ძალიან გახდა, არაფერს ჭამს, მშობლებს არ შორდება და სოციალურ ქსელშიც აღარ ჩნდება... - კაია გერბერის ცხოვრება ძმის გარდაცვალების შემდეგ - მშობლები

ძალიან გახდა, არაფერს ჭამს, მშობლებს არ შორდება და სოციალურ ქსელშიც აღარ ჩნდება... - კაია გერბერის ცხოვრება ძმის გარდაცვალების შემდეგ

2026-10-15 11:37:12+04:00

სინდი კროუფორდის ვაჟი პრესლი გერბერი 20 სექტემბერს გარდაიცვალა. მთელი ოჯახისთვის ეს მოუშუშებელი ტრაგედიაა, თუმცა როგორც ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, ყველაზე მძიმედ პრესლის დაზე - კაიაზე იმოქმედა ამ ყველაფერმა. და-ძმა ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ყველაფერს უზიარებდნენ და კაია ძმის გარდაცვალების შემდეგ სერიოზულ დეპრესიაშია. კაიას მას შემდეგ არც სამუშაო განუახლებია - კინოსა და სამოდელო სფროში და სოციალურ ქსელშიც არ გამოჩენილა.

12 ოქტომბერს 25 წლის მოდელი პირველად დაინახეს პაპარაცებმა საჯარო სივრცეში. გოგონამ ლოს-ანჯელესის სპორტდარბაზი ლურჯი სვიტერით, ლეგინსებითა და თეთრი სპორტული ფეხსაცმლით დატოვა. მსახიობმა შესამჩნევად დაიკლო წონაში. მასთან ერთად იყვნენ დედამისი, სინდი კროუფორდი და მამა - რენდი გერბერი. ეს კაიას პირველი საჯარო გამოჩენა იყო ძმის დაკრძალვის შემდეგ.

933x1068-0xq1fld2en-7183331643217277483-1792051335.jpg

961x595-0xzpzjepov-1157921890919737419-1792051335.jpg

Daily Mail-ის ცნობით, ის სპორტდარბაზში დედის რჩევით შევიდა. ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ განმარტა: „სინდის სურს, რომ მის ქალიშვილს გარკვეული რუტინა ჰქონდეს, რადგან ძმის გარდაცვალებიდან პირველი კვირების განმავლობაში ის თითქმის არ გადიოდა სახლიდან და არაფერს ჭამდა“...

კაია და პრესლი ძალიან ახლოს იყვნენ. ის მას საუკეთესო მეგობარს უწოდებდა. მის გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, კაიამ Vogue-ს ინტერვიუ მისცა და ბევრი ისაუბრა ძმაზე, მისგან ნასწავლ უნარებზე და ძმის ძლიერ ხასიათზე, რომელიც ღიად საუბრობდა საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კაია შოკში იყო. წყაროების ცნობით, ის სახლში ჩაიკეტა, უარს ამბობდა ჭამაზე და ძლივს ლაპარაკობდა. ეს განსაკუთრებით საშიშია მისთვის, რადგან მანამდე ასევე საჯაროდ ისაუბრა კვებითი აშლილობის შესახებ.

„ის ცდილობს შეინარჩუნოს თავი, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამს და მადა არ აქვს. თითქოს გაშეშებულია. იმის გაცნობიერება, რომ მისი ძმა წავიდა, უზარმაზარი ემოციური პროცესია. მთელი ოჯახი ძალიან ღელავს მასზე“, - განუცხადა Daily Mail-ს ინსაიდერმა.

801x1200-1-9cd6a328647ff626dcf7775ec61af4bf3338x5000-0xyrz0phvp-9496204314316425188-1792051470.jpg.webp

1246x1200-1-ee96285b1845b419dc4d2dfe8a2368ff3705x3569-0xjaca0azc-0745998103169660595-1792051470.jpg.webp

ამ ხნის განმავლობაში კაიას შეყვარებული, 33 წლის მსახიობი ლუის პულმანი, მის გვერდით იყო. ამბობენ, რომ ის მისთვის ნამდვილი კლდეა და მათი ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. მშობლებიც მუდმივად მის გვერდით არიან. მეგობრებიც ხშირად აკითხავენ.

ერთ-ერთმა ნაცნობმა მისი მდგომარეობა ასე აღწერა: „თმა არ შეუჭრია, მანიკური არ გაუკეთებია და მხოლოდ სპორტულები აცვია“.

კაია ამჟამად სამსახურიდანაც ისვენებს. ფილმ „ხარის“ გადაღებებზე სამუშაოები უნდა დაეწყო. პროექტი არ გაუქმებულა, მაგრამ თარიღები გადაიდო. წყაროს ცნობით, მსახიობს ელოდებიან, რომ დაბრუნდება.

პრესლი გერბერი 20 სექტემბერს სანტა მონიკაში, რეაბილიტაციის ცენტრში გარდაიცვალა. ის 27 წლის იყო. პოლიცია დოზის გადაჭარბების შესაძლებლობას იძიებს, მაგრამ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ჩატარდა გაკვეთა, მაგრამ ტოქსიკოლოგიის შედეგები რამდენიმე თვის განმავლობაში არ იქნება ხელმისაწვდომი.

პრესლი კონფიდენციალურად დაკრძალეს. მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა და ფერფლი მშობლებთან, მალიბუში, მათ სახლში დარჩა. ოჯახმა საჯარო განცხადება არ გააკეთა, მხოლოდ კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვს.

პრესლიმ სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და სწრაფად გახდა მოთხოვნადი: Moschino, Dolce & Gabbana, Calvin Klein, Burberry, Bottega Veneta. თუმცა, Daily Mail-ის წყაროების თანახმად, პოპულარობა მასზე ზეწოლას ახდენდა. პრესლი ფოტოგრაფობაზე ფიქრობდა, შემდეგ უძრავი ქონების აგენტობაზე, ხოლო სწავლის ბოლო კურსზე ფსიქოთერაპევტობასაც გეგმავდა. თუმცა ძლიერი ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, დეპრესია ტანჯავდა. ერთ დღეს მის ცხოვრებაში ნარკოტიკები შემოვიდა. 2024 წელს პრესლი დოზის გადაჭარბების შედეგად რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, დაახლოებით 15 ფსიქიატრთან გაიარა კონსულტაცია და სიცოცხლის ბოლომდე სარეაბილიტაციო ცენტრები და მედიკამენტები ცვლიდა ერთმანეთს.

2400x3216-0xofcwvi0l-7753239942292466797-1789972359.jpg