შექმენით საკუთარი ბიზნესი „ბიბლუსის“ მხარდაჭერით - კომპანია ფრენშაიზ პარტნიორებს ეძებს - მშობლები

შექმენით საკუთარი ბიზნესი „ბიბლუსის“ მხარდაჭერით - კომპანია ფრენშაიზ პარტნიორებს ეძებს

2026-10-19 13:22:39+04:00

78 ფილიალი მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის, უკვე 9 ფრენშაიზ მაღაზია - „ბიბლუსი“ აგრძელებს ფრენშაიზის მიმართულებით გაფართოებას და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვისაც სურს, საკუთარი ბიზნესი მართოს.

ფრენშაიზის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, თავად გახსნას მაღაზია, „ბიბლუსის“ სრული ხელშეწყობით და ისარგებლოს კომპანიის მრავალწლიანი რეპუტაციითა და გამოცდილებით, რაც საშუალებას მისცემს, მართოს წარმატებული ბიზნესი.

„ბიბლუსმა“ პირველი ფრენშაიზ მაღაზია 2022 წელს გახსნა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, წიგნებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს ისეთ რეგიონებში, სადაც მისი არცერთი ფილიალი არ ფუნქციონირებს ან მხოლოდ რამდენიმე მაღაზიითა წარმოდგენილი. შესაბამისად, განსაკუთრებით დაინტერესებულია ისეთი შეთავაზებებით, რომლებიც აქამდე აუთვისებელ ლოკაციებზე ახალი ფილიალების გახსნას შეეხება.

კონკრეტულად, რომელ რეგიონებშია კომპანია ახალი ფილიალების გახსნით დაინტერესებული და რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ ამისთვის პარტნიორებმა, დეტალურად საუბრობს „ბიბლუსის“ ფრენშაიზის განვითარების მენეჯერი, ნონა საღირაშვილი:

როგორი იყო „ბიბლუსის“ ფრენშაიზის კონცეფციის პირველი ეტაპი და რამდენად გაამართლა ბიზნესმოდელმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაინერგეთ?

„ბიბლუსის“ მიერ ფრენშაიზის დანერგვის მიზანი იყო, სხვა ადამიანებისთვისაც მიგვეცა საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება და ამავდროულად, საქართველოს მასშტაბით ქსელი უფრო გაგვეფართოებინა.

ვფიქრობთ, რომ ბიზნესმოდელმა გაამართლა. ჩვენი ფრენშაიზ ფილიალები ძალიან კარგად მუშაობს, ჰყავს ბევრი ერთგული მომხმარებელი და იმ კონკრეტული რეგიონისთვის თუ უბნისთვის, წიგნის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. აქვე აღვნიშნავ, რომ გაიხსნა ფრენშაიზ ფილიალებიც, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო, ვერ გაამართლა. ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვერთვებით პროცესში და ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავჭრათ წარმოქმნილი პრობლემა. ფილიალის მფლობელს მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს წარმატების მიღწევაში.

რას მოიცავს ამჟამად „ბიბლუსის“ ფრენშაიზის პაკეტი და რა ძირითადი მოთხოვნები ან კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს პოტენციურმა პარტნიორმა?

პოტენციურ პარტნიორს პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს წიგნის მაღაზიის მართვის სურვილი, დანარჩენი კი შეუძლია ჩვენთან ისწავლოს. სასურველია, ჰქონდეს საცალო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, რადგან ეს უფრო გაუმარტივებს პროცესის მართვას. ასევე, თუ ფინანსური მიმართულებითაც ექნება გარკვეული ცოდნა ან გამოცდილება, უფრო მარტივად და ერთობლივად გადავჭრით ნებისმიერ პრობლემას.

რა სახის მხარდაჭერას სთავაზობს კომპანია ფრენშაიზებს ფილიალის გახსნიდან, მარკეტინგითა და ლოჯისტიკით უზრუნველყოფის ჩათვლით?

ფრენშაიზ პარტნიორისთვის მართვის პროცესები მაქსიმალურად გამარტივებულია - „ბიბლუსის“ გუნდი ჩართულია ფილიალების მომარაგებაში, აქციების დაგეგმვასა და პროდუქციის განლაგების შედგენაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველანაირი მარკეტინგული აქტივობა - იქნება ეს სეზონური ფასდაკლებები თუ სხვა შეთავაზებები ვრცელდება როგორც „ბიბლუსის“ მართვის ქვეშ მყოფ, ასევე ფრენჩაიზ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებლები ნებისმიერ მაღაზიაში სარგებლობენ დაგროვების ბარათებითაც.

