ბოლო დღეების გრილი და წვიმიანი ამინდების შემდეგ, საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. როგორც სინოპტიკოსმა თამარ პაპიაშვილმა AMBEBI.GE -ს განუცხადა, საქართველოში, უახლოეს დღეებში, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსსაც კი მიაღწევს.მაგრამ ეს მაჩვენებელი, სამწუხაროდ, მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ეხება. არც აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ცივი ამინდები, თუმცა ჰაერი მაქსიმუმ 25 გრადუსამდე დათბება.
"მომავალ დღეებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში იქნება უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურაც საკმაოდ მოიმატებს, 25-30 გრადუსს მიაღწევს. ყველაზე მეტად მაღალი ტემპერატურა აჭარის სანაპირო ზოლშია მოსალოდნელი. რაც შეეხება კოლხეთის დაბლობს და მთიან რეგიონებს, აქ ველით აღმოსავლეთის ქარს, ძლიერი დაქროლვებით, 17-22 მ/წ ფარგლებში.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გდარუსს ვერ მიაღწევს, მაგრამ იქნება უნალექო ამინდები. დღეს მზიანი, თბილი დღე გვაქვს, მაგრამ შემდეგ დღეებში, შედარებით ნისლიან, ღრუბლიან ამინდს ვვარაუდობთ, ხანმოკლე წვიმაც შესაძლებელია დღის განმავლობაში. ქარი არ გვექნება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს არ გადააჭარბებს. 15 ოქტომბრიდან დათბება და ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართელოშიც მოიმატებს.