კიდევ ერთი სიკვდილი კენედების ოჯახში - აშშ-ის პრეზიდენტის 42 წლის ძმის შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ კვლავ ალაპარაკდნენ საგვარეულო წყევლაზე - მშობლები

კიდევ ერთი სიკვდილი კენედების ოჯახში - აშშ-ის პრეზიდენტის 42 წლის ძმის შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ კვლავ ალაპარაკდნენ საგვარეულო წყევლაზე

2026-10-21 10:17:34+04:00

ერთი წლის წინ, ჯონ ფ. კენედის შვილიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ შემოდგომაზე კი მისი ძმის შვილიშვილი გარდაიცვალა...

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი აგრძელებს მსოფლიოს შეშინებას ახალგაზრდა წევრების სიკვდილიანობის გაუთავებელი ნაკადით. ჯონ და ჟაკლინ კენედების შვილიშვილის, ტატიანა შლოსბერგის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ერთ წელზე ნაკლები გავიდა. 34 წლის ასაკში მას მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს იშვიათი მუტაციით, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ ძალიან ხანდაზმულებში გვხვდება. მან თავისი ავადმყოფობის შესახებ მეორე შვილის დაბადების შემდეგ შეიტყო და ექიმებისგან მაშინვე მიიღო მძიმე პროგნოზი: მას ერთ წელზე მეტი არ ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლისთვის. 2025 წლის დეკემბერში ტატიანა შლოსბერგი გარდაიცვალა.

tatiana-shlosbergi-w-h-1792564314.jpeg

2026 წლის 20 ოქტომბერს კი ცნობილი კლანის კიდევ ერთი წევრის, კაილის გარდაცვალების შესახებ გამოცხადდა. ჯონის ცნობილი ძმის, პოლიტიკოსის, სენატორ რობერტ კედენის შვილიშვილი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა ექვსწლიანი დამბლის შემდეგ. მას ორი შვილი დარჩა.

892x823-0xpvy024t0-4586221344678715146-1792564396.jpg1200x768-0xicya6cz0-9250344526981631310-1792564397.jpg

Burke & Blackington Funeral Home-ის მიერ გამოქვეყნებული ნეკროლოგის თანახმად, კენედი „მშვიდობით გარდაიცვალა 2026 წლის 21 სექტემბერს, საკუთარ სახლში, ვესტვუდში, მასაჩუსეტსის შტატში“. მისი გარდაცვალების შესახებ საჯაროდ ერთი თვის შემდეგ გახდა ცნობილი.კაილ კენედი 2020 წელს, ზურგის ტვინის სერიოზული დაზიანების შემდეგ, ეტლში აღმოჩნდა. მას მერე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას მიუძღვნა თავი: დაიწყო პროგრამები, შეიმუშავა ინიციატივები და ასწავლიდა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

თავისი ხანმოკლე ცხოვრება პედაგოგის რანგში გაატარა. დაამთავრა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, მიიღო ადრეული განათლების მაგისტრის ხარისხი პეისის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი) და განათლების პოლიტიკისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის სამაგისტრო სკოლაში. მისი ძირითადი საქმიანობა საჯარო სკოლები იყო და ასევე კონსულტაციებს უწევდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს.

კაილ კენედი არ იყო საზოგადო მოღვაწე, არ ესწრებოდა გალა ვახშმებსა და მოდის პრეზენტაციებს და არ მეგობრობდა ჰოლივუდის ცნობილ ადამიანებთან, ამიტომ ადამიანების უმეტესობამ არ იცოდა მისი სახელი და მისი ცხოვრება. მის ცხოვრებას ერთზე მეტი ტრაგედია ახლდა თან. მის ახლა უკვე ყოფილ ქმართან, ლიამ კერთან, სამი შვილი ჰყავდა: ტყუპი ჯოზი და კონორი და უმცროსი ვაჟი, დეკლანი. სამწუხაროდ, კენედის ერთადერთი ქალიშვილი დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა; ტრაგედიის მიზეზი უცნობია. კაილის ვაჟები ახლა 10 და 12 წლის არიან.

630x709-0x3dnckt3v-5341629582518633443-1792564396.jpg

ინტერნეტში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა კენედის ოჯახური წყევლის თემა... წყევლის თემა მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც კენედების ოჯახში რამდენიმე თაობის განმავლობაში არაერთი ტრაგიკული და ნაადრევი სიკვდილი მოხდა.

1. ჯონ ფ. კენედი — 1963 წელი

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 46 წლის ასაკში დალასში მოკლეს.

2. რობერტ ფ. კენედი — 1968 წელი

ჯონის ძმა, სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი, 42 წლის ასაკში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს.

3. ჯონ კენედი უმცროსი — 1999 წელი

პრეზიდენტის ვაჟი, მისი მეუღლე კეროლინ ბესეტ-კენედი და მისი და თვითმფრინავის კატასტროფაში დაიღუპნენ.

4. მაიკლ კენედი — 1997 წელი

კაილის მამა, 39 წლის ასაკში სათხილამურო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

5. ტატიანა შლოსბერგი — 2025 წელი

ჯონ კენედის შვილიშვილი 35 წლის ასაკში მწვავე მიელოიდური ლეიკემიით გარდაიცვალა...

ამას ემატება კენედების ოჯახის სხვა წევრების ტრაგიკული ისტორიებიც: ავიაკატასტროფები, ავტოსაგზაო შემთხვევები, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილი და ბავშვების დაკარგვა. სწორედ ამ შემთხვევების ერთობლიობამ გააჩინა გამოთქმა „კენედების წყევლა“, რომელსაც ახლა 42 წლის კაილის გარდაცვალებაც დაემატა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ჯონ კენედი უმცროსისა და კეროლაინ ბესეტის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, სავსე სკანდალებით, ღალატით და დასრულებული საზარელი ავიაკატასტროფით
კენედების წყევლას გადარჩენილი, ჯონ და ჯეკი კენედების ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც ოჯახის ყველა წევრი გამოიგლოვა - კეროლაინ კენედის ცხოვრების გზა
ჟაკლინ კენედის, არისტოტელე ონასისისა და მარია კალასის სკანდალური სასიყვარულო სამკუთხედი - ​ბერძნული ტრაგედია