ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია - მშობლები

ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია

2026-10-12 09:44:42+04:00

“SeaWill” და “Food Luck” საერთაშორისო კომპანიის, "Vičiūnai" ჯგუფის ახალი ბრენდებია. “Vičiūnai Group”-ს 35 წელზე უფრო მეტი დროის გამოცდილება აქვს კვების ინდუსტრიაში. მათი ასორტიმენტი მოიცავს ევროკავშირში წარმოებულ თევზს, სხვა ზღვის პროდუქტებს და “Gyoza” -ს პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებენ შესანიშნავ გემოს, მოსახერხებელია მოსამზადებლად, გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით, მაღალი ხარისხით და აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის სტანდარტებს.

ორივე ბრენდის მთავარი პრინციპია ევროკავშირში წარმოება, სადაც კვების მრეწველობა ექვემდებარება ყოვლისმომცველ კონტროლს და ეს კონტროლი მოიცავს როგორ ნედლეულს, ასევე დამუშავების პროცესს, ჰიგიენას, მიკვლევადობას და პროდუქტის უსაფრთხოებას.

“დღეს მომხმარებლებს პროდუქტის გემოზე უფრო მეტად სხვა რამ აინტერესებთ - მათ სურთ იცოდნენ, სად დამზადდა ის, როგორ კონტროლდება ნედლეული, ხარისხის რა მოთხოვნები გამოიყენება წარმოებაში და ვინ დგას ბრენდის უკან.

"SeaWill“ და "Food Luck“ წარმოადგენს ჩვენი წარმოების 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილების, ტექნოლოგიური ცოდნისა და ხარისხის კონტროლის პრინციპების შედეგს", - ამბობს Vičiūnai Group-ის საბჭოს წევრი დაინიუს მატიჯოშაიტისი (Dainius Matijošaitis).

lm555-food-luck-fb-cover-ge-az-1791784057.jpg

“SeaWill” - 35 წელზე უფრო მეტი ხნის გამოცდილება ზღვის პროდუქტების ინდუსტრიაში

თავად ბრენდის სახელიც ასახავს მის ფილოსოფიას: “ზღვა” - სიმბოლურად გამოხატავს ზღვას, თევზს, ზღვის პროდუქტებს და ამ სფეროში დაგროვებულ გამოცდილებას, ხოლო “will” წარმოადგენს მუდმივი განვითარების, გაუმჯობესების, ახალი პროდუქტების შექმნის და მომხმარებელთა ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გადაწყვეტილებების ძიების სურვილს.

“SeaWill”-ის ასორტიმენტი მოიცავს ზღვის პროდუქტებს, ქაშაყს, ორაგულს, კრევეტებს და ა.შ, ასევე საფანელში ამოვლებული თევზის პროდუქტების მრავალფეროვნებას.

ამ პროდუქტების წარმოებისას მნიშვნელოვანია მთელი პროცესი - დაწყებული ნედლეულისა და მიმწოდებლების შერჩევით, დამთავრებული წარმოებით, შეფუთვით, ტემპერატურული რეჟიმით, შენახვითა და ლოგისტიკით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროდუქტის ხარისხს და ნედლეულის მიკვლევადობას..

ბრენდის იდეას კარგად აჩვენებს მისი ფილოსოფია - “ზღვით შთაგონებული და სურვილით ამოქმედებული”.

lm561-seawill-sm-fb-cover-ge-1791784106.jpg

“Food Luck” - მთელი მსოფლიოს არომატები სამზარეულოში საათობით ყოფნის გარეშე

“Food Luck” შექმნილია თანამედროვე მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ, უფრო მრავალფეროვანი საკვები და მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს არომატების დაგემოვნება, ამავდროულად, აფასებენ საკვების მოსახერხებელ და სწრაფად მომზადების შესაძლებლობას.

პირველ რიგში, Food Luck-ის პროდუქტებია “გიოზას” დამფლინგი ხორცის, ბოსტნეულის და ზღვის პროდუქტების შიგთავსით. რეცეპტებში დიდი ყურადღება ექცევა ინგრედიენტებისა და ტექსტურის ბალანსის სწორად შერჩევას.

“Gyoza” დამზადებულია უთხელესი, 0,8მმ-იანი ცომით, ხოლო შიგთავსი პროდუქტის 60-65%-ს შეადგენს. გამოყენებულია ნატურალური სანელებლები, არომატის გამაძლიერებლების გარეშე. პროდუქტები ადაპტირებულია ცხოვრების თანამედროვე რიტმთან - მათი სწრაფად მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა გზით: ტაფაში, ღუმელში, ჰაერღუმელში, ორთქლის ღუმელში და სხვა მეთოდების გამოყენებით. “Gyoza” კარგია როგორც წასახემსებლად, ასევე ძირითად კერძად.

Food Luck ვითარდება როგორც უფრო ფართო ბრენდი, რომელიც შთაგონებულია მთელი მსოფლიოს სამზარეულოთი. მისი ასორტიმენტი მალე უფრო მრავალფეროვანი გახდება და მოიცავს ისეთ მარტივად მოსამზადებელ პროდუქტებს, როგორებიცაა კრეპები, გაყინული მზა საკვები და ა.შ. - ისეთი პროდუქტებით, რომლებიც განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

map-1791784133.jpg

რას ნიშნავს სინამდვილეში “დამზადებულია ევროკავშირში”?

