არაბი შეიხის რძალი ლონდონის ქუჩაში უგონოდ იპოვეს - ნარკოტიკების მოხმარების შემდეგ მან გონება დაკარგა. მის გვერდით მისი 3 წლის შვილი იყო... - მშობლები

არაბი შეიხის რძალი ლონდონის ქუჩაში უგონოდ იპოვეს - ნარკოტიკების მოხმარების შემდეგ მან გონება დაკარგა. მის გვერდით მისი 3 წლის შვილი იყო...

2026-10-15 10:56:58+04:00

აბუ-დაბის მმართველი ოჯახის წევრმა, 32 წლის მაჰრა ალ ნაჰიანმა, ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე კოკაინის მოხმარების შემდეგ გონება დაკარგა. ამ დროს იქვე მისი სამი წლის შვილი იმყოფებოდა. ინციდენტი ივნისში მოხდა, თუმცა დეტალები ახლა, ოქტომბერში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.

ბრალდების მხარის მტკიცებით, გამვლელებმა ალ ნაჰიანი უგონო მდგომარეობაში ტროტუარზე, უცნობი მამაკაცის გვერდით იპოვეს. სამი წლის ბავშვი მათთან ახლოს, დატვირთულ გზაზე, ფეხშიშველი თამაშობდა. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს და ბავშვთან დარჩნენ, სანამ სამართალდამცველები მოვიდოდნენ.

original-1-1792048187.webp

მისვლისთანავე პოლიციამ ქალისგან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვერ შეძლო პასუხის მიღება. როდესაც ის გონს მოეგო, არასტაბილურად იქცეოდა და ყვიროდა...

სასამართლომ დაადგინა, რომ ალ ნაჰიანმა ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე კოკაინი მოიხმარა. მისმა ადვოკატმა, სტივენ ვულომ, განაცხადა, რომ მას იმ დღეს ნარკოტიკები არ მიუღია, მაგრამ წინა მოხმარების შედეგად გამოწვეული „ძლიერი დაღლილობის“ გამო გონება დაკარგა.

შეიხის ოჯახის წევრმა თავი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი გულგრილობისთვის. მისი დაცვის მხარის თქმით, ივლისიდან ის ნარკოდამოკიდებულების მკურნალობას ელიტარულ რეაბილიტაციის ცენტრში გადის. ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი სამთვიანი პროგრამის დასრულებას და შემდეგ ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელებას და ანონიმური ნარკომანების შეხვედრებზე დასწრებას გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ალ ნაჰიანი ინციდენტს ნანობს.

original-2-1792048284.webp

სასამართლომ ქალს ორი წლით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 6000 ფუნტის ოდენობის ჯარიმა დაუწესა. მოსმენის დროს ასევე გაირკვა, რომ ის ყოველთვიურად ის 8000 ფუნტის ოდენობის დახმარებას იღებს შეიხის ოჯახიდან.

მაჰრა ალ ნაჰიანი მმართველი ალ ნაჰიანის ოჯახის წევრია, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს საამიროში, აბუ დაბის მართავს. მაჰრა ოჯახს ქორწინებით ენათესავება, თუმცა სასამართლო იცავს მისი და მისი შვილის კონფიდენციალობას და არ არის დაზუსტებული, მაჰრა შეიხის პირდაპირი რძალია თუ მისი რომელიმე ძმიშვილის ან ბიძაშვილის ცოლი.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ქონება, ნავთობის რესურსებისა და საერთაშორისო ინვესტიციების წყალობით, 250 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტს შეადგენს.

როგორ გაექცა დუბაის პრინცესა შეიხს ორი შვილითა და 40 მილიონი დოლარით? - ამბავი, რომელმაც საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია
აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე, რომელიც არაბ შეიხს გაჰყვა ცოლად და ცხოვრება კოშმარად ექცა - ის კვლავ იბრძვის შვილებისთვის და თავისუფლებისთვის