბაია კუზანოვა, რომელიც წინაპრების გზას აგრძელებს, "იმედის დღეში" ყვებიან ინციდენტზე, რომლის შედეგადაც ბაიას ხელის თითები ფაქტობრივად მოწყდა და ცნობილმა ბაბუამ მიაკერა:

ივა კუზანოვი:

- აი რა შედეგს შეიძლება მიაღწიო მიკროქირურგიით და პლასტიკური ქირურგიით ერთად, როცა კეთდება ოპერაცია, მაგალითად ბაიას თითები. აი, ეს ორი თითი მიკერებულია... ნახეთ ნაწიბური, არაფერი არ ეტყობა... თითები, შეიძლება, ასე რომ გავაკეთოთ.

ბაია კუზანოვი:

-14 ან 13 წლის ვიყავი, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და მეზობელთან გადავედი, მეგობართან. ვიდექი მათ რკინის დიდ კართან, ოღონდ მეორე მხრიდან, და რაზეც მაგრდება კარი, იქ მქონდა ხელი. ჩემმა მეგობარმა ვერ დაინახა და ბოლომდე მოიხურა ის კარი.... მე არ დაველოდე, იმიტომ რომ შოკი მქოდა, და უცებ გამოვგლიჯე... დავიხედე და ძვლები დავინახე... მერე მახსოვს, ჩვენი ანესთეზიოლოგი როგორ მაძინებს, აი ის მომენტი, და მახსოვს შუქი ზემოდან...

რომ გავიღვიძე, მახსოვს ბებიაჩემს ივამ უთხრა, რომ ხელი უნდა ჰქონდეს მაღლა აწეულიო, რომ სისხლი სწორად წავიდესო, და 10 დღე თუ 2 კვირა ათენებდა ბებიაჩემი ღამეებს და მთელი ღამე ასე ეჭირა ხოლმე ჩემი ხელი...

ნინომ მითხრა, რომ ივა 6 საათი მიკროსკოპის ქვეშ იჯდა... მამაჩემი ვერ შემოვიდა საოპერაციოშიო, ბიძაჩემი, ალეკო შემოვიდა.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემმა შვილმა ოჯახის წევრებს შორის კამათი და ხმამაღალი სიტყვა არ გაიგოს. არ მინდა, რომ ამ ყველაფრის მოწმე იყოს...“ - ბაია კუზანოვა შვილის აღზრდის შესახებ
მითხრეს, რომ რაღაც წარმონაქმნი ჩანდა... ოპერაციის მერე რამდენიმე დღე ველოდებოდი, სანამ დათესილი მასალის პასუხი მოვიდოდა... - პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კუზანოვი პირად ამბავს ასაჯაროებს