მსოფლიოში ცნობილი ბალერინას და ქორეოგრაფის, ნინო ანანიაშვილის ძმისშვილი და მოსახელე - მსახიობი ნინო ანანიაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი და მენეჯერი ნიკა კოხოძეა. წყვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
დღეს კი იქორწინეს.
წყვილმა ტრადიციულად, ჯვარი დაიწერა, შემდეგ კი ძალიან მხიარული ქორწილი გადაიხადეს მეგობრების და ახლობლების წრეში.
ქორწილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში წყვილის მეგობრებმა და გვერდმა
Framemetbilisi გაავრცელა.
- ნინო ანანიაშვილი უმცროსი კინოსა და თეატრის მსახიობია. რამდენიმე როლი არის უკვე მის ანგარიშზე, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და ასევე სერიალში. გარდა ამისა, მამიდის სახელობის სტუდიას ხელმძღვანელობს, რომელიც ბალეტის პატარება და დიდი მოყვარულებისთვის არის.