თეატრი სახელოსნო 42 და ბილეთების ონლაინპლატფორმა tkt.ge ექსკლუზიურ პარტნიორობას იწყებენ, რომლის მიზანიც ბილეთების შეძენის პროცესის გამარტივება და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შექმნაა.
მიმდინარე წლის ნოემბრიდან სახელოსნო 42-ის ბილეთების შეძენა მხოლოდ tkt.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური კამპანიები, მათ შორის 1+1 შეთავაზებები, ფასდაკლებები, სეზონური აბონემენტები, სასაჩუქრე ნაკრებები და სხვა ექსკლუზიური ბენეფიტები.
თანამშრომლობის მიზანია თეატრალური გამოცდილების გამრავალფეროვნება, თეატრში სტუმრობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალი აუდიტორიის მოზიდვა და ერთგული მაყურებლის წახალისება. ერთიანი ციფრული სივრცე კი ბილეთების შეძენას უფრო მოსახერხებელს გახდის და თეატრს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ გაითვალისწინოს მაყურებლის ინტერესები.
პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივები ეტაპობრივად განხორციელდება. სიახლეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია თეატრისა და tkt.ge-ს საინფორმაციო გვერდებზე გამოქვეყნდება.
R