"დამზადებულია ევროკავშირში” ამ ეტიკეტის მნიშვნელობა სცილდება პროდუქტის გეოგრაფიულ წარმომავლობას. ევროკავშირში მოქმედი საკვების მწარმოებლები საკვების უვნებლობის ყოვლისმომცველ მოთხოვნებს ექვემდებარებიან. ეს მოთხოვნები მოიცავს პროდუქტის წარმოების მთელ ჯაჭვს - ნედლეულით და ინგრედიენტებით დაწყებული - წარმოებით, შეფუთვით, ეტიკეტირებით, შენახვით და ტრანსპორტირებით დამთავრებული.

ამ სისტემის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია მიკვლევადობა - მწარმოებელს უნდა შეეძლოს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის კონკრეტული პროდუქტისთვის გამოყენებული ნედლეული, როდის და სად აწარმოეს პროდუქტი და რომელ საწარმოო პარტიას მიეკუთვნება ის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობისთვის - თუ კონკრეტულ პროდუქტთან ან ნედლეულთან დაკავშირებით კითხვები წარმოიქმნება, შესაძლებელი იქნება შესაბამისი პარტიის იდენტიფიცირება და მიწოდების ჯაჭვში მისი გზისთვის თვალყურის დევნება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ყოველდღიური წარმოების კონტროლი. ის მოიცავს მიმწოდებლებისა და ნედლეულის შეფასებას, ჰიგიენის მოთხოვნების დაცვას, ტემპერატურის რეჟიმების კონტროლს, ტექნოლოგიური პროცესების ზედამხედველობას, ლაბორატორიულ ტესტირებას, პროდუქტის ეტიკეტირებას, შენახვის ვადის განსაზღვრას და სხვა პროცედურებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკვების უვნებლობა მაღაზიის თაროზე მოხვედრამდე გაცილებით ადრე იწყება.

lm555-food-luck-sm-postas-fb-ig-ge-1791784176.jpg

ხარისხი დადასტურებულია არა მხოლოდ მწარმოებლის მიერ

თანამედროვე ეპოქაში, საკვების წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოების პროცესის დამოუკიდებელი შეფასება. “Vičiūnai Group”-ის მწარმოებელი კომპანიები იყენებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებს. მათ შორის IFS და BRCGS, ხოლო სერტიფიცირების ისეთ სისტემებს, როგორებიცაა MSC და ASC გამოიყენება თევზისა და ზღვის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში.

ეს ნიშნავს, რომ ხარისხის სისტემა და კონტროლი მხოლოდ მწარმოებლის მიერ დადგენილ წესებს არ ეფუძნება - წარმოების პროცესი ასევე შეფასებულია საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დამოუკიდებელი სერტიფიცირებისა და აუდიტორული ორგანიზაციების მიერ. მომხმარებლისთვის ყველა ეს სტანდარტი და პროცედურა ითარგმნება ძალიან მარტივ სარგებელში - პროდუქტის წარმოშობის შესახებ უფრო მეტი სიცხადე, წარმოების კონტროლირებადი პროცესი და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის დამატებითი დონე.

surimi-1791784154.jpg

ხარისხი უნდა იყოს ყოველდღიური პროდუქტების სტანდარტი

“SeaWill” და “Food Luck”შემუშავებულია პრინციპით, რომლის მიხედვით პროდუქტის ხარისხი და მისი უსაფრთხოება მხოლოდ ძვირადღირებულ და ექსკლუზიურ პროდუქტებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული - ეს უნდა იყოს სტანდარტი ყველა იმ პროდუქტის, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად ირჩევს. ორივე ბრენდი ოთხ მნიშვნელოვან პრინციპს აერთიანებს მომხმარებლებისთვის - გემო, ხარისხი, მოსამზადებლად მოსახერხებელი და მრავალფეროვანი.

“მაღაზიაში შესული მომხმარებელი არ უნდა იყოს კვების ტექნოლოგი იმისთვის, რომ პროდუქტს ენდოს. მწარმოებლის პასუხისმგებლობაა ნედლეული სწორად შერჩევა, პროცესის კონტროლი, საკვების უვნებლობა და ხარისხის თანმიმდევრულად უზრუნველყოფა. საბოლოოდ კი მომხმარებელმა უნდა მიიღოს ის, რასაც ელის - გემრიელი, უსაფრთხო და საიმედოდ წარმოებული პროდუქტი”, - ამბობს “Vičiūnai” ir Ko ბაზრის მენეჯერი ლიუდას გლოტოვასი (Liudas Glotovas).

დღეს Vičiūnai Group-ის პროდუქცია მსოფლიოს 57-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. 2024 წელს ჯგუფმა დატოვა რუსეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების სხვა ბაზრები და ამავდროულად, შეწყვიტა ჯგუფის მიერ წარმოებული პროდუქციის მიწოდება. ახლა კი ჯგუფი ბრუნდება ახალი ბრენდებით - “SeaWill” და “Food Luck”. მათი პროდუქცია უკვე დაბრუნდა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ხოლო შემდგომში იგეგმება გაფართოება სომხეთის, მოლდოვისა და უზბეკეთის ბაზრებზე შესვლით.

ახალი ბრენდების პროდუქციის ასორტიმენტი და გეოგრაფიული წარმომადგენლობა თანმიმდევრულად გაფართოვდება.

"ჩვენი მიზანია, რომ SeaWill-მა და Food Luck-მა მომხმარებელს ძალიან მარტივი რამ შესთავაზონ - შესანიშნავი გემო, საიმედო ხარისხი და პროდუქტი, რომლის არჩევაც მათ ყოველდღიურად თავდაჯერებულად შეეძლებათ”, - ამბობს მატიჯოშაიტისი.

lm555-food-luck-fb-cover-ge-az-1791784175.jpg

R