ფრენშაიზის ფილიალის თანამშრომლებს უწევთ მხოლოდ პროდუქციის მიღება, თაროებზე დალაგება და მომხმარებელთან ურთიერთობა. ოფისიდან ხდება მარაგების მართვა, მათ შორის, აქციის მარაგების შევსება, ბესტსელერი პროდუქციის სწორი რაოდენობების მიწოდება და ა.შ. ფრენშაიზ პარტნიორს პროდუქციის მიღება უწევს მხოლოდ „ბიბლუსიდან“ და არა სხვადასხვა მომწოდებლისგან, რაც მისთვის მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს.

აღსანიშნავია, რომ ახალი პარტნიორის ფილიალის საზეიმო გახსნას გეგმავს ჩვენი მარკეტინგის ჯგუფი, ხოლო ფილიალის საზეიმო გახსნის ხარჯებს სრულად ფარავს „ბიბლუსი“. პირველი ექვსი თვის პერიოდში, გვაქვს შეღავათები ფრენშაიზის მომსახურების გადასახადში. ჩვენი მიზანია, თითოეული ფილიალი მაქსიმალურად წარმატებული იყოს.

ახალი ლოკაციების თვალსაზრისით, საქართველოს რომელ რეგიონებსა და ქალაქებს განიხილავს „ბიბლუსი“ პრიორიტეტულად უახლოეს მომავალში?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ იმ რეგიონებში, სადაც ამჟამად არ ვართ, მაგალითად:

  • ლაგოდეხი;
  • ტყიბული;
  • რაჭა;
  • სვანეთი;
  • ქარელი;
  • დედოფლისწყარო;
  • წყალტუბო;
  • სიღნაღი და სხვა.

როგორ ხდება კონკრეტული ლოკაციის კომერციული პოტენციალისა და წარმატების წინასწარ შეფასება?

როდესაც დაინტერესებული პირი დაგვიკავშირდება, თავდაპირველად განვიხილავთ მის მიერ შერჩეული რეგიონისა თუ უბნის პოტენციალს. ასევე, ვითვალისწინებთ შემოთავაზებულ ლოკაციასთან მდებარე უახლოეს ფილიალს. შემდეგ ჩვენი ანალიტიკური ჯგუფის სამსახური, ჩვენ მიერ შემუშავებული ფილიალის ხარჯების საფუძველზე, აკეთებს პროგნოზს, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ფილიალი. დაინტერესებულ პირთან ერთად განვიხილავთ ანალიტიკის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვურჩევთ ფილიალის გახსნას.

რა სტრატეგიული გეგმები აქვს „ბიბლუსს“ ფრენშაიზის მიმართულებით და რა სიახლეებს შესთავაზებთ დამწყებ ბიზნესპარტნიორებს?

ჩვენი სტრატეგიული გეგმები არ შეცვლილა და ვაგრძელებთ იმავე მიზნისკენ სვლას, რაც დასაწყისშივე გვქონდა - გვინდა, რომ ყველა იმ რეგიონში გაჩნდეს ხელმისაწვდომობა წიგნზე, სადაც არ ვართ წარმოდგენილები. ამასთან, გვსურს, მივცეთ ბიზნესის მართვის შესაძლებლობა, ვისაც ამის სურვილი აქვს და მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს პროცესი.

ფრენჩაიზებთან მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ძალიან ამართლებს საოჯახო ბიზნესი. როდესაც ფრენშაიზის მფლობელი, ფართის მესაკუთრე თავად არის და ფილიალსაც თავად მართავს, ამ დროს ხარჯები ნაკლებია და მომგებიანობა იზრდება.

ფრენშაიზის გახსნით დაინტერესების შემთხვევაში, მიმართეთ კომპანიის წარმომადგენლობას, რომელიც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას „ბიბლუსისთვის“ საინტერესო ლოკაციების, პირობებსა და ფილიალის მართვის სპეციფიკის შესახებ.

ტელეფონი: 555684528

ელექტრონული ფოსტა: n.sagirashvili@biblusi.ge ; franchise.info@biblusi.ge

R