თბილისში ბინის შეძენით დაინტერესებული ადამიანები Google-ში ყველაზე ხშირად საბურთალოზე, გლდანსა და ვარკეთილში არსებულ უძრავ ქონებას ეძებენ. ამის შესახებ მონაცემებს SEO.ge-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევა გვაწვდის, რომელიც თბილისის 30 უბანში ბინების ძიების ტენდენციებსა და მომხმარებელთა საძიებო მოთხოვნებს აანალიზებს.
კვლევა Ahrefs-ის მონაცემებს ეყრდნობა და 2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. ანალიზის ფარგლებში შესწავლილია 419 ქართულენოვანი საკვანძო სიტყვა, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლები თბილისში გასაყიდ ბინებს ეძებენ.
კვლევის მიხედვით, თბილისის 30 უბანზე თვეში ჯამურად 18 530 ძიება ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბურთალოს აქვს, სადაც ბინებთან დაკავშირებული საძიებო ფრაზები თვეში საშუალოდ 3 490-ჯერ იძებნება. მეორე ადგილზე გლდანია 2 230 ძიებით, მესამეზე კი ვარკეთილი 2 090 ძიებით. ხუთეულში ასევე შედიან დიდი დიღომი (1 330) და ვაკე (1 130).
საინტერესოა, რომ პრემიუმ უბნებზე მოთხოვნა საძიებო სისტემაში შედარებით დაბალია. ვაკეზე, ვერაზე, სოლოლაკსა და მთაწმინდაზე ჯამურად 1 930 ძიება მოდის, რაც მხოლოდ საბურთალოს მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.
კვლევამ მომხმარებელთა საძიებო ქცევაშიც გამოავლინა საინტერესო ტენდენციები. ყველაზე გავრცელებულია ზოგადი ფორმულირებები, მაგალითად, „ბინები საბურთალოზე“ ან „იყიდება ბინა გლდანში“. შედარებით იშვიათად ეძებენ კონკრეტულად მშენებარე ბინებს. ასეთი მოთხოვნები უბნების მიხედვით მთლიანი ძიებების დაახლოებით 9%-ს შეადგენს.
კვლევის შედეგები განსაკუთრებით საინტერესოა სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის. მონაცემები აჩვენებს, რომელ უბნებზეა ყველაზე მაღალი საძიებო აქტივობა და რა სიტყვებს იყენებენ პოტენციური მყიდველები. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით კომპანიებს შეუძლიათ უკეთ დაგეგმონ ვებგვერდის SEO სტრუქტურა, შეარჩიონ პრიორიტეტული საკვანძო სიტყვები და შექმნან მომხმარებელთა მოთხოვნებზე მორგებული კონტენტი.
კვლევის სრული შედეგები, უბნების რეიტინგი და საკვანძო სიტყვების დეტალური მონაცემები ხელმისაწვდომია SEO.ge-ს ვებგვერდზე.
